საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80985

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 24 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ სერაპიონ ლაშისპირელის კორესპონდენცია „გზების უვარგისობა“ გამოქვეყნდა, რომლეშიც დაბა ჯუმათისაკენ მიმავალი გზების სავალალო მდგომარეობაზე იყო საუბარი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 ივლისს ქუთაისში მცხოვრებ ა. დ. კოგანს საკუთარმა მოსამსახურემ, ფეოდოსია ტულუბიევამ და მისმა საყვარელმა, კონსტანტინე როგოვსკიმ, 2500 მანეთის ღირებულების სამკაული მოპარეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 ივლისს გორის მაზრის პოლიციამ ქიმა მარღიშვილი და ვასილ ქოქოშვილი შეიპყრო, რომელთაც სოფელ გომბორის მახლობლად ებრაელი ვაჭრის, მოშე ციცვაშვილის ძარცვაში ედებოდათ ბრალი.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 25 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იოილ გამრეკელოვი სოფელ დიღმის სამრევლო სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 25 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვასილ კოზლოვი სოფელ მარტყოფის სამრევლო სკოლის გამგე, ხოლო ვლადიმერ ანდრიას ძე ედილაშვილი საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 25 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ანდრია ბეკარეჩევი სოფელ გომბორის სამრევლო სკოლის გამგე იყო.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 25 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ელიზბაროვი სოფელ სართიჭალას სამრევლო სკოლის გამგე, ხოლო ალექსი დისოვიხოვი საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 25 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი ნასყიდაშვილი სოფელ მანგლისის სამრევლო სკოლის გამგე, ხოლო ალექსანდრე მიხაილოვი საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 25 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზაქარია ბარნოვი სოფელ ბოგვის სამრევლო სკოლის გამგე, ხოლო გერასიმე ქორიშოვი საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 25 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე ბარნოვი სოფელ ლილოს სამრევლო სკოლის გამგე, ხოლო ბარბარე სისაური საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 25 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკოლოზ გიორგის ძე კანდელაკი სოფელ ახალსოფლის სამრევლო სკოლის გამგე, ხოლო ილია ალადოვი საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 25 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პლატონ ცეიმაძე სოფელ უდეს სამრევლო სკოლის გამგე, ხოლო დანიელა ცქიტიშვილი საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 25 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მღვდელი გულისაშვილი სოფელ ნინოწმინდას სამრევლო სკოლის გამგე, ხოლო გრიგოლ ხუციშვილი საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 25 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ სადაზღვევო საზოგადოება „იაკორის“ სარეკლამო განცხადება გამოქვეყნდა, რომელსაც ალექსანდრე გრიგორის ძე სერგეევი აწერდა ხელს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ივლისს სადგურ ჯუმათთან უცნობმა პირმა ოზურგეთის მაზრის მკვიდრი მიხეილ მიქაძე დაჭრა და მიიმალა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ამიერ-კავკასიის რკინიგზის უფროსი ი. ს. შაიკევიჩი მივლინებით საზღვარგარეთ გაემგზავრა. მის მოვალეობას გზის სამსახურის უფროსი აკორენკო ასრულებდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ესტატე ჩხარტიშვილმა მცხეთაში სასეირნო და მოსასვენებელი ბაღი „არმაზი“ მოაწყო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ევგენი ჩიჯავაძის კორესპონდენცია „უგზოობა და უხიდობა“ გამოქვეყნდა, რომელშიც სოფელ ჩხენიშის მკვიდრთა გაჭირვებაზე იყო საუბარი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 ივლისს სოფელ ცერონისში მედუქნე არტემ გოგინოვს და მის მოხუც დედას ფულის გამოძალვის მიზნით დაესხნენ თავს, მაგრამ მეზობლების დახმარებით მან თავდამსხმელის მოგერიება შეძლო.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 29 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე დავითის ძე სულხანიშვილის თაოსნობით სოფელ ნიქოზში სამრევლო სკოლა დაარსდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მ. ლიხელის ფსევდონიმით მიხეილ მურვანიშვილის კორესპონდენცია „თეატრის მატიანე“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 ივლისს ხაშურში მოყვარულმა მსახიობებმა ალექსანდრე ყაზბეგის დრამა „არსენა“ და ვოდევილი „ცოლი ორის დღით“ წარმოადგინეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 ივლისს სოფელ აკეთში მოყვარულმა მსახიობებმა ავქსენტი ცაგარლის პიესა „ციმბირელი“ წარმოადგინეს და შემოსული თანხა ადგილობრივ სკოლას შეწირეს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ რუბლიკით „სამეურნეო ცნობა“ ნიკოლოზ მკურნალის შენიშვნები „მოკლე მორფოლოგია თესლისა“ და „თესლის ამოსვლა“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს სოფელ მაჩხაანის მომხმარებელი საზოგადოების კრება იყო დანიშნული, რომელსაც დეპოს გამგეობის სახელით ი. გომელაური, დ. ნადირაძე და დ. ჯავაშვილი წარუძღვებოდნენ.