რეგისტრირებული ფაქტები88884
სორტირება თარიღი კლებადობით
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 16 აპრილს სოფელ ბანძაში მოყვარულმა მსახიობებმა დიმიტრი ყიფიანის მიერ თარგმნილი უილიამ შექსპირის დრამა „ვენეციელი ვაჭარი“ წარმოადგინეს.
1873
ტიპი: ავტორობა
1873 წლის 27 აპრილის „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „გლახის ნაამბობი“ და პოემა „აჩრდილი“, აკაკი წერეთლის ლექსი „ჩემს მეგობარს“, ნიკო ნიკოლაძის ნარკვევები „ნაპოლეონ მესამის ცხოვრება“, „ახალი ახალგაზრდობა“ და „გლეხური სიმღერა“ და ნიკოლოზ ცხვედაძის „დასავლეთი ევროპის გონებითი და ეკონომიური მოძრაობა თავისი მიზეზებით XIX საუკუნეში“.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 20 აპრილის „დროების“ ცნობით, გერასიმე კალანდარიშვილმა, დიმიტრი ჯანაშვილმა და სტეფანე ძიმისტარაშვილმა სიღნაღის მაზრაში მოუსავლიანობის გამო დაზარალებული გლეხობის დასახმარებლად ხუთ-ხუთი მანეთი გაიღეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 20 აპრილის „დროების“ ცნობით, ქუთაისიდან იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა სიღნაღის მაზრაში მოუსავლიანობის გამო დაზარალებული გლეხების დასახმარებლად 15 მანეთი შესწირა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 20 აპრილის „დროების“ ცნობით, რაჟდენ გიგაურმა, იოსებ ჭეიშვილმა, ერთაოზ სიდამონ-ერისთავმა და ეპიფანე კალანდაძემ სიღნაღის მაზრაში მოუსავლიანობის გამო დაზარალებული გლეხობის დასახმარებად ათ-ათი მანეთი გაიღეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 23 მარტს ვლადიკავკაზში აღნიშნეს მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვის თერგის მაზრის უფროსად დანიშვნის 10 წლისთავი. თერგის მაზრის ქალაქებმა და საზოგადოებამ შეკრიბა ფული ლორის-მელიქოვის სახელზე სტიპენდიების დასანიშნად და სასწავლებლების გასამართავად.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 16 მარტის „დროების“ ცნობით, არქეოლოგმა ერიცოვმა სამასამდე ძველი ქართული ხელნაწერი წიგნი აღმოაჩინა.

