საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81459

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დარია ახვლედიანის ლექსი „შემოდგომის პირას“.

1828

ტიპი: თანამდებობა

1828-35 წლებში იოანე იოსელიანი სასულიერო სემინარიის ეკონომოსი (მნე) იყო.

1838

ტიპი: ნასამართლეობა

1838 წელს გაენათის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნიკოლოზ ჩხეიძე საეკლესიო სამსჯავროს გადასცეს.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წლის 25 ივნისს რაჭის მაზრა დ. ონში თბილისის სამოსამართლო პალატის სესიამ განიხილა ოზურგეთის უფროსად ნამყოფი კონსტანტინე ზოსიმეს ძე ალშიბაიას საქმე. მას ბრალად ედებოდა სხვადასხვა დროს ფულის მითვისება და გაფლანგვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 14 ივლისს პოლიციის მე-8 ნაწილში ცეცხლი გაუჩნდა გრიგოლ ტერ-ტომაზოვის სახლს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ფრანგული გაზეთის, „ლე ჟურნალის" რედაქციამ კავკასიის სამეურნეო-სამრეწველო გამოფენის დასათვალიერებლად საგანგებო კორესპონდენტი პლონი გაგზავნა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 19 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის წერილი „პლაგიატობა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ოქტომბერში გიორგი მაღრაძემ ქართულად თარგმნა შნიცლერის პიესა „საქმრო“.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით მეგრელთა მე-16 პოლკის პორუჩიკი დიმიტრი საგინაშვილი გენერალ პეტრე კოტლიარევსკის ქართველთა მე-14 პოლკში გადაიყვანეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 ივლისს ფოთის გამგეობის დარბაზში გამართულ კრებაზე ფოთში პროგიმნაზიის დასაარსებლად შეგროვდა სულ 6 000 მანეთი. ხ. ხუმარაძემ გაიღო 490 მან.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის სამეურნე გამოფენის კომიტეტმა კონსტანტინე სოლომონის ძე ონიკაშვილისგან მიიღო განცხადება, რომელშიც ის გამოფენაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ნიკო შიუკაშვილმა თავისი პიესის „სიმახინჯე“ ჰონორარი ქართული თეატრის სააღმშენებლო კომიტეტს გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილი სამკითხველოს სასარგებლოდ ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთინსკიმ თუმანი გაიღო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს ნინო ნიკოლოზის ასულმა ჯამბაკურ-ორბელიანმა ლამპა გადასცა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულ იაკობ მედვედევის თანაშემწე შიმანოვსკის თბილისიდან წასვლის გამო კავკასიის გამოფენის სატყეო განყოფილების გამგის თანამდებობას ტაქსატორი კარა კიშიშევი ასრულებდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქ. თბილისის სასწავლებელთა გამგე-კომისიამ განიხილა ქალაქის სასწავლებლების ვენტილაციის საკითხი და მისი შესწავლა ა. ს. ბაბანოვს მიანდო.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილმა გადასცა 4 წლის ჟურნალი „ივერია", ნიკოლოზ სიმონის ძე გოცირიძემ – ხელმწიფის სურათი და სამკითხველოს ბანერი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს კავკასიის სამრეწველო გამოფენის ნადირობის განყოფილების გამგედ დაინიშნა ნიკოლოზე ივანეს ძე მარქაროვი, მის მოადგილედ – ა. ნ. ჯამბაკურ-ორბელიანი.

1817

ტიპი: თანამდებობა

1817 წლის 10 დეკემბერს სვიმონ ჭელიძე მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.

1777

ტიპი: განათლება

1777 წელს დაბადებულმა სვიმონ ჭელიძემ სასულიერო განათლება ჭელიშის მონასტერში მიიღო.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წელს კავკასიის სამოსწავლო ოლქს პიატიგორსკიდან შეატყობინეს, რომ იქ გარდაიცვალა თბილისის ქალთა პირველი საქალებო გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი ა. ა. ფილიმონოვი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს მაკრინე იოსების ასულმა წერეთლისამ ხატი გადასცა.