რეგისტრირებული ფაქტები83836
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წლის 15 ნოემბერს მოსკოვში ჩავიდნენ ავღანეთის სრულუფლებიანი მინისტრი სსრკ-ში მირზა მუჰამედ-ხანი, ავღანეთის არმიის შტაბის უფროსი მუჰამედ ომარ-ხანი და სამხედრო ატაშე ალი ამბერ-ხანი.
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წლის 19 ნოემბერს სსრკ-ის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ვოიკოვმა პოლონეთის ელჩს საპასუხო ნოტა გადასცა.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს სმიგლა, ბოგოლეპოვი და გრინკო საგანგებო კომისიის პრეზიდიუმის წევრებად დაამტკიცეს.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წლის 24 ნოემბერს, დილის 4 საათზე, გულის უკმარისობით გარდაიცვალა სსრკ ცაკ-ის წევრი, ინგლისში სსრკ-ის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ლეონიდ ბორისის ძე კრასინი.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარის, ეპიფანე კვანტალიანის ადგილას დაინიშნა ლავრენტი ბერია, ხოლო კვანტალიანი ამიერკავკასიის სსრკ-ის ფოსტა-ტელეგრაფის რწმუნებულად გადაიყვანეს.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს ს. აღამალი ოღლი კავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს ბლიუმი საბჭოთა კავშირის ვაჭრობის სახალხო კომისარიატის სატყეო დირექტორატის უფროსი დირექტორი იყო.
1927
ტიპი: ორგანიზაცია
1927 წელს პოპოვი საქართველოს სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს (სმუს) წევრი იყო.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს იაკუბოვიჩი საქართველოს გზატკეცილთა სამმართველოს ავტოტრანსპორტის განყოფილების უფროსად მუშაობდა.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს ა. ცურინოვს საზოგადოება „ზაკავტომოტორინგის“ გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს ალექსანდრე ჯორჯაძე ამიერკავკასიის ადგილობრივი ტრანსპორტის უფროსი ინჟინერი იყო.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის 3 იანვარს კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის კოლექტივი მ. გორკის სახელობის სამხატვრო თეატრის მუშაკთა მოწოდებით კავკასიის წითელდროშოვანი არმიის კულტურულ ლაშქრობაში ჩაება.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს საბჭოთა კავშირის მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატის რწმუნებულმა ამიერკავკასიაში, ი. ბ. ჭიჭინაძემ ისაუბრა ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის მძიმე მრეწველობის 1934 წლის გეგმებზე.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 21 ოქტომბერს ამიერკავკასიის პროლეტმწერალთა პლენუმის გახსნას ესწრებოდნენ: შ. დუდუჩავა, ბენიტო ბუაჩიძე, სანდრო ეული, სუტირინი, ვანადენცი და იურინი.