რეგისტრირებული ფაქტები93101
სორტირება თარიღი კლებადობით
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პავლე დავითის ძე საყვარელიძის თხოვნა ერთი ცალი „ვეფხისტყაოსნის“ შეღავათიან ფასში მიცემის შესახებ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, გამგეობის პრეზიდიუმმა წიგნები გადააფასა. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა და დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილისა და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანის მიერ მაღაზიის აღწერის ცნობა გაეცათ.
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, გამგეობის წევრი იყო იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, საზოგადოების მაღაზია აღწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ პრეზიდიუმის მიერ წარდგენილი ახალი წესდების პროექტი მცირე ცვლილებებით დადასტურებულიყო და დასამტკიცებლად წარედგინათ 8 იანვარს დანიშნულ რწმუნებულთა საგანგებო კრებაზე. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა და დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს შესწორებული და შეცვლილი წესდების პროექტი. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა და დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილისთვის გაეზარდათ თვიური დახმარება 50 000 მანეთამდე.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილი იყო ბათუმის სკოლის ყოფილი გამგე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის სკოლის ყოფილი გამგის ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილისთვის ერთდროული დახმარების მიცემის საკითხი.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 იანვარს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, დიმიტრის მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი, ოლღა ილიას ასული სოლოღაშვილი, პავლე დავითის ძე საყვარელიძე და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 5 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1922
ტიპი: ნასამართლეობა
1922 წელს გიორგი სალუქვაძე პირველად დააპატიმრეს ქ. ოზურგეთში, საიდანაც გადაიყვანეს თბილისის საგანგებო კომისიის განკარგულებაში, ნოემბერში კი გაათავისუფლეს.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლიდან დაპატიმრების დღემდე ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი მუშაობდა გაზეთში „მუშა“ და ამიერკავკასიის ფინანსთა სახალხო კომისარიატის რწმუნებული იყო მე-2 საგადასახადო განყოფილებაში.
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წელს კუხალეიშვილი სოლომონ ჟორჟოლიანთან მივიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციაში გაწევრიანების თხოვნით. ჟორჟოლიანმა იგი უარით გაისტუმრა.
1922
ტიპი: ნასამართლეობა
1922 წლის 10 ოქტომბერს 19 წლის გერასიმე მაქსიმეს ძე ფარცხალაიშვილი კონტრრევოლუციონერობისთვის დააკავეს. ბრალდების თანახმად, ფირცხალაიშვილი ბათუმის ახალგაზრდა მარქსისტთა ჯგუფის წევრი იყო. იგი დააკავეს 1 წლით, თუმცა საქმის ხელახალი მოსმენის შემდეგ 2 წელი მიუსაჯეს.
1922
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1922 წელს დაკავებულ გრიგოლ რაჟდენის ძე კახაძეს ჰყავდა: მამა, რაჟდენ გრიგოლის ძე – 57 წლის, ყოფილი მასწავლებელი; დედა, მარიამ ივანეს ასული – 54 წლის; და, ელენე – 23 წლის; ძმა, ივანე – 19 წლის, მცხოვრებნი დიდ ჯიხაიში.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს სოფ. ერწოში ჩასულმა ალექსანდრე სულხანიშვილმა მოინახულა თავისი რაზმის წევრის ნათესავი, ხევსური აბა ბიბილაური, რომელიც მისი ნაცნობიც აღმოჩნდა (1916 წელს ერთად მსახურობდნენ „დრუჟინაში“). ბიბილაურთან გადაიტანეს იარაღები და ჯარისკაცებიც დაბანაკდნენ, ხოლო ალექსანდრე სულხანიშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის საძებნელად თელავის მაზრაში წავიდა.

