რეგისტრირებული ფაქტები87145
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის მოხსენება მიხეილის საავადმყოფოსა და საბებიო ინსტიტუტის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გადაცემის შესახებ და დაადგინეს, უნივერსიტეტს უფლება მიეცეს, ისარგებლოს მიხეილის საავადმყოფოთი და საბებიო ინსტიტუტით, პროზექტურით, საფერშლო და საბებიო სკოლების შენობებითა და მოწყობილობებით საუნივერსიტეტო სწავლების მოსაწყობად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ლ ოქტომბერს გაიმართა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ: თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, მინისტრები: ნ. რამიშვილი, გ. ჟურული, ი. ლორთქიფანიძე, ნ. ხომერიკი; მინისტრთა მოადგილეები: გ. ერაძე, კ. გვარჯალაძე, ა. მდივანი, ბ. მახარაძე; სასურსათო საბჭოს თავმჯდომარე ვ. არდიშვილი; მიწვეულები იყვნენ ბანკების კომიტეტისა და ბანკების მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელნი, საქმეთა მმართველი ს. ჯაფარიძე და მდივანი გრ. რობაქიძე.
1953
ტიპი: ავტორობა
1953 წლის 13 ნოემბერს საგამომცემლო სამმართველოს უფროსმა, დ. კომახიძემ ქრისტინე შარაშიძეს აცნობა, რომ საქართველოს სსრ კულტურის მინისტრის სახელზე დაწერილი განცხადების პასუხად ნაშრომი „ვახტანგ მე-6-ეს სტამბის 240 წელი“ შეიტანეს გამომცემლობა „ტექნიკა და შრომის“ 1954 წლის თემატურ გეგმაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის საქმეთა მმართველ სერგო ჯაფარიძის მოხსენება სახელმწიფო გერბის შესახებ და მოიწონეს ხელოვნების კომისიის აზრი, რომ გერბზე გველეშაპი არ ყოფილიყო გამოსახული.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მოხსენება საქართველოს რკინიგზების მოსამსახურეთა ორგანიზაციის ვალის გასტუმრების შესახებ და დაადგინეს, რომ ორგანიზაციისთვის პურის ვალში ერთი ვაგონი შაქარი მიეცათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ გიორგი ჟურულის მოხსენება გერმანელთა ბანკის დაარსების შესახებ და დაადგინეს, რომ მინისტრს მიეცეს უფლება, იმ შემთხვევაში დაამტკიცოს გერმანია-კავკასიის ბანკის წესდება, თუ ის აკმაყოფილებს არსებული კანონისა და არსებული კომერციული ბანკების წესდებათა ფორმალურ მოთხოვნას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 ოქტომბერს გამართულ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, მინისტრები – ნოე რამიშვილი, გიორგი ჟურული, ივანე ლორთქიფანიძე, ნოე ხომერიკი, მოადგილეები – გერასიმე მახარაძე, კონსტანტინე საბახტარაშვილი, კონსტანტინე კანდელაკი, გიორგი ერაძე, ალექსანდრე მდივანი, გრიგოლ გველესიანი, გ. აბხაზი, სახელმწიფო კონტროლიორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, საქმეთა მმართველი სერგო ჯაფარიძე და მდივანი ვ. კანდელაკი. სხდომის ჟურნალის პირი, რომელსაც ხელს საქმეთა მმართველის მაგივრად გრიგოლ რობაქიძე აწერდა გაეგზავნა გზათა მინისტრს.
1918
ტიპი: ღონისძიება
მენარდეების სიაში, რომლებთანაც ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო მიღებული მასალების რაოდენობისა და ღირებულების მიხედვით 1917 წლის 1-ლი ივლისიდან, ნახსენები არიან: ვარაზაშვილი, ლანგე, იარამიშიანცი, პაპაიანცი, ნაცვალოვი, საფტარ ირზა-ოღლი, ტაკი ზადე აბას ყული, აბუზარ გაბიბოვი, კაპრიელიანცი, ანტონოვი, გაჯინსკი, ივანოვი, აირიევი, ბალოიანცი, ოგანეზოვი, ვ. კ. ლემბკე, მჟავია, ნევეროვი, გასპარიანცი, პარუნჯანიბეკოვი, ზიაკ-ბეკ მამედ-ჰასან ბეკ ოღლი, ნაიდენოვი (დამქირავებელი), ჩხეიძე, ბუსსე, გვილავა (მებუფეტე), ტერ სტეპანოვი.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 25 ივლისს ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი კონსტანტინე გამსახურდია განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორ ვუკოლ ბერიძეს სწერს ვასო სადათერაშვილის შესახებ, რომ ის არის ქართველი კათოლიკე, ობოლი, იზრდებოდა სტამბულში. 1917 წელს სხვა ობოლ ქართველ ბავშვებთან ერთად განმათავისუფლებელმა კომიტეტმა ჩაიყვანა ბავარიის მონასტერში, სადაც მათ დახმარება გაუწიეს. 1919 წელს უსახსრობის გამო მონასტერმა ის საელჩოს ჩააბარა. გამსახურდია შუამდგომლობს მას საქართველოს განათლების სამინისტროსთან, რადგან მან იცის ოთხი ენა და ძალიან განათლებულია, გამონახონ სახსრები, რომ გერმანიაში განაგრძოს სწავლა.
1929
ტიპი: ავტორობა
1929 წლის 8 იანვარს რიგაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ ჩანაწერებში აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ რუსეთში არჩევნები მათთვის სასურველი შედეგით დამთავრებულიყო. ამ მიზნით ისინი „წმენდდნენ“ ორგანიზაციებს, არასასურველ პირებს აპატიმრებდნენ, სოფლის მცხოვრებთა დასაშინებლად ცენტრიდან აგიტატორებს გზავნიდნენ.
1959
ტიპი: ღონისძიება
1959 წლის 17 იანვარს, საღამოს 8 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში დაგეგმილი იყო ალექსანდრე ჯანელიძის დაბადების 70 წლისა და სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა.

