საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90458

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ავიატორმა ქებურიამ ქუთაისში პრაქტიკული საავიაციო კურსები გახსნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის სექტემბერში გაიხსნა საქართველოს ერობების წარმომადგენელთა II ყრილობა, რომელზეც წარმოდგენილი იყო 13 ერობა, სოხუმის ოლქისა და რაჭის მაზრის დელეგატების გარდა. ყრილობის თავმჯდომარედ აირჩიეს დავით ონიაშვილი, მოადგილეებად – შიო ჭანტურიშვილი და ლეო შენგელაია, მდივნებად – დ. ჩხეიძე და მენაღარიშვილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო განყოფილებამ ადგილობრივი პრესის საყურადღებოდ გამოაქვეყნა ამერიკის ახლო აღმოსავლეთის დამხმარე კომიტეტის თავმჯდომარის, პოლკოვნიკ უილიამ ჰასკელის წერილი, რომელშიც იგი ადგილობრივ პრესაში მის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების შესახებ იტყობინებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის მაისში ბათუმში გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებთან შესახვედრად ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით გაემგზავრა დელეგაცია, რომლის წევრები იყვნენ გიორგი გვაზავა, ილია ოდიშელიძე და გრიგოლ რცხილაძე. სტუმრების თქმით, ისინი შეეცდებოდნენ, ეცნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს საზღვრები და ოსმალეთსა და რუსეთთან მოლაპარაკების დროს ეშუამდგომლათ.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის 3 თებერვალს დაპატიმრებული დავით გიორგის ძე ჯორჯაძე იყო აზნაური.

1924

ტიპი: განათლება

1924 წლის 3 თებერვალს დაპატიმრებული დავით გიორგის ძე ჯორჯაძის საქმის მიხედვით, მას ჰქონდა სამი კლასის განათლება.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წელს დაპატიმრებულ დავით გიორგის ძე ჯორჯაძეს ჰყავდა ცოლი – ეკატერინე, 32 წლის, დიასახლისი, მცხოვრები სოფელ საბუეში, შვილები: გიორგი – 12 წლის, მოსწავლე; რევაზი – 9 წლის, მოსწავლე.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 3 თებერვალს დაპატიმრებული დავით გიორგის ძე ჯორჯაძის საქმის წარმოება 18 თებერვალს დასრულდა.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 20 ნოემბერს დაკავებულ ვასილ გიორგის ძე კაპანაძეს ჰყავდა: მამა, გიორგი – 54 წლის; დედა, ანასტასია – 50 წლის, დიასახლისი; და, ბარბარა – 22 წლის; ძმები: ნიკოლაი – 23 წლის; დავითი – 25 წლის, მცხოვრებნი თბილისში.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვასილ გიორგის ძე კაპანაძე დაიბადა 1903 წლის 20 ოქტომბერს.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 20 ნოემბერს ვასილ გიორგის ძე კაპანაძე დააკავეს. მას დაკავებისას ჩამოართვეს რევოლვერი N26, საფულე და ორი სხვა ნივთი.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921-1923 წლებში ვასილ გიორგის ძე კაპანაძე ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი იყო.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დადგენილებით, სამი თვით ციხეში ყოფნა მიესაჯათ ყარამან ზვანგაიას, მიხეილ მარღანიას, ომარ ემუხვარს, რაჟდენ კაკუბავას და სპირიდონ ქოლბაიას, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეებს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 13 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საზეიმო მიღებაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საპარლემენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა გიორგი ბეჟანის ძე გვაზავამ აღნიშნა, რომ მეცნიერების გავლენით თანდათან ირღვევა სარწმუნოებრივი მირაჟი, რომელიც საზოგადოებას ორ ნაწილად ყოფდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 10 სექტემბერს გამართულ დარბაზობაზე დიმიტრი აბხაზი აზერბაიჯანულად მიესალმა იუსუმბეკოვს და აღნიშნა, რომ მან ხელი შეუწყო აჭარის საკითხის კეთილად დაგვირგვინებას. საპასუხოდ მემედ იბრაჰიმის ძე აბაშიძემ და ჯემალ ხიმშიაშვილმა საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებას მზრუნველობის გამო მადლობა გადაუხადეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 10 სექტემბერს ქართულ კლუბში აზერბაიჯანის მთავრობის თავმჯდომარის, ნასიბ-ბეკ უსუბეკოვის პატივსაცემად გამართულ რაუტს დაესწრნენ აზერბაიჯანის მთავრობის წევრები, აჭარის წარმომადგენლები (მემედ ბეგ აბაშიძე, ჯამალ ბეგ ხიმშიაშვილი) და სხვ. სტუმრებს საქართველოს მთავრობის წევრები და თავმჯდომარე ნოე ჟორდანია შეხვდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 12 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით 7, 8 და 9 სექტემბერს ქართულმა კაპელამ ფრონტზე სამი კონცერტი გამართა. კონცერტს წინ ზაკსოიუზის წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ემუხვარის სიტყვა უსწრებდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 12 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გენერალმა არტემ ჯიჯიხიამ ქართული კაპელის საკონცერტო ტურნეს დასრულების შესახებ დეპეშა გამოგზავნა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის ინიციატივით მეთამბაქოეობის განსავითარებლად და წასახალისებლად წინადადებები მუშავდებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ნოე ჟორდანია აბასთუმანში აჭარის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ მათ მოუსმინა, კითხვებს უპასუხა და გულწრფელი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში მეჯლისის დადგენილების დასამტკიცებლად თბილისში ჩამოვიდნენ სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარე მემედ-ბეგ აბაშიძე და წარმომადგენლები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 სექტემბერს სურამის ებრაელთა კრებაზე სიტყვით გამოვიდა მ. დავარაშვილი. მოხსენების შემდეგ დაადგინეს, მისალმებოდნენ თავისუფალი საქართველოს დამფუძნებელ კრებას და ეცნობებინათ დემოკრატიული მთავრობისათვის, რომ აღელვებთ შოვინისტური და აღმაშფოთებელი გამოსვლები, რომელსაც სჩადის ორიოდე თავხედი სიონისტი პროვოკაციული ქაღალდებით. ხელს აწერენ: რაბინი დ. მ. ჯანაშვილი, ხმოსანი მ. ჯანაშვილი, ხმოსანი გ. დავრიშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 სექტემბერს გაიმართა სურამის ებრაელთა მრავალრიცხოვანი კრება, რომლის თავმჯდომარე იყო ქალაქისთავი ხიდიბეგიშვილი.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 5 სექტემბერს ა. სარაჯიშვილის მკვლელობისათვის სიღნაღში სიკვდილით დასაჯეს ალექსი ლისაშვილი, ნიკო კოკოლაშვილი, ლევან ზარდიაშვილი, გიორგი მინდორაშვილი, ივანე ლორთქლიშვილი და გიორგი ტიფლიშვილი.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 5 სექტემბერს, იუსტიციის სამინისტროში მიღებული ცნობების მიხედვით, სიღნაღში გარნიზონის უფროსისა და სხვა თანამდებობის პირთა თანდასწრებით სისრულეში მოიყვანეს საგანგებო სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელი (სიკვდილით დასჯა) ალ. სარაჯიშვილის მკვლელთაგან 6 დამნაშავეზე, დანარჩენ 3-ს სიკვდილით დასჯა უვადო კატორღით შეუცვალეს.