რეგისტრირებული ფაქტები88884
სორტირება თარიღი კლებადობით
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 20 ივლისს სოფელ წინანდალში, დავით ალექსანდრეს ძე ჭავჭავაძის სახლში, გაიმართა კახეთის თავადაზნაურობის კრება, რომელზეც ქალთა სკოლების დაარსების შესახებ ითათბირეს.
1873
ტიპი: გარდაცვალება
1873 წლის 19 ივლისს სვირის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი გრიგოლ დავითის ძე წერეთელი გარდაიცვალა.
1873
ტიპი: გარდაცვალება
1873 წლის 14 ივლისს რუფოთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იესე დავითის (სვიმონის) ძე შოთაძე გარდაიცვალა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 13 ივლისის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ბაქრაძე არქეოლოგიური ნიმუშების შესასწავლად აჭარაში გაემგზავრა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 13 ივლისის „დროების“ ცნობით, თბილისში თეატრის მსახიობისა და კომიკოსის, პ. ვეინბერგის წარმოდგენები იმართებოდა.
1873
ტიპი: გარდაცვალება
1873 წლის 3 ივნისს ხორითის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოსებ ეგნატეს ძე მანჯავიძე გარდაიცვალა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 6 ივლისის „დროების“ ცნობით, ქიზიყში მოუსავლიანობით დაზარალებული გლეხების დასახმარებლად პეტერბურგიდან გიორგი ორბელიანმა 24, ხოლო ვანო მაჩაბელმა 3 მანეთი შესწირეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის ივლისში სიმონ დიმიტრის ძე სტაროსელსკის ლიცეუმში ჩარიცხვის საკითხის განსახილველად ილია ჭავჭავაძეს მოსკოვში ელენე ფარნაოზის ასულ ბაგრატიონ-გრუზინსკაიასა და მიხეილ ბაგრატიონ-მუხრანელის ნახვაც სურდა, მაგრამ ისინი აგარაკებზე იყვნენ წასულები.
1873
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1873 წლის ივლისში სიმონ სტაროსელსკი მოსკოვში ილია ჭავჭავაძესთან ცხოვრობდა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე მოსკოვში, პეტროვსკის პარკში მდებარე შატო დე ფლერში, ფრანგი მსახიობების მიერ გამართულ წარმოდგენას დაესწრო.

