საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91859

1871

ტიპი: თანამდებობა

1871-72 წლებში ნიკიფორე კანდელაკი გელათის მონასტრის წინამძღვრის თანამდებობის აღმასრულებელი იყო.

1871

ტიპი: გარდაცვალება

1871 წლის 30 ოქტომბერს მაკარ ჯაფარიძე გარდაიცვალა. იგი სხვავის მონასტერში დაკრძალეს.

1871

ტიპი: განათლება

1871 წელს დავით კლდიაშვილი ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა ქუთაისში ცნობილ მრევლოვის კლასში.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წელს სამი წლის თედო სახოკია ხეთადან სოხუმში გადაიყვანეს საცხოვრებლად.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წლის 28 დეკემბერს თბილისის დიდ თეატრში უფასო სკოლების დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო საღამოზე დრამატულმა დასმა წარმოადგინა ზურაბ ანტონოვის სამმოქმედებიანი კომედია „მზის დაბნელება“.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წლის 23 დეკემბერს თბილისში გამართულ დახურულ სახელოვნებო საღამოზე ანტონ ფურცელაძემ მსმენელებს წაუკითხა ახალი ლექსები: „იანიჩარი“ და „საშინელი სიზმარი“.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წლის 23 დეკემბერს თბილისში გამართულ დახურულ სახელოვნებო საღამოზე მსახიობებმა წარმოადგინეს გიორგი ერისთავის პიესა „გაყრა“, შესვენებაზე კი წაიკითხეს გრიგოლ ორბელიანის „სადღეგრძელო“ და სხვა ლექსები.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 18 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „ცოლ-ქმრობით ვაჭრობა“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 11 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასასრული დავით ბარნაბიშვილის ფელეტონისა „სოფ. მუხურა“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 4 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ბარნაბიშვილის კორესპონდენცია „სამეგრელოდგან“ ზუგდიდში გამართული საეკლესიო ყრილობის შესახებ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 4 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასაწყისი დავით ბარნაბიშვილის ფელეტონისა „სოფ. მუხურა“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 4 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის კორესპონდენცია „ხონიდგან“ ხონის სასამართლოსა და თვითმარქვია ვექილების შესახებ, რომლებიც გაჭირვებულ გლეხებს ძარცვავდნენ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 29 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ბარნაბიშვილის კორესპონდენცია „ნარევი“ გორისა და ზუგდიდის მაზრების სიახლეთა შესახებ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 29 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დასასრული ნიკო ნიკოლაძის ფელეტონისა „ბავშვების მოვლა მადაგასკარზე“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 22 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გაგრძელება ნიკო ნიკოლაძის ფელეტონისა „ბავშვების მოვლა მადაგასკარზე“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 22 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის კორესპონდენცია „ხონიდგან“ ხონელი გლეხებისა და მოვაჭრეების მძიმე მდგომარეობის შესახებ, რაც გამოწვეული იყო ქუთაისთან დამაკავშირებელი საურმე გზების მოუწყობლობით.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წლის 22 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „ბლაღოჩინების კენჭის ყრა შორაპანში“ შორაპნის მაზრაში სამრევლოების მღვდელთმთავართა არჩევის შესახებ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 14 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გაგრძელება ნიკო ნიკოლაძის ფელეტონისა „ბავშვების მოვლა მადაგასკარზე“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 14 ნოემბერს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ გამოიცა და ჟურნალ „მნათობის“ რედაქციაში ათ შაურად იყიდებოდა ვასილ მაჩაბლის მიერ თარგმნილი ნარკვევი „ბავშვების მოვლა“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 14 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის წერილი „საუბარი მკითხველთან“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 14 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ჩქოტუას წერილი „რა მოელის ამ გვარ ჩვენ ცხოვრებას“ ქართველი გლეხობის მდგომარეობაზე ბატონყმობის გაუქმების შემდეგ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 10 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რაფიელ ერისთავის განცხადება. მწერალი ქუთაისის გუბერნიის მკვიდრთ სთავაზობდა დახმარებას საადვოკატო მომსახურების უზრუნველყოფაში.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა VII ნაწილი რაფიელ ერისთავის პიესისა „რამდენიმე სურათი ჩვენის ხალხის ცხოვრებიდგან“.

1870

ტიპი: ავტორობა

1970 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ალექსი შარაბიძის კორესპონდენცია „ბლაღოჩინების აღმორჩევა რაჭაში“ ამბროლაურსა და ონში იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის სტუმრობასა და სამრევლოთა ახალი მღვდელთმთავრების არჩევის შესახებ.

1870

ტიპი: ავტორობა

1970 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ დიმიტრი ჯანაშვილის კორესპონდენციაში „სიღნაღიდგან“ საუბარია ქიზიყელი აზნაურების უდარდელობაზე, რომლებიც ფულს მხოლოდ დუქნებში ხარჯავდნენ და მომავალზე არ ზრუნავდნენ.