რეგისტრირებული ფაქტები90061
სორტირება თარიღი კლებადობით
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წლის მაისში თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე შეიქმნა კომისია, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაცია „პრიკაზის“ ვალების სათავადაზნაურო ბანკში გადასატანად მთავრობაში წარსადგენი განაცხადი უნდა შეედგინა. ილია ჭავჭავაძე ამ კომისიის წევრად აირჩიეს.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 20 აპრილს ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკი გაიხსნა. ილია ჭავჭავაძე ბანკის დირექტორად ბესარიონ ღოღობერიძის კანდიდატურას უჭერდა მხარს.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 24 მარტს გაზეთ „Кавказ“-ში ილია ჭავჭავაძისა და თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორთა ხელმოწერით ბანკის მუშაობის პირველი წლის ანგარიში დაიბეჭდა.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 4 მარტს ილია ჭავჭავაძე მონპლეზირის ბაღში გამართულ გაზეთ „დროების“ ათი წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო სადილზე სიტყვით გამოვიდა.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 2-3 მარტს ილია ჭავჭავაძე და დავით ავალიშვილი გაზეთ „დროების“ ათი წლისთავის აღსანიშნავ საიუბილეო საღამოზე მონაწილეობის მსურველთა სიებს ადგენდნენ.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 2 მარტს ილია ჭავჭავაძე სიტყვით გამოვიდა კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების სხდომაზე და საქონლის გატაცების შემთხვევების მატებასა და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის მარტის დასაწყისში გაზეთ „დროების“ ათი წლისთავის აღსანიშნავად გამართულ სადილზე ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა და ნიკო ნიკოლაძემ გაზეთს თანამშრომლობა აღუთქვეს.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 1-ელ მარტს გაზეთ „დროების“ დაარსების ათი წლისთავზე ილია ჭავჭავაძემ, სერგეი მესხმა, აკაკი წერეთელმა და ნიკო ნიკოლაძემ „დროების“ რედაქციის ახალ პირობას მოაწერეს ხელი.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის თებერვლის ბოლოს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში მყოფი ქართველი სტუდენტების დასახმარებლად ფული შეაგროვა და ალექსანდრე ცაგარელს გაუგზავნა.
1876
ტიპი: გარდაცვალება
1876 წლის 10 იანვარს ხონჭიორის (მეორე) ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი გიორგი მარკოზის ძე ფოფხაძე გარდაიცვალა.
1876
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1876 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ კაჭრეთში კონსტანტინე ემანუელის ძე ანდრონიკაშვილი დაიბადა.

