რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს კონდრატე ინასარიძე იყო ფოთის უძრავი მამულების შემფასებელი კომისიის თავმჯდომარე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს სახაზინო თეატრში საქველმოქმედო საზოგადოების თაოსნობით გამართულ მხატვრულ-მუსიკალურ საღამოზე ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით წარმოადგინეს ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“.
1902
ტიპი: გარდაცვალება
1902 წლის პირველ ნოემბერს უეცრად გარდაიცვალა თბილისის სამთო ინჟინერი გრიგოლ გიორგის ძე წულუკიძე.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 3 ივლისს ჯარისკაც ივ. ელ. თალაკვაძეს ბრძოლის დროს მარჯვენა მკლავი მოამტვრიეს. იგი ბაქოს საავადმყოფოში მკურნალობდა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 24 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, კაზიმირ ცხომელიძე თბილისის სახალხო სამუსიკო საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს ნიკოლოზ ქართველიშვილის თაოსნობით ქართულ ენაზე პირველად დადგეს ოპერა „სევილიელი დალაქი“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 ივლისს სოფ. ლეხაინდრავოში აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე თომა გაბუნიამ აკაკის შესახებ მოხსენება წაიკითხა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ანდრია მურუსიძე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ალექსანდრე ყალაბეგიშვილი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 24 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გრიგოლ ხერხეულიძე გაზეთ „სინათლესთან“ თანამშრომლობდა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, შალვა გოგოლაშვილი (ხონელი) სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იოსებ თარალაშვილი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს სახაზინო თეატრში საქველმოქმედო საზოგადოების თაოსნობით გამართულ მხატვრულ-მუსიკალურ საღამოზე ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით წარმოადგინეს კონსტანტინე ფოცხვერაშვილის პოემა „პირიმზე“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ზაფხულის სეზონზე ქართველ მსახიობთა ამხანაგობას წარმოდგენები ყვირილაში, ადგილობრივი საკრებულოს დარბაზში, უნდა გაემართა. დასის წევრები იყვნენ: მარო მდივანი, ნატალია ჯავახიშვილი, კ. რუხაძე, ვასილ არაბიძე, არ. არაბიძე, ივანე ბარველი, ნ. ასათიანი, ა. ყალაბეგიშვილი, ალექსანდრე გაჩეჩილაძე, ვასილ ურუშაძე, მოკარნახე გიორგი გურული და სხვ.

