საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87145

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გიორგი ამილოვი მიავლინეს მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საშემსრულებლო კომიტეტში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ივანე აბორონოვი მიავლინეს მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საშემსრულებლო კომიტეტში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ალექსანდრე არსენაშვილი მიავლინეს მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საშემსრულებლო კომიტეტში.

1918

ტიპი: ღონისძიება

ოლქის უფროსის, ინჟინერ თუმანოვის 1918 წლის 6 ივნისის ბრძანებით, სამმართველოს სამეურნეო ნაწილის მოანგარიშე ვიტოლდ რიპინსკის ავადმყოფობის გამო 10 ივნისიდან მიეცა ორკვირიანი შვებულება ხელფასის შენარჩუნებით. დაამოწმა ი. პეტრენკომ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 ივნისს გზათა სამინისტროს კომისარმა მ. სავიცკიმ ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსს სთხოვა, მისთვის მიეწერათ რომელი დოკუმენტებით ჩანდა, რომ მეისრე ევგენი მათურელოვი დროებით იყო მივლინებაში გაგზავნილი. ფაქტი ხელმოწერით მდივანმა პისტრიაკოვიმ დაადასტურა.

1918

ტიპი: ღონისძიება

გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის 1918 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებით, მინისტრის მდივანსა და მთავარი პარკის ლიკვიდაციის რწმუნებულ იოსებ მაჭავარიანს ბრძანების გამოსვლიდან ერთ კვირაში გზათა სამინისტროს სალიკვიდაციო განყოფილების გასაუქმებლად ყველა ზომისთვის უნდა მიემართათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის 1918 წლის 16 ნოემბრის ბრძანებით, შტატის გარეშე დარჩა სალიკვიდაციო განყოფილების საქმისმწარმოებელი ონუფრი პავლეს ძე ბარკოვსკი, რომელსაც მიეცა ერთდროული დახმარება.

1918

ტიპი: ღონისძიება

გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის 1918 წლის 16 ნოემბრის ბრძანებით, შტატის გარეშე დარჩა სალიკვიდაციო განყოფილების არქივის უფროსი ევგენი კონსტანტინეს ძე როძევიჩი, რომელსაც მიეცა ერთდროული დახმარება.

1918

ტიპი: თანამდებობა

გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის 1918 წლის 8 ივნისის ბრძანებით, რკინიგზის ახალსენაკ-დრანდის მონაკვეთის საქართველოს რესპუბლიკაში მისაღებად წესრიგის გამოსამუშავებელი კომისიის წარმომადგენლად და ახალსენაკი-ოჩამჩირის გზის დასასრულებელი ხარჯთაღრიცხვის შესადგენად დაინიშნა სამინისტროს სალიკვიდაციო განყოფილების უფროსი ინჟინერი ა.ი. ვეისი.

1918

ტიპი: ავტორობა

გზათა მინისტრმა, ივანე ლორთქიფანიძემ 1918 წლის 8 ივნისს გამოსცა ბრძანება შავი ზღვისპირა რკინიგზის ახალსენაკი-დრანდის მონაკვეთის საქართველოს რესპუბლიკისთვის გადაცემისა და ამ რაიონის მუშა-მოსამსახურეთა ანგარიშწორების შესახებ. სამინისტროს საბჭომ დაადგინა, ახალსენაკი-დრანდის მონაკვეთი 150 ვერსტის მანძილზე მთელი ინვენტარითა და მასალებით თავის განკარგულებაში მიეღო.

1938

ტიპი: ღონისძიება

1938-1941 წლებში ქრისტინე შარაშიძე „ქართული წიგნის“ ბიბლიოგრაფიის შესადგენად მოსკოვსა და ლენინგრადში იყო მივლინებული.

1938

ტიპი: ავტორობა

1938-1941 წლებში ქრისტინე შარაშიძე საქართველოს წიგნის პალატის დირექციის მიწვევით „ქართული წიგნის“ ბიბლიოგრაფიის შედგენაზე მუშაობდა.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წლის გაზაფხულზე ქრისტინე შარაშიძე ხელოვნების მუზეუმ „მეტეხში“ ბიბლიოგრაფად მიიღეს.

1923

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1923-1925 წლებში ქრისტინე შარაშიძე თბილისის პედაგოგიურ მუზეუმში მუშაობდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910-11 წლებში ქრისტინე შარაშიძე ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის წევრად აირჩიეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის პირველი სექტემბრიდან 1923 წლის პირველ სექტემბრამდე ქრისტინე გიორგის ასული შარაშიძე საზოგადოება „განათლების“ ქალთა სამასწავლებლო სასწავლებელში (შრომის სკოლაში) უფროსი კლასების ქართული ენის პედაგოგად მუშაობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს საქართველოს სახალხო განათლების კომისარიატმა ქრისტინე შარაშიძე მიიწვია სასწავლო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ამავე წლის 26 აპრილს ტარდებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 მარტს ამიერკავკასიის კომისარიატმა მოიწონა დროებითი წესების პროექტი – დღიური და სამგზავრო ფულის ოდენობის გაზრდის შესახებ, რომელსაც გასცემდა სამოქალაქო უწყება სახელმწიფო მოსამსახურეებზე მივლინებების დროს. დროებით, ცხოვრებისა და გადაადგილების საშუალებათა სიძვირის და გზატკეცილებსა და სასოფლო გზებზე საფოსტო კავშირის არასწორი ფუნქციონირების გამო, შეადგინეს წესები საგზაო და დღიური ფულის შემოღების შესახებ. ხელს აწერენ ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორი, კანცელარიის დირექტორი მ. კელარევი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 ნოემბერს თბილისის რკინიგზის მილიციის უფროსმა კ. ა. ჩხეტიამ შეადგინა აქტი, რომ საღამოს 11 საათზე ილია დგებუაძემ და სხვა მილიციელებმა განყოფილებაში მიიყვანეს თურქეთის არმიის ჩინოვნიკი, ხაზინადარი შევკეტ ნორმანი და ასკერები – მუკერემ ისმაილ-ოღლი და კამინ მუსტაფა-ოღლი. მათ ბაქოში მიმავალი N4 მატარებლით უკანონოდ გადაჰქონდათ ვერცხლის ფულით სავსე სამი ტომარა.

