რეგისტრირებული ფაქტები89225
სორტირება თარიღი კლებადობით
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წელს ბესარიონ მამუკას ძე კოხრეიძე სოფ. დიდი ჯიხაიშის ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867-1905 წლებში ანდრია ნიკოლოზის ძე ლეჟავა სოფ. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867-1873 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში დადგმულ ქართულ თეატრალურ წარმოდგენებში მონაწილეობდნენ: იოსებ ზოსიმეს ძე ბაქრაძე, შიო ისაკის ძე შიუკაშვილი და იასონ ნათაძე.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867-1873 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს, სოფრომ მგალობლიშვილი მონაწილეობდა სემინარიაში დადგმულ ქართულ თეატრალურ წარმოდგენებში.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867-1873 წლებში, სოფრომ მგალობლიშვილის თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, სემინარიის მზრუნველი ზაქარია სარაჯიშვილი მას ერთი წლის განმავლობაში თვეში ექვსი მანეთით ეხმარებოდა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867-1873 წლებში სოფრომ მგალობლიშვილის თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, სემინარიის მზრუნველი იყო დავით სარაჯიშვილის მამა, ზაქარია დავითის ძე სარაჯიშვილი.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867-1873 წლებში სოფრომ მგალობლიშვილის მასწავლებელი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს იყო გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი (წყალტუბელი).
1867
ტიპი: ღონისძიება
1867-1873 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს, სოფრომ მგალობლიშვილის მიერ დაწერილი მოთხრობა „რა მიზეზია“ სემინარიის მასწავლებელ გიორგი იოსელიანს მოსწონებია და მას ახალგაზრდა მწერლისთვის მოთხრობის დამუშავება ურჩევია.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867-1873 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს, სოფრომ მგალობლიშვილმა დაიწყო სამწერლო მოღვაწეობა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867-1873 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს, სოფრომ მგალობლიშვილი ქართველ მწერალთა გუნდს დაუახლოვდა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867-1873 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს, სოფრომ მგალობლიშვილი იასონ ნათაძეს კორექტურაში ეხმარებოდა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867-1873 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს, სოფრომ მგალობლიშვილი მონაწილეობდა პეტრე იოსების ძე უმიკაშვილის სასოფლო გაზეთის საქმიანობაში.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867-1906 წლებში ზაქარია დავითის ძე გიორგობიანი ფუტიეთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867-1891 წლებში პეტრე გრიგოლის (გიორგის) ძე ჯაფარიძე ფარახეთის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867-1898 წლებში თომა გრიგოლის ძე წერეთელი საკეციის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867-1873 წლებში სოლომონ იოვანეს ძე ჯაფარიძე საკაოს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867-1894 წლებში გიორგი რომანოზის ძე კანდელაკი აგარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867-74 წლებში მიხეილ დავითის ძე ცინცაძე ეწერ-ტობანიერის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

