რეგისტრირებული ფაქტები87112
სორტირება თარიღი კლებადობით
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-1877 წლებში სიმონ სიმონის ძე ჩარკვიანი ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-78 წლებში ისაია ბესარიონის ძე იოსელიანი ქვილიშორის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: ღონისძიება
1855 წელს მეფისნაცვალი მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვი საქართველოდან გადაიყვანეს. მისმა მოადგილემ ქართულ დასს სუბსიდია შეუწყვიტა. გიორგი ერისთავის დასის შემოსავალმა ხარჯი ვერ დაფარა და დაიშალა.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-57 წლებში რომანოზ გიორგის ძე დეკანოსიძე ღარიხევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-79 წლებში ნიკოლოზ ათანასეს ძე ჭანიშვილი ჩუნეშის წმ. სტეფანეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-91 წლებში ილარიონ ანტონის ძე წივწივაძე ჩუნეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-1903 წლებში ლუკა იესეს ძე მაღრაძე (ქიოტიშვილი) წევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-56 წლებში ვასილ გრიგოლის ძე ლოსაბერიძე ძიროვნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-89 წლებში პავლე სიმონის ძე ქველაძე წირქვალის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-67 წლებში სიმონ მახარობელას ძე აფხაიძე ძუყნურის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-61 წლებში გიორგი ბესარიონის ძე შენგელია ჭაგნის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855 წელს პეტრე ოქროპირის ძე ქუთათელაძე ხონის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.
1854
ტიპი: თანამდებობა
1854 წლის 29 ნოემბერს გენერალ-ადიუტანტი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე მურავიოვი დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლად და კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდლად.
1854
ტიპი: გარდაცვალება
1854 წლის 10 ნოემბერს ბოსტანას მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი სიმონ ბეჟანის ძე პაპუაშვილი გარდაიცვალა.
1854
ტიპი: თანამდებობა
1854 წლის 24 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლისა და ნოვოროსიისკისა და ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორის თანამდებობებიდან გადამდგარ მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვს შეუნარჩუნდა გენერალ-ადიუტანტის წოდება და სახელმწიფო საბჭოს წევრობა.
1854
ტიპი: თანამდებობა
1854 წლის 20 აგვისტოს, ჭელიშის მონასტრის წინამძღვრობის დროს, ნიკოლოზ ნიჟარაძე არქიმანდრიტად აკურთხეს.
1854
ტიპი: თანამდებობა
1854 წლის 24 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვალი და ნოვოროსიისკისა და ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორი მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვი განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობებიდან ავადმყოფობის გამო.
1854
ტიპი: ღონისძიება
1854 წლის 24 ივლისს გენერალ-ლეიტენანტმა ვასილ იოსების ძე ბებუთოვმა დაბა ქურუქდარის მახლობლად დაამარცხა თურქთა ყარსის კორპუსი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ზარიფ მუსტაფა-ფაშა.
1854
ტიპი: ღონისძიება
1854 წლის 19 ივლისს გენერალ-ლეიტენანტმა კარლ კარლის ძე ვრანგელმა ბაიაზეთი აიღო.
1854
ტიპი: ღონისძიება
1854 წლის 4 ივნისს გურიის რაზმმა გენერალ-ადიუტანტ ივანე მალხაზის ძე ანდრონიკოვის მეთაურობით ჩოლოქს გაღმა დაამარცხა სელიმ-ფაშას ოცდათოთხმეტ ათასიანი ჯარი.
1854
ტიპი: თანამდებობა
1854 წლის 4 ივნისს თურქებთან ბრძოლაში გურიის რაზმის მეთაური იყო გენერალ-ადიუტანტი ივანე მალხაზის ძე ანდრონიკოვი.

