რეგისტრირებული ფაქტები81472
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16-დან 22 ივლისამდე პავლე დოროჟნიკოვის ქსოვილების მაღაზიამ ფასდაკლება გამოაცხადა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 12 ივლისს კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი ნ. რ. ზავადსკი თბილისში დაბრუნდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ქრისტეფორე აბგარიანცის ხელოვნური მინერალური წყლების ქარხნის წყლის გამოკვლევით დაადგინეს, რომ აბგარიანცი ყიდიდა უსუფთაო წყალს, რისთვისაც იგი პასუხისგებაში მისცეს, ამასთან სასანიტარო-საექიმო ინსპექტორმა შუამდგომლობა აღძრა, რომ ქარხანა სხვაგან გადაეტანათ ან საერთოდ გაეუქმებინათ.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, ბარდუ იყო საფრანგეთის სახალხო განათლების მინისტრი, ადვოკატი, მწერალი, ორატორი, დეპუტატი, რესპუბლიკური პარტიის მომხრე.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, ლეონ სეი იყო საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი, ეკონომისტი და ფინანსისტი.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, გენერალი ბორელი იყო საფრანგეთის სამხედრო მინისტრი.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 13 ოქტომბრის „დროების” ცნობით, ოსმალთა მხედართმთავარი მუთხარ-ფაშა დამარცხდა რუსებთან ბრძოლაში.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 13 ოქტომბრის „დროების" ცნობით, სტეფან ხუდადოვი შავი, ფერადი მელნითა და წაღების საცხით ვაჭრობდა.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, ჟულ დეფაური საფრანგეთის სამინისტროს თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრი იყო.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, მარსერი იყო დეპუტატი და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი ფიოდორ გერშელმანი სამსახურებრივი მივლინებით თბილისში იმყოფებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ნოემბერის თბილისის პოლიციამ მოქალაქე მარტირუზოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოქრომჭედელი კონსტანტინე ვართანოვი დააკავა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მას შემდეგ, რაც სამტრედიის ბოქაული ვარდენ ქელბაქიანი სხვა სამსახურში გადაიყვანეს, დაბაში ქურდობისა და ძარცვის შემთხვევები გახშირდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ბიწმენდის მკვიდრი გიორგი მთიულაშვილი თავის ნათესავ მიხა შოტნიაშვილთან ერთად ეჭვიანობის ნიადაგზე ხანჯლით თავს დაესხა თანასოფლელს, რომელსაც მისი დანიშნული ქალის ცოლად მოყვანა ჰქონდა განზრახული. პოლიციამ და მეზობლებმა მოჩხუბრების გაშველება შეძლეს და ჩხუბს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მღვდლები, ლუკა მაღრაძე და მაკარ გაჩეჩილაძე სოფელ წევას ერთკლასიანი სკოლის გამგეები იყვნენ.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 18 ნოემბრის “ცნობის ფურცლის” მიხედვით, როტმისტრი ალტუხოვი ქუთაისის გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა ობერ-ოფიცრად დაინიშნა.