რეგისტრირებული ფაქტები93101
სორტირება თარიღი კლებადობით
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ საზოგადოების წიგნის მაღაზიისთვის გამყიდველის მოწვევის საკითხი დასვა. გამგეობამ დაადგინა, მაღაზია და საწყობი დროებით გრიგოლ ბურჭულაძისთვის ჩაებარებინა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 სექტემბერს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კოტე აბდუშელიშვილმა გამგეობას მოახსენა, რომ აკაკის სახლი სხვიტორში ბინად უნდოდა. მას არ სურდა, იქ მეფუტკრეობის სკოლა გაეხსნათ. გამგეობამ მიწათმოქმედების კომისიის მოადგილესთან საქმის არსის გარკვევა მდივანს დაავალა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ განათლების კომისარიატისთვის რეკვიზიციით წაღებული საქონლიდან გაუყიდავად დარჩენილი წიგნების მოთხოვნის საკითხი დასვა. გამგეობამ დაადგინა, განათლების კომისარიატისთვის მიეწერა და წიგნები მოეთხოვა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის სექტემბერში ვარლამ ბურჯანაძის მოვალეობის დროებით შესრულებაზე გრიგოლ ბურჭულაძემ უარი განაცხადა.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია შემფასებელი კომისიის წარმომადგენლად აირჩიეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის შვებულებაში გასვლის საკითხი განიხილეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის პირველ სექტემბერს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე წაიკითხეს საზოგადოების მიმდინარე წლის სხდომების (24) ოქმები.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის სექტემბერში ფანრაოზ ყარალაშვილი ძეგვის ხიდის დამცველ მეტყვიამფრქვევეთა რაზმს ხელმძღვანელობდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის სექტემბერში მამია ორახელაშვილმა საბჭოთა რესპუბლიკების ავტორიზაციის იდეას მხარი დაუჭირა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის სექტემბერში ეფრემ ალექსის ძე ეშბამ საბჭოთა რესპუბლიკების ავტორიზაციის იდეას მხარი არ დაუჭირა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის სექტემბერში თევდორე ვასილის ძე კალანდაძემ იოსებ სტალინის საბჭოთა რესპუბლიკების ავტორიზაციის თეზისებს მხარი არ დაუჭირა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის სექტემბერში ვლადიმერ დუმბაძემ იოსებ სტალინის საბჭოთა რესპუბლიკების ავტორიზაციის თეზისებს მხარი არ დაუჭირა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის სექტემბერში რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომებზე ბუდუ მდივანი ერთადერთი იყო, ვინც იოსებ სტალინის საბჭოთა ქვეყნების ავტორიზაციის პროექტის არც ერთ პუნქტს არ უჭერდა მხარს.
1922
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1922 წლის სექტემბრიდან პეტრე დოლიძე ბათუმიდან თბილისში დაბრუნდა, უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მუშაობდა და არალეგალურად ცხოვრობდა.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის შემოდგომიდან იუსტინე (ნიკო) შარაშიძე კვლავ უნივერსიტეტში ბრუნდება და აგრონომიული დარგის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამეულის წევრად ირჩევენ. მალე მთელი დარგის სტუდენტობის შეკავშირებას ახერხებს.
1922
ტიპი: ღონისძიება
პოლიტიკური ცენტრი, რომელშიც უკვე პარიტეტული კომიტეტიც მოიაზრებოდა და ხშირად გამათავისუფლებელ კომიტეტსაც უწოდებდნენ, საბოლოოდ 1922 წლის სექტემბრის სხდომაზე გაფორმდა.
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წლის ოქტომბრამდე ბიძინა პირველი იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვასილ გადელიამ გამგეობას გასაყიდი ნივთებიდან ყვითელი კარადა და ორკეცი დაზგა სთხოვა. ამ ნივთებში ის გამგეობას 3 მილიონ მანეთს სთავაზობდა, რომელსაც 3 კვირის მანძილზე დაფარავდა. გამგეობა დათანხმდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ცენტრალური წიგნის მაღაზიის ყოფილმა მეპატრონემ გიორგი ისრაელიანცმა გამგეობას ახალი მაღაზიისთვის საკომისიოდ წიგნები სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, საჭირო ინფორმაციის მოგროვების შემდეგ მისთვის საზოგადოების გამოცემათა 5-5 ეგზემპლარი მიეცა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 24 აგვისტოს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

