საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88530

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 14 ივლისის ნავთლუღის მუშა-მოსამსახურების კრების თავმჯდომარე იყო ილია კალანდაძე,მომხსენებლად მოწვეული იყო ნოე რამიშვილი. კრებაზე წაიკითხეს მოხსენებები საქართველოსა და საბჭოთა რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის და საქართველოში ბოლშევიკების მუშაობის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ბ. გელა-გელაზანიას წერილი რომიდან „იტალიის სახალხო სკოლებზე“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა დასელი ქალის (მწერლისა და პოლიტ. მოღვაწის ლიდია მეგრელიძის ფსევდონიმი) წერილი „პროვინცია“ (ნეიტრალური ზონა).

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს გაიმართულ თბილისის პროფესიულ კავშირთა საბჭოს სამდივნოს სხდომაზე სერგო ირემაშვილმა მუშათა კოოპერაციის საკითხის გამო არჩ. კომისიის სახელით სამდივნოს კომისის მიერ შემუშავებული თეზისები გააცნო. დაადგინეს, თეზისები დაიბეჭდოს და განსახილველად გადაეცეს კომიტეტს, რის შემდეგაც მოხსენდეს თბილისის საბჭოს ქალაქში ერთიანი მუშათა კოოპერატივის დაარსების შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 5 აპრილიდან გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (რედაქტორი კატო მიქელაძე) ყოველკვირეულად ქვეყნდებოდა სუფრაჟისტი ქალის, კრისტაბელ პანკჰერსტის პუბლიკაციები საერთო სახელწოდებით „საზარელი მტარვალობა“, რომელიც ეხებოდა სქესობრივ ცხოვრებას, სქესობრივ ინფექციებს, პროსტიტუციის რეგულაციას და ამ და სხვა საკითხებთან მიმართებით ქალებისადმი ზოგად ნეგატიურ დამოკიდებულებებს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 31 მარტს ქალთა სწორუფლებიანობის ლიგამ ვერა ფიგნერის წინამძღოლობით ქ. პეტროგრადში (სანქტ-პეტერბურგი) მოაწყო ქალთა გრანდიოზული მანიფესტაცია ქალაქის საბჭოდან სახელმწიფო სათათბირომდე შემდეგი ლოზუნგებით: „არჩევანთა უფლება ქალებს“, „ომი ბოლომდის“, „საარჩევნო უფლება ქალთა უმონაწილეოთ არ არის საყოველთაო“ და სხვ. მანიფესტაციაზე სიტყვით გამოვიდა ქალთა სწორუფლებიანობის ლიგის თავმჯდომარე შიშკინა-იავეინი, რომელმაც მოითხოვა გამოქვეყნება ოფიციალური განცხადებისა, რომ ქალებს მიენიჭებოდათ არჩევანთა უფლება დამფუძნებელ კრებაზე. ასევე მუშათა კავშირის და ჯარისკაცთა დეპუტატების სახელით თავმჯდომარე კარლო ჩხეიძემ სიტყვით მიმართა ქალებს, რომ იბრძოლებდა ქალთა სწორუფლებიანობისთვის. სიტყვით გამოვიდა როძიანკო, რომელმაც გამოხატა მხარდაჭერა ქალთა სწორუფლებიანობის მოთხოვნის მიმართ.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ცნობა, რომ სახელმწიფო გამომცემლობის ლიტერატურული სექტორი გამოუშვებდა: ვაჟა-ფშაველას II ტომს, ალექსანდრე ყაზბეგს ორ ტომად, აკაკი წერეთელს ორ ტომად და ივანე მაჩაბლის ნათარგმნ შექსპირის 8 პიესას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 თებერვლის თბილისის ქალაქის საბჭოს სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძემ ჯამაგირზე უარი განაცხადა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 5 აპრილს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N1 მარიამ გარიყულმა გამოაქვეყნა სტატია „ქალებო, შევერთდეთ“, რომელშიც ქალებს თანასწორობისთვის ბრძოლისკენ მოუწოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 თებერვალს თბილისის საბჭოს სხდომაზე წაიკითხეს ფილიპე მახარაძის განცხადება ხმოსნობაზე უარის შესახებ, იმ მიზეზით, რომ მას დაჭერას უპირებდენ და საბჭოში მუშაობა არ შეეძლო; ხმოსნობაზე უარი განაცხადეს ასევე ზეინალოვმა და იდაშკინმა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 20 იანვარს სოფელ ონოღიაში გარდაიცვალა ლეხაინდრავო-ონოღიის საზოგადოების გლეხთა საბჭოს და სოციალ-დემოკრატიული კოლექტივის წევრი კაჭი ქაჯაია.