რეგისტრირებული ფაქტები88285
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავაზ-ყადირ გვარამაძისგან მიიღო დეპეშა, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ ახლად შემოერთებული არტაანი განიცდიდა საშინელ შიმშილობას. კომისარი ითხოვდა სურსათის უფასოდ მიწოდებისთვის სათანადო ზომების მიღებას. ასევე ექიმის, ფერშლისა და მსაჯულის გაგზავნას, რომელიც დაგროვილ საქმეებს კანონიერ მსვლელობას მისცემდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 მარტს სახელმწიფო თეატრში გაიმართა ნინა კოშიცის მერვე გასტროლი, რომლის ხელმძღვანელი სერგო ევლახიშვილი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს სერგო ევლახიშვილმა ქალთა პირველი გიმნაზიის სასარგებლოდ სახელმწიფო თეატრში ოპერა „ქეთო და კოტე“ დადგა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს პოლონეთის მთავრობამ ტიტუს ფილიპოვიჩი საგანგებო მისიით თბილისში გამოგზავნა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სტანისლავ პატეკისგან მიიღო ნოტა, რომ პოლონეთი მზად იყო ეცნო საქართველო როგორც დამოუკიდებელი „დეფაქტო“ რესპუბლიკა, იმ მომენტამდე, სანამ საზავო კონფერენცია არ ცნობდა ხალხთა სურვილთან შეთანხმებულ სტატუსს საქართველოს მიმართ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მარტში თბილისის მილიციის უფროს ვლადიმერ სულაქველიძეს პასკევიჩის ქუჩის № 13-ში მდებარე კლუბ „უნიონის“ დახურვა დაევალა, რადგან იქ სისტემატურად თამაშობდნენ ბანქოს, რაც კანონით აკრძალული იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოში ოლივერ უორდროპს გაუგზავნა ნოტა, რომელშიც გააპროტესტა ბათუმის პორტო- ფრანკოდ (თავისუფალი ეკონომიკური ზონა) გამოცხადება და აღნიშნა, რომ ეს იყო ბათუმის მოსახლეობის ინტერესების ფეხქვეშ გათელვა და საქართველო ამ ფაქტს არასდროს შეეგუებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მარტში სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოში აფრიან ევანგულოვი თანამდებობიდან გადადგა და ერევანში გაემგზავრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 მარტს სასახლის წინ შეკრებილმა მომიტინგეებმა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას გადასცეს რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბათუმის ოლქი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. მომიტინგეები მთავრობისგან პრობლემის მოსაგვარებლად გაბედული ნაბიჯის გადადგმას მოითხოვდნენ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების 19 მარტის სხდომაზე საქართველო-აზერბაიჯანის სატრანზიტო ხელშეკრულება განიხილეს. შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, სიმონ გურგენის ძე მდივანმა თურქეთის მიერ ბათუმის ოლქის უკანონო მიტაცებაზე და მის შემოსაერთებლად დაუყოვნებლივი ზომების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიმდინარე წელს დაბეჭდა დავით კლდიაშვილის თხზულებათა II ტომი, ეგნატე ნინოშვილის ნაწერები სამ ტომად (ივ. გომართელისა და აკაკი წერეთლის კრიტიკული განხილვით) და ვასილ ბარნოვის თხზულებათა პირველი ტომი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მარტში თბილისში ჩამოვიდა მიხეილ ნანობაშვილი, რომელიც პარიზის გრანდ-ოპერაში მღეროდა.
ტიპი: ავტორობა
შ. დადიანის დასასვენებლად გამგზავრების წინ, თეატრში გაიმართება მისი ახალი პიესის „გეგეჭკორის“ წარმოდგენა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს დამფუძნებელმა კრებამ ნიკო ნიკოლაძისგან შეიძინა სამკითხველო, რომელიც ფოთიდან თბილისში გადმოიტანეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მარტში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ ახალციხიდან დეპეშა მიიღო, რომელშიც სოფელ შავშეთის წარმომადგენლები მთავრობას ჯარის გაგზავნისთვის მადლობას უხდიდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი გიორგი ანჯაფარიძე ართვინსა და არტანუჯში გაემგზავრა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის მარტში ექვთიმე თაყაიშვილი და სიმონ მდივანი დამფუძნებელი კრების სხდომაზე თავმჯდომარის უმცროს მოადგილეებად აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის მარტში ალექსანდრე ლომთათიძე დამფუძნებელი კრების სხდომაზე თავმჯდომარის უფროს მოადგილედ აირჩიეს.

