რეგისტრირებული ფაქტები93063
სორტირება თარიღი კლებადობით
1873
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1873 წლის 14 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ეკატერინე ბარათაშვილ-ორბელიანი იყო ალექსანდრე ორბელიანის ცოლი.
1873
ტიპი: გარდაცვალება
1873 წლის 11 დეკემბერს თბილისში, სიონის ეკლესიის ეზოში, ალექსანდრე ორბელიანის ქვრივი, ეკატერინე ბარათაშვილ-ორბელიანი დაკრძალეს.
1873
ტიპი: პირადი ინფორმაცია
კონსტანტინე გელოვანი დაიბადა 1873 წლის 8 დეკემბერს ქუთაისის გუბერნიის ლეჩხუმის მაზრის სოფელ სპათაგორში.
1873
ტიპი: ნასამართლეობა
1873 წლის 6 დეკემბერს დავით კეზელმა, ალექსანდრე მაჭარაშვილმა და სტეფანე ჭრელაშვილმა, რომლებიც მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის საკადრისად არ მიესალმნენ, განაჩენის გამოტანამდე 3 თვე მეტეხის ციხეში გაატარეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 6 დეკემბერს თბილისის სემინარიაში რევიზიის ჩასატარებლად პეტერბურგიდან სამოსწავლო კომიტეტის წევრი კერსკი ჩამოვიდა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 6 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვს ალექსანდროვის ბაღში შეხვდნენ სემინარიის სტუდენტები – დავით კეზელი, ალექსანდრე მაჭარაშვილი და სტეფანე ჭრელაშვილი, რომლებმაც მისალმებისას ქუდი არ მოიხადეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში გიორგი მიხეილის ძე შერვაშიძის ოჯახში საჯაროდ წაიკითხა თავისი და ივანე მაჩაბლის ნათარგმნი „მეფე ლირი“.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 30 ნოემბრის „დროების“ ცნობით, სტეფანე ზარაფოვი ქართულენოვანი სასკოლო სახელმძღვანელოების საკუთარი ხარჯით გამოცემისა და ავტორებისთვის ჰონორარის გადახდის ვალდებულებას იღებდა.

