რეგისტრირებული ფაქტები89217
სორტირება თარიღი კლებადობით
1863
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1863 წელს ენფიანჯიანცის სტამბამ დაგვიანებით დაიწყო ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ ბეჭდვა.
1863
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1863 წელს ილია ჭავჭავაძე სტუმრად მივიდა ბარბარე ბაგრატიონ-ორბელიანისასთან.
1863
ტიპი: გარდაცვალება
1863 წელს გარდაიცვალა ოლღა გურამიშვილის მამიდა – სიდონია გურამიშვილი-სავარსამიძისა.
1863
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1863 წელს ილია ივანე პოლტარაცკისთან ერთად თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
1863
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1863 წელს ილია ჭავჭავაძესთან საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა გეოგრაფიული საზოგადოების წევრი ლეონარდ ზაგურსკი.
1863
ტიპი: ღონისძიება
1863 წელს ილია ჭავჭავაძე სადარბაზოდ მივიდა ოლღა გურამიშვილის დის, ეკატერინეს ოჯახში.
1863
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1863 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ცენზურის ნებართვა „საქართველოს მოამბის“ მეთერთმეტე ნომრის გამოცემაზე.
1863
ტიპი: თანამდებობა
1863 წელს ილია ჭავჭავაძე იმერეთში ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ დაინიშნა.
1863
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1863 წელს თბილისის წმინდა სამების პატარა ტაძარში ილია ჭავჭავაძემ ჯვარი დაიწერა 20 წლის ოლღა თადეოზის ასულ გურამიშვილზე. ილიას მხრიდან მეჯვარეები იყვნენ – დავით ყიფიანი და ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძე, ოლღას მხრიდან – ილია ჩოლოყაშვილი და სულხან თუმანიშვილი.
1863
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1863 წელს ოლღა გურამიშვილმა ილია ჭავჭავაძეს წერილით შეატყობინა, რომ მათ ქორწინებაზე სასაუბროდ თადეოზ გურამიშვილთან ივანე ანდრონიკაშვილი უნდა მისულიყო.
1863
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1863 წელს ილია ჭავჭავაძის თხოვნით პეტერბურგის უნივერსიტეტის მმართველობამ გაუგზავნა მას მოწმობა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ მეცნიერებათა კურსის მოსმენის შესახებ, მაგრამ რადგან მე-4 კურსიდან გამოვიდა, მოწმობის მიხედვით, სამოქალაქო სამსახურში შესვლის შემთხვევაში უფლება ჰქონდა, მხოლოდ მეორე თანრიგის მოხელედ ემუშავა.
1863
ტიპი: თანამდებობა
1863-66 წლებში რაჟდენ სიმონის ძე გიგაური სოფ. ალისუბნის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1863
ტიპი: თანამდებობა
1863-1903 წლებში მაქსიმე დავითის ძე ხარშილაძე სოფ. არგვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1863
ტიპი: თანამდებობა
1863-67 წლებში იოანე გრიგოლის ძე რატიანი სოფ. ახალბედისეულის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1863
ტიპი: თანამდებობა
1863 წელს სიმონ ნასყიდას ძე სირბილაძე სოფ. ბუეთის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1863
ტიპი: თანამდებობა
1863-1867 წლებში გიორგი რომანოზის ძე კანდელაკი ნიკორწმინდის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

