საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88502

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 3 ივლისს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „ქუთაისის ამბები“ ტყიბულის ქვანახშირის მაღაროს გაყიდვის შესახებ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 3 ივლისის „დროების“ ცნობით, თბილისში, გორსა და ქუთაისში 50 კაპიკად იყიდებოდა პირველი ნაწილი დიმიტრი ბაქრაძის თხზულებისა „საქართველო“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 3 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „საჭიროა კავკასიაში უნივერსიტეტი, თუ არა?“

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 3 ივლისს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „ქუთაისის ამბები“ მიხეილ ლერმონტოვის „დემონის“ მამია გურიელის მიერ შესრულებულ თარგმანზე.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 26 ივნისს გაზეთ „დროებაში“ წკეპლაძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა სერგეი მესხის ფელეტონი „ერთი საღამო თბილისის საზაფხულო თეატრში“.

1871

ტიპი: განათლება

1871 წლის 26 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სპირიდონ ჯუღელის კორესპონდენცია „ორიოდე სიტყვა ახალციხის მხარის სასოფლო შკოლებზე“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 26 ივნისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა სერგეი მესხის წერილი „სასოფლო შკოლები“, რომელშიც ავტორი საუბრობს ალექსი შარაბიძის მიერ ამავე გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაზე „სახალხო შკოლები რაჭაში“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 26 ივნისს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „შორაპნიდამ“, სადაც ავტორი ჰყვებოდა, რომ ყვირილას სადგურში ჩამომდგარი მატარებლების სანახავად ყოველდღიურად უამრავი ხალხი იკრიბებოდა.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 18 ივნისს გაზეთ „დროებაში” გამოქვეყნდა მღვდელ ალექსი შარაბიძის კორესპონდენცია „სახალხო შკოლები რაჭაში“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 18 ივნისს გაზეთ „დროებაში” გამოქვეყნდა დასასრული მიხეილ ხელთუფლიშვილის მიერ თარგმნილი ბერტოლდ აუერბახის მოთხრობისა „დატუსაღებული ნათლია“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 18 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის წერილი „ორიოდე ეკალი ჩვენს ახალგაზრდა მწერლობაში”.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 4 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის წერილი „სახალხო სიმღერებისა და ზღაპრების შეკვრა“ ხალხური თვითშემოქმედების ნიმუშების შეგროვების აუცილებლობაზე.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 4 ივნისის გაზეთ „დროების“ ცნობით, გამოიცა ალმანახ „კრებულის“ მეოთხე წიგნი, რომელშიც გამოქვეყნდა ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ლექსი „ვოლტერის თქმული“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 4 ივნისის გაზეთ „დროების“ ცნობით, გამოიცა ალმანახ „კრებულის“ მეოთხე წიგნი, რომელშიც გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „რა დაუკარგავთ ქალებსა და რას დაეძებენ ისინი?“

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 4 ივნისის გაზეთ „დროების“ ცნობით, გამოიცა ალმანახ „კრებულის“ მეოთხე წიგნი, რომელშიც გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ლექსი „ვარდის ხმაზედ“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 4 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „მომხმარებელი საზოგადოებები ხალხისთვის სასარგებლონი არიან, თუ არა“ მომხმარებელ და მწარმოებელ საზოგადოებათა მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარების საქმეში.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 4 ივნისის გაზეთ „დროების“ ცნობით, გამოიცა ალმანახ „კრებულის“ მეოთხე წიგნი, რომელშიც თომა კარგარეთელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა კირილე ლორთქიფანიძის მიერ თარგმნილი ნ. ა. დობროლუბოვის ლექსები.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 4 ივნისის გაზეთ „დროების“ ცნობით, გამოიცა ალმანახ „კრებულის“ მეოთხე წიგნი, რომელშიც სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის წერილი „ძველი და ახალი ამბები“ და მისივე ფელეტონი „ფიქრი ლიხის მთაზე“.

1871

ტიპი: გარდაცვალება

1871 წლის ივნისში სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ექვთიმე ბეჟანის ძე კანდელაკი გარდაიცვალა.

1871

ტიპი: გარდაცვალება

1871 წლის ივნისში სოფ. გუმათის მთავარანგელოზის ეკლესიიის მღვდელი ლაზარე ჯიშკარიანი გარდაიცვალა.

1871

ტიპი: განათლება

1871 წლის 1-ელ ივნისს ოსანა ქანანოვამ, ოლგა სერედენკომ და მართა მელიქოვამ წარჩინებით დაასრულეს თბილისის ქალთა ინსტიტუტის კურსი.

1871

ტიპი: განათლება

1871 წლის 1-ელ ივნისს ბარბარე ბეგთაბეგოვამ, პელაგია ნაცვალოვამ და ბარბარე ხორუჟენკომ წარჩინებით დაასრულეს თბილისის ქალთა ინსტიტუტის კურსი.

1871

ტიპი: განათლება

1871 წლის 1-ელ ივნისს ოლგა გურამოვამ, ოლგა ვასილიევამ და ელისაბედ ყარაევამ წარჩინებით დაასრულეს თბილისის ქალთა ინსტიტუტის კურსი.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 30 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გაგრძელება მიხეილ ხელთუფლიშვილის მიერ თარგმნილი ბერტოლდ აუერბახის მოთხრობისა „დატუსაღებული ნათლია“.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 30 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი „წიგნების გავრცელება ჩვენში“, რომლის თანახმად, სიღნაღის მკვიდრმა რაჟდენ ციციშვილმა სურვილი გამოთქვა, თავის სავაჭრო ობიექტზე ახალი ქართული წიგნები და გაზეთებიც გაყიდულიყო.