1918

ტიპი: თანამდებობა

გენერალ-გუბერნატორის, გენერალ-მაიორ კარალოვის 1918 წლის 22 დეკემბერის განკარგულებაში ნათქვამია, რომ სამხედრო უწყების ბრძანების თანახმად, 1-ელი დეკემბრიდან ქვეითი პოლკის პირველი ბატალიონის პოდპოლკოვნიკი ივკოვი მის განკარგულებაში მიავლინეს თანამდებობის შენარჩუნებით.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს რესპუბლიკის რკინიგზის გასხვისების ზოლის, ქ. ფოთისა და ფოთის პორტისა და მისი რაიონების გენერალ-გუბერნატორი, გენერალ-მაიორი კარალოვი 1918 წლის 17 დეკემბერს საგუშაგო ბატალიონის მეთაურსა და რკინიგზის მილიციის უფროსს უბრძანებს, დაუყოვნებლივ ჩაიბარონ სამხრეთი მონაკვეთი და მთელი კახეთის რკინიგზა თავისი დაცვის ქვეშ მისი მითითებების თანახმად. ხელს აწერს გენერალ გუბერნატორის ადიუტანტი, პოლკოვნიკი ივკოვი.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს რესპუბლიკის რკინიგზის გასხვისების ზოლის, ფოთის და ფოთის პორტისა და მისი რაიონების გენერალ-გუბერნატორის 1918 წლის 17 დეკემბრის ბრძანება, რესპუბლიკის სამხედრო უწყების ბრძანების საფუძველზე, რესპუბლიკის რკინიგზის სამხრეთი მონაკვეთის სადგურ ნავთლუღისა და უფრო სამხრეთი მონაკვეთის 17 დეკემბრიდან წულუკიძის გამგებლობიდან მის გამგებლობაში გადასვლის შესახებ. ხელს აწერს გენერალ გუბერნატორის ადიუტანტი, პოლკოვნიკი ივკოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 თებერვალს საერთო საქმეთა მმართველმა გიორგი ფიცხელაურმა თბილისისა და მისი შემოგარენის მთავარ სამხედრო გენერალ-გუბერნატორს მიმართა, რომ იარაღის ტარების ნებართვაზე შუამდგომლობა გაეწიათ შემდეგი პირებისთვის: გზათა მინისტრის მდივან იოსებ ივანეს ძე მაჭავარიანისთვის (ბრაუნინგი N237000), საქმისმწარმოებელ ფეოფან იოსების ძე კობეშავიძისთვის (ბრაუნინგი N335587), გზათა სამინისტროს განყოფილების უფროს ინჟინერ სერგეი ნიკოლაის ძე მორდვინოვისთვის (ბრაუნინგი N208827), რკინიგზის განყოფილების ტექნიკოს ზურაბ პავლეს ძე მეტრეველისა (ბრაუნინგი N6540) და გზათა სამინისტროს საოლქო სამსახურის უფროს ტარას სოლომონის ძე სპრინკველისთვის (ბრაუნინგი N350855). ფაქტი ხელმოწერით დაადასტურა კანცელარიის მმართველმა ღამბაშიძემ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 ნოემბერს კანცელარიის მმართველმა ღამბაშიძემ გასხვისების ზოლის გენერალ-გუბერნატორს გზათა სამინისტროს საერთო საქმეთა მმართველის განკარგულებით მიწის ქვეშ მომუშავე მეცეცხლურებისთვის ტანსაცმლისა და ჩექმების გამოყოფის შესახებ მიმოწერა გაუგზავნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს რესპუბლიკის რკინიგზის გასხვისების ზოლის, ქ. ფოთსა და ფოთის პორტისა და მისი რაიონების გენერალ-გუბერნატორმა ყარალაშვილმა 1918 წლის 22 დეკემბერს გამოსცა ბრძანება N5 თადარიგში მყოფი პრაპორშჩიკის, ხორავას კვლავ სამსახურში განწესების შესახებ, იგი ჩაირიცხა რკინიგზის საგუშაო ბატალიონის უმცროს ოფიცრად. ხელს აწერენ: გენერალ-მაიორი კარალოვი, გენერალ გუბერნატორის ადიუტანტი, პოლკოვნიკი ივკოვი.