რეგისტრირებული ფაქტები81459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს ნინო ნიკოლოზის ასულმა ზურაბიშვილისამ, მარიამ მიხეილის ასულა ლასხიშვილმა, ნატალია მერაბის ასულმა ცაგარელმა და ეკატერინე ჯანიევმა წიგნები გადასცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს დავით კობიაშვილმა, ლაზარე მაისურაძემ, ივანე რაზმაძემ, გიორგი მანთაშოვმა და იოსებ იმედაშვილმა წიგნები გადასცეს.
1806
ტიპი: თანამდებობა
1806 წელს ეპისკოპოსმა სოფრონ წულუკიძემ სვიმონ წულუკიძე იეროდიაკვნად აკურთხა, შემდეგ იგი მღვდელ-მონაზონი გახდა.
1901
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წლის 13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილეს მაკა ყიფიანის საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა ქურდობა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანმა ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს წიგნები და ერთი თუმანი შესწირა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ თუმანი შესწირა.
1901
ტიპი: ორგანიზაცია
1901 წელს ლევან ლომთათიძემ ხიდისთავის სამკითხველოს ლათინური გრამატიკის წიგნი შესწირა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძემ ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს 5 მანეთი შესწირა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ეგნატე იოსელიანმა და ედმუნდ სობესტიანსკიმ ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს წიგნები შესწირეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ნინო ელიზბარის ასულმა ქობულოვისამ ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს ათი მანეთი შესწირა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს მარიამ დავითის ასულმა შერვაშიძისამ, სოფიო ვასილის ასულმა ამირეჯიბისამ და ნინო სვიმონის ასულმა აბაშიძემ წიგნები გადასცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ზაქარია გიორგის ძე ერისთავმა ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს 15 მანეთი შესწირა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილმა, ალექსანდრე ჯაბადარმა და იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა წიგნები შესწირეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს წიგნები და პატარა კახის სურათი შესწირა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ნ. მ. ჩიჩუამ ხიდისთავის სამკითხველოს შესწირა წიგნი ბუნების საუცხოო მოვლენების შესახებ.
1838
ტიპი: ნასამართლეობა
1838 წლის 19 აგვისტოდან 1845 წლის 31 იანვრამდე არქიმანდრიტ სვიმონ წულუკიძეს საეკლესიო სასჯელი ჰქონდა დაკისრებული.
1838
ტიპი: ნასამართლეობა
1838 წელს სვიმონ წულუკიძე ხაზინადრისა და მონასტრის წინამძღვრის თანამდებობიდან გადააყენეს და საბუთების მოუწესრიგებლობისა და საეკლესიო ხაზინისთვის ფულის დაკლების გამო საეკლესიო სამართალში მისცეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ქ. თბილისის გამგეობამ საქალაქო სასწავლებელთა სამეურნეო საოჯახო ნაწილის მართვა სოლოლაკის სკოლის ზედამხედველ ფირუმოვს დაავალა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ქალაქისთავმა ე. გ. ფრიდონოვმა კავკასიის გამოფენის კომისარს მისცა პირობა, რომ ადგილობრივი სოფლის მუშა-მეურნეთა საუკეთესო ექსპონატების დასაჯილდოვებელი მედლების შესაძენად ფულს შესწირავდა.