საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91888

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ოქტომბერში მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება „დიდების ტაძრის“ ეროვნულ გალერეად გადაკეთებისთვის განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილისთვის 10-მილიონიანი ფონდიდან 26 300 მანეთის გამოყოფა ეთხოვათ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქ. ონში ებრაული სკოლის თალმუდ თორას ახალი შენობის გახსნის გამო იქაური ებრაელების სახელით რაბინმა დავით ბააზოვმა შინაგან საქმეთა მინისტრს დეპეშა გამოუგზავნა. რაბინი მიესალმა მინისტრს, საქართველოს მთავრობას ერთგულება შეჰფიცა დაიმედი გამოთქვა, რომ ებრაელებს სრულ ეროვნულ-კულტურულ ავტონომიას მიანიჭებდნენ. 

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ოქტომბერში ხმელთაშუა ზღვის ადმირალი ჯონ დე რობეკი ბათუმიდან თბილისში მატარებლით ჩავიდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სტატისტიკის განყოფილების გამგე მ. ნ. მანდელაშვილი სატარიფო პალატის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა მუშათა კლასის ცხოვრების გასაუმჯობესებლად საჭირო ზომების მიღების შესახებ.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

გამომძიებლის განკარგულებით ივანე ჟალიაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წელს ივანე ჟალიაშვილს ბრალად ყალბი ბონების დამზადება ედებოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ოქტომბერში თბილისიდან ბაქოში გაემგზავრა სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენელი აზერბაიჯანში ტიგრან ბეკზადიანი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში სახელმწიფო თეატრში ზამთრის საოპერო სეზონი ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერით“ გაიხსნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ოქტომბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა წარმომადგენლები შეხვდნენ ქალაქისთავ ბენია ჩხიკვიშვილს და სტუდენტებისთვის ბინის მოძებნაში დახმარება სთხოვეს. ქალაქისთავი მათ ყოფილი სემინარიის შენობის ნახევრის დათმობას დაჰპირდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ოქტომბერში ქართული კლუბის დარბაზში საქართველოს მთავრობამ ნადიმი გაუმართა გენერალ ჰარბორდს.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წელს ქუთაისში ჭიათურელი ბოლშევიკი ალექსანდრე ვაშაძე დაიჭირეს. იგი გაქცეული იყო და იმალებოდა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის შემოდგომაზე რაჭაში დაპატიმრებულ ბოლშევიკებს – წულუკიძეს, კბილაძესა და გოსექიშვილს – ჩხრეკისას აღმოაჩნდათ რუსეთიდან ჩამოტანილი ფული და მიმოწერა, როდის უნდა მოეწყოთ გამოსვლები რაჭაში.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, რაჭაში დააპატიმრეს ბოლშევიკები: წულუკიძე, კბილაძე, გოსექიშვილი და სხვ.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წელს თბილისის დიდუბის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მფრინავი, კაპიტანი გრიგოლ მალაშხია.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ხმოსან პეტრე ქავთარაძის წინადადება, ევროპიდან სიმინდის შესაძენად გამგეობის მიერ სესხის აღების შესახებ, სენაკის თვითმმართველობის საბჭომ ხმის უფლებით მიიღო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა გენერალი ჯეიმს ჰარბორდი. იგი კავკასიასა და მცირე აზიაში არსებული მდგომარეობის გასაცნობად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, უილსონის დავალებით მოგზაურობდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მოკავშირეთა უმაღლეს კომისარს (იტალიის, ინგლისის, საფრანგეთისა და საბერძნეთის წარმომადგენლებს) გაუგზავნა ნოტა, რომელშიც ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე სისხლისმღვრელი ბრძოლის შესახებ ატყობინებდა. მოხალისეთა ჯარის მიერ დაპყრობილ ოლქებში ხალხი აჯანყდა. ცხადი იყო, რომ აჯანყების ჩასაქრობად მოხალისეთა ლაშქრის სარდლობა შეტევას დაიწყებდა, რასაც მხარეში ანარქია მოჰყვებოდა. საქართველოს მთავრობას არ სურდა იარაღით ჩარეულიყო და სთხოვდა მოკავშირეთა კომისარს, ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვით და მათი თვითგამორკვევის უფლებით გადაეჭრა ეს საკითხი.

1919

ტიპი: ავტორობა

სახელმწიფო ბანკის დაარსებასთან დაკავშირებულ მოხსენებაში დიომიდე თოფურიძემ აღნიშნა, რომ ეს იქნება ბანკი, რომელსაც ძირითად ფულს მისცემს სახელმწიფო, ხოლო მართვა-გამგეობა მოეწყობა დამოუკიდებლად. ბანკის გამგეს აირჩევს დამფუძნებელი კრება, ხოლო წევრებს, გამგის წარდგინებით, დაამტკიცებს პარლამენტი. მან ასევე აღნიშნა, რომ წესდებაში, რომელიც რუსეთის ბანკისგან მიიღეს, ცვლილებები უკვე შეტანილი იყო. მუხლობრივი განხილვის მოწყობა კი მომავლისთვის დაიგეგმა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძემ მთავრობის სხდომაზე წაიკითხა მოხსენება საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წლის ივნისში საგარეო საქმეთა მინისტრის, კონსტანტინე გვარჯალაძის ბინაში რამდენიმე უცხო პირი ყოფილი შეიპარა და 15 000 მანეთის ღირებულების ძვირფასი ნივთები წაიღო.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 25 ივლისის ღამეს შეიპყრეს შავრაზმელები: მ. პაპოვი, სერგო გოროდცევი, მისიონერი პლატონოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 25 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, რაჭის ბოლშევიკების კომიტეტმა იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილისგან წერილი მიიღო, რომლითაც ის აფრთხილებდა კომიტეტს არ გამოსულიყო საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 ივნისს კონსერვატორიის დარბაზში უნდა გამართულიყო ცისფერყანწელთა პოეზიის საღამო. პაოლო იაშვილს უნდა წაეკითხა ცისფერყანწელების დეკლარაცია, გრიგოლ რობაქიძეს – „სიტყვა პოეზიაში“, ტიციან ტაბიძეს – „ცისფერი ყანწები“, ალი არსენიშვილს – „ბრინჯაოს მასკები“, რუს პოეტ სერგეი გოროდეცკის – „ქართული სიმბოლიზმის რჩეულობა“. საკუთარ ლექსებსა და ფრანგი პოეტების თარგმანებს კი წაიკითხავდნენ პაოლო იაშვილი, გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, ლელი ჯაფარიძე, კოლაუ ნადირაძე.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 6 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მილიციამ შეიპყრო სასურსათო კომიტეტის მეორე ნაწილის თავმჯდომარე ა. ა ვართანოვი და მეტეხის ციხეში გაგზავნა. დაპატიმრება უკავშირდებოდა უკანასკნელ პოლიტიკურ ამბებს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 ივლისს, 10 საათზე, ქალაქის საბჭოს სხდომაზე ალექსანდრე ლომთათიძემ საბჭოს წევრებს გამოჩენილი სოციალ-დემოკრატის, გიორგი პლეხანოვის გარდაცვალება აუწყა.