საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90457

1902

ტიპი: ორგანიზაცია

გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე 1902 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატი.

1922

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძეს მიღებული ჰქონდა „კომერციული“ განათლება, პროფესიით იყო ბუღალტერი.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წელს კონტრრევოლუციონერებთან თანამშრომლობის ბრალდებით დაკავებულ პანტელეიმონ იპატის ძე ანთაძეს ჰყავდა მუუღლე მარგო – 22 წლის, მცხოვრები ქვემო ალვანში და შვილი ანა – 3 წლის, მცხოვრები ქვემო ალვანში.

1923

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1923 წელს დაკავებული პანტელეიმონ იპატის ძე ანთაძის საქმის მიხედვით, ის იყო სოციალური წარმოშობით გლეხი, საშუალოზე დაბალი სოციალური სტატუსისა.

1923

ტიპი: ავტორობა

პანტელეიმონ იპატის ძე ანთაძის საქმის მიხედვით, 1923 წელს მან საქართველოს საგანგებო კომისიას „შეცდომის აღიარებით“ მიმართა და ქაქუცა ჩოლოყაშვილს ზნედაცემული თავადი უწოდა, რომელსაც „მუშა ხალხის ზურგზე“ სურდა გაბატონება.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წელს პანტელეიმონ იპატის ძე ანთაძე სოფ. ქვემო ალვანში დააკავეს კონტრრევოლუციონერებთან თანამშრომლობისათვის. საქმის მიხედვით, იგი ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმებს პროდუქტს აწვდიდა, როცა ისინი ალვანის რაიონში იმყოფებოდნენ და მათ მითითებებს ასრულებდა.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის სექტემბერში პანტელეიმონ ანთაძე მე-6 ქართულ პოლკსა და მე-9 ლეგიონში რიგითად მსახურობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 19 აგვისტოს ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საუწყებათაშორისო კომისიის პირველ სხდომას საზღვარგარეთ წამსვლელი ახალგაზრდებისთვის სტიპენდიის მიცემის წესი უნდა შეემუშავებინა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 31 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ისიდორე სტურუამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა რესპუბლიკის ერობათა სტატისტიკოსების პირველი ყრილობა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს თბილისის სამაზრო ერობის ბინაში რესპუბლიკის ერობათა სტატისტიკოსების პირველი ყრილობა გაიმართა. თავმჯდომარედ ცენტრის გამგეობის წევრი ისიდორე სტურუა აირჩიეს.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 30 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შეიპყრეს ანდრანიკ მაშინიანცის მკვლელი ფარსეღ მაშინიანცი.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 30 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სურპ-კარაპეტის აღმართზე მოკლეს ანდრანიკ მაშინიანცი.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შეიპყრეს მილიციელ გაბრიელ ქოლბაიას მკვლელობასთან დაკავშირებული ყაჩაღი ლაზარე ფალია.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სოფელ გუდავაში შეტაკების დროს მოკლეს მილიციელი გაბრიელ ქოლბაია.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობა დროებით საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა გადაიბარა.

1919

ტიპი: თანამდებობა

ნოე ხომერიკი შვებულების დროს მიწათმოქმედების უწყებაში დროებით შეცვალა მიწათმოქმედების მინისტრის ამხანაგმა გელეიშვილმა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს პეტრე გელეიშვილი იყო შრომის მინისტრის ამხანაგი (მოადგილე).

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ნოე ხომერიკი შვებულებაში ყოფნისას შრომისა და მთავარ მიმწოდებელ სამმართველოში დროებით შეცვალა შრომის მინისტრის მოადგილე გიორგი ერაძემ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს შვებულებაში მყოფი ნოე ხომერიკი დროებით შეცვალა გზათა დეპარტამენტის დირექტორმა ბესარიონ ჭიჭინაძემ.

1919

ტიპი: თანამდებობა

მიწათმოქმედების, შრომისა და გზათა მინისტრი ნოე ხომერიკი დასასვენებლად განთავისუფლდა ერთი თვით.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის ივლისში გერასიმე მახარაძე სომხეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივლისში ქვეშეთთან ახლოს, საქართველოს სამხედრო გზაზე, ფოსტის ავტომობილს თავს დაესხნენ ბოროტმოქმედები. ორმხრივი სროლის დროს კაპიტანი და ოფიცერი ახობაძე დაიჭრნენ, ყაჩაღები კი ისე გაიქცნენ, ვერაფერი წაიღეს.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წელს ზუგდიდში დახოცეს ცნობილი ყაჩაღები ბაძაღუა და სასანია, რომლებსაც ბრალად ედებოდათ ხობის კომისრის მკვლელობა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივლისში ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროში გამართულ საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, არჩეულიყო ოთხი კაცისგან შემდგარი კომისია, რომელიც საჩეკო ოპერაციებთან დაკავშირებულ საკითხს შეისწავლიდა. კომისიაში შევიდნენ: იასონ ლორთქიფანიძე, ბერგი, ჯაყელი და ალექსანდრე ჯაბადარი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივლისში ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროში გამართულ საბჭოს სხდომაზე საჩეკო ოპერაციების საკითხი განიხილეს. აზრთა სხვადასხვაობის გამო საბჭოს წევრები ორ ჯგუფად გაიყვნენ, ერთ ჯგუფს სათავეში ედგა სახელმწიფო ბანკის გამგე ბერგი, ხოლო მეორეს – ამიერკავკასიის ბანკის დირექტორი იასონ ლორთქიფანიძე.