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ყვირილაში მილიციელებმა მოკლეს ცნობილი ყაჩაღი ლევანტი ჯიბაძე.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 2 მარტის „ერთობის“ ცნობით, გორში მოკლეს ნიკო სალუქვაძე, როცა ის ხალხს გამხეცებული ბრბოსგან იარაღით იცავდა. ცხედარი სუფსაში წაასვენეს.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 28 აპრილს რომში, გაზეთ „ეხოში“ შალვა მაღლაკელიძის სტატია გამოქვეყნდა.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების სამინისტროს 1918 წლის 15 აგვისტოს საბჭოს სხდომაზე მოისმინეს კლებაცკის თხოვნა საავტომობილო კურსების დაარსების შესახებ. მას კურსების გახსნის ნება დართეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 სექტემბრის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომას დაესწრნენ: განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი და მთავარგამგეები – ვუკოლ ბერიძე, მიხეილ თაქთაქიშვილი, გიორგი ჭუმბურიძე, ეპარქიის გიმნაზიის უფროსი დიმიტრი უზნაძე, ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორი იაკობ ღულაძე, წმ. ნინოს სასწავლებლის უფროსი პეტრე ჩარექიშვილი, სახალხო სკოლების ინსპექტორები – ნიკოლოზ შიუკაშვილი და ვასილ ჯაფარიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 იანვარს განათლების მინისტრის საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გ. მ. ლასხიშვილი, მინისტრის მოადგილე ალ. ბ. მდივანი, უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგე გ. ნათაძე, კანცელარიის დირექტორი ვ. ბერიძე, მდივანი კ. აბაშიძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 2 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ჯავშნიანი მატარებლის N4 უფროსმა ვალოდია გოგუაძემ ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარის ევგენი გეგეჭკორისგან მადლობის წერილი მიიღო რევოლუციისადმი თავდადებული სამსახურისა და მის მატარებელში რკინის დისციპლინის გამო.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 2 იანვრისთვის მსახიობთა კავშირი აპირებდა გამოეცა ჟურნალი „სახიობა“ აკაკი ფაღავას რედაქტორობით.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 2 იანვრისთვის კოტე მარჯანიშვილი დგამდა „ვეფხისტყაოსანს“, მაგრამ ვერ მოასწრო.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 6 იანვარს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ტიციან ტაბიძე შამილის შესახებ სცენარის დაწერას აპირებდა და სცენარის შეძენისა და ფილმის გადაღების შესახებ კინოცენტრთან აწარმოებდა მოლაპარაკებას.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 6 იანვრის „ბარრიკადის“ ინფორმაციით, ხელოვანთა მთავარი კომიტეტი კოტე მარჯანიშვილის შესახებ წიგნის გამოცემას აპირებდა. წიგნისთვის პორტრეტები უნდა დაეხატათ მოსე თოიძეს, ვალერიან სიდამონ-ერისთავს, ირაკლი გამრეკელს, იოსებ შარლემანსა და ვერა ლებედევას.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ კოტე მარჯანიშვილი რუსთაველის თეატრში გრიგოლ რობაქიძის პიესის „მალშტრემის“ დადგმას აპირებდა.

ტიპი: ორგანიზაცია

ალექსანდრე დგებუაძის ცნობით, საქართველოში მოქმედებდა 2456 სამრეწველო და წესებულება. მათგან 492 კერძო პირების საკუთრება იყო, 716 – სახელმწიფოსი, დანარჩენი 1248 კი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაცია (ერობის, თვითმმართველობის და ა. შ.).

1918

ტიპი: ავტორობა

ალექსანდრე დგებუაძემ გაზეთ „ერთობაში“ გამოაქვეყნა ცნობები და მონაცემები საქართველოში არსებული მრეწველობის შესახებ. მისი ინფორმაციით, საქართველოში სამრეწველო დარგში 50 857 მუშა მუშაობდა. მათგან 31 028 მუშაობდა სახელმწიფო საწარმო დაწესებულებებში, საზოგადო ორგანიზაციათა დაწესებულებებში – 14 331, კერძო პირთა საწარმოებში კი – 5 498.