საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სოხუმის კომიტეტის თავმჯდომარე ჯოტო შერვაშიძემ კომიტეტს ყოველწლიურად ნახევარი მილიონი მანეთი აღუთქვა სოხუმში პარტიული გაზეთის გამოსაცემად.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 28 იანვარს, 8 საათზე, მიხეილის სახ. საავადმყოფოს დარბაზში დაგეგმილი იყო ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადო კრება. მედიცინის დოქტორი მოსე კალანდარიშვილი წაიკითხავდა მოხსენებას „საზოგადო ქირურგიის ქართული ტერმინოლოგია“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რუსეთ-სპარსეთის ნავთის მომპოვებელთა ამხანაგობამ (რეპენტომ) თავდაცვის ფონდს შესწირა 10 მილიონი მანეთი, ამავე საზოგადოების თავმჯდომარე აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარიამ − ათი მილიონი, გამგეობის წევრებმა: გრიგოლ კონსტანტინეს ალშიბაიამ − ერთი მილიონი, იოსებ იულონის დადიანმა და სიმონ მერაბის ძე კვიტაშვილმა − თითოეულმა ორას ორმოცდაათი ათასი მანეთი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სვიმონ ქვარიანის წერილი „ქვემავალი მანეთი და ერის ტრაგედია“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სვიმონ ყიფიანის მოთხრობა „მშვენიერი ლენა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „პრესის მაგიერ“.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო ივანეს ასული ბოძიევისა რეზიკო გორდელაძის დეიდა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თინათინ გრიგოლის ასული გორდელაძე რეზიკო გორდელაძის და იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეკატერინე ივანეს ასული გორდელაძისა რეზიკო გორდელაძის დედა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გრიგოლ ყაისარის ძე გორდელაძე რეზიკო გორდელაძის მამა იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 28 იანვარს ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიიდან რევაზ გრიგოლის ძე გორდელაძეს გამოასვენებდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „გაერთიანებისთვის“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „ნავთი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ მარიამ დავითის ასული ალხაზიშვილი შვილებითურთ მადლობას უცხადებს ქართულ აფთიაქართა კავშირს და ყველა პირს, ვინც ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილის გასვენებას დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 28 იანვარს გზათა სამინისტროში (მინისტრი ნოე ხომერიკი) გაიმართულ თათბირზე ნავთის ამოღების საკითხის დამუშავება სამთო სამმართველოს მიენდო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს აკაკი ჩხენკელის დიდი ძალისხმევით მოკავშირეთა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა დე იურედ აღიარა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციამ აირჩია მთავარი კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარეებად - ვასილ წერეთელი და ნიკო ნიკოლაძე, წევრებად - სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, ალექსანდრე ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი, შალვა ქარუმიძე, პართენ გოთუა, კონსტანტინე აფხაზი, რაფიელ ინგილო, შალვა ამირეჯიბი, დავით ვაჩნაძე, რევაზ გაბაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, კონსტანტინე ტყავაძე, იასონ ლორთქიფანიძე, ალექსანდრე ახმეტელი, სერგო დანელია, ტიტე მარგველაშვილი, გიორგი წინამძღვრიშვილი, დიმიტრი ჯავახიშვილი, ნიკოლოზ წვერავა, მიხეილ ჯავახიშვილი, ლევან ჯაფარიძე, იასონ ჯავახიშვილი, მიხეილ იშხნელი, ვახტანგ ღამბაშიძე, ნიკოლოზ თავდგირიძე, ალექსანდრე თორაძე, იასონ აფაქიძე, ნესტორ მაღალაშვილი, გიორგი ამირეჯიბი, იოსებ ხანანაშვილი, დიმიტრი დუმბაძე, ელისე პატარიძე, კალისტრატე მისაბიშვილი და ნიკოლოზ დგებუაძე.

პირები
კოტე (კონსტანტინე) ნიკოლოზის ძე აფხაზი სპირიდონ მალხაზის ძე კედია გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძე (ვეშაპელი) ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანი ვასილ გიორგის ძე წერეთელი ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე ნიკოლაძე გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა იოსებ კონსტანტინეს ძე მაჭავარიანი შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა რაფიელ ალექსანდრეს ძე ივანიცკი (რ. ინგილო) შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი (ამირაჯიბი) (ჩორჩანელი, ფარსმან-ფარუხი) დავით (დათა) ვლადიმერის ძე ვაჩნაძე (დ. კახელი, ეკალი) რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი (რ. გ., რაე, ღამურა) ივანე (ვანო) ივანეს ძე ზურაბიშვილი კონსტანტინე იასეს ძე ტყავაძე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე ალექსანდრე (სანდრო) ვასილის ძე ახმეტელი (ახმეტელაშვილი) სერგი იოსების ძე დანელია ტიტე თადეოზის ძე მარგველაშვილი გიორგი ალექსანდრეს ძე წინამძღვრიშვილი დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი ნიკოლოზ ესტატეს (ევსტათის) ძე წვერავა მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (ადამაშვილი) ლელი (ლევან) ჯაფარიძე იასონ ვლადიმერის ძე ჯავახიშვილი მიხეილ ნიკოლოზის ძე იშხნელი ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე ნიკოლოზ (ნიკო) ყარამანის ძე თავდგირიძე ალექსანდრე დავითის ძე თორაძე იასონ ვარადებულის ძე აფაქიძე ნესტორ მაღალაშვილი გიორგი ამირეჯიბი იოსებ ხანანაშვილი დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე ელისე პატარიძე კალისტრატე მისაბიშვილი ნიკოლოზ დგებუაძე
წყარო

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს ქართველი პოეტების ჯგუფმა გადაწყვიტა „პოეტების მეფის“ ტიტულის მოსაპოვებლად გაემართა კონკურსი, რომელშიც გალაკტიონ ტაბიძემ გაიმარჯვა.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იესე დანელია სერგი დანელიას მამა იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სერგი დანელია იუწყება მამის, იესე დანელიას გარდაცვალებას.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 27 იანვარს იესე დანელიას სოფელ ბანძაში დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 27 იანვარს სოფელ ბორში შალვა იაკინთეს ძე წერეთელს დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

ქეთო ივანეს ასული ქუთათელაძე 1921 წლის 27 იანვარს ხონში დაკრძალეს.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 27 იანვარს ზაქარია (შაქრო) ვასილის ძე ჯავახიშვილს წმ. ნინოს ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სვიმონ ქვარიანის წერილი „რა უშველის ერის საშინელ გაჭირვებას?“.