რეგისტრირებული ფაქტები90458
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს თბილისის გარნიზონის უფროსმა, გენერალმა გედევანიშვილმა თბილისის კომენდანტის მოვალეობა მაიორ ფურცელაძეს დააკისრა.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
ოლივერ უორდროპი იყო „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურ ენაზე მთარგმნელის, მარჯორი უორდროპის ძმა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ინგლისელთა მისიამ აცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამიერკავკასიაში გზავნიდა პოლიტიკურ მისიას ოლივერ უორდროპის მეთაურობით, რომელსაც ერქმეოდა ბრიტანეთის მთავარი კომისარი. მისია მიზნად ისახავდა ამიერკავკასიის მთავრობებთან კავშირის შეკვრას და მათთვის რეგიონში ბრიტანეთის ინტერესების გაცნობას.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს სერგო ჩერეპნოვი სამსახურიდან ავადმყოფობის გამო ერთი თვით გათავისუფლდა, დაბრუნებამდე მისი მოვალეობის აღმსრულებლად დაინიშნა მისი თანაშემწე ნესტორ ჩხატარაიშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აგვისტოში რესპუბლიკის საზღვრებიდან გასასვლელი მოწმობების გაცემის უფლება შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა თბილისის მილიციის უფროსს, ვლადიმერ სულაქველიძეს მიანიჭა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ქალაქის საბჭოს სხდომაზე სამ ხმოსანს სოციალ-დემოკრატების სიიდან უფლებამოსილება შეუჩერეს, რადგან 6 თვის განმავლობაში საბჭოში არ გამოცხადებულან. მათი ადგილი დაიკავეს კავკასიძემ, ჰუსეინ მამედოვმა და ვადაჭკორიამ.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მექი კედიამ დაიჭირა პანაიტ აკრიტოსი, რომელიც ბერძენ მოსახლეობაში საქართველოს რესპუბლიკის წყობილების საწინააღმდეგო აგიტაციას ეწეოდა.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულმა საგანგებო რაზმმა სტამბა „ეკონომიაში“ აღმოაჩინა ბოლშევიკური ბროშურები, პროკლამაციები და მოწოდებები ქართულ და რუსულ ენებზე. ბროშურების რაოდენობა დაახლოებით 5 ფუთი იყო. ბროშურებს კონფისკაცია გაუკეთეს, ხოლო ავაკ აკოპოვი დააპატიმრეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 აგვისტოს, 12 საათზე, თბილისიდან ერევანში სწრაფი მატარებლით გაემგზავრნენ ამერიკის მისიის წევრები პოლკოვნიკ უილიამ ჰასკელის მეთაურობით. სადგურ კობამდე ისინი გზათა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორმა ბესარიონ ალექსის ჭიჭინაძემ და მოძრაობის უფროსმა გ. ა. აბელოვმა გააცილეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აგვისტოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკაკი შანიძემ არაბული ენის ლექციების კითხვა განაახლა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 აგვისტოს, 10 საათზე, პოლკოვნიკი უილიამ ჰასკელი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ევგენი გეგეჭკორს. ვიზიტის შემდეგ სტუმარმა სასახლე დაათვალიერა და კმაყოფილი დარჩა.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სახალხო გვარდიის ყარაულებმა მოკლეს გრ. ჩხეიძე.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 19 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სისხლის სამართლის მილიციამ სასტუმრო „ნოეში“ დააპატიმრა ცნობილი ქურდი ვლადიმერ გონჩაროვი. ის თბილისის ციხეში ჩასვეს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 31 მაისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ინგუშთა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ზაბალიევმა მთავრობას დეპეშით შეატყობინა, რომ ინგუშთა ეროვნული საბჭო ყველა ზომებს იღებდა საქართველოს სამხედრო გზით მიმავალ ლტოლვილთა გასაშვებად. საბჭო სთხოვდა მთავრობას, რომ აღარ გაეგზავნათ იქ ლტოლვილები, რადგან მათ გადაყვანას ვეღარ უზრუნველყოფდნენ.

