საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91888

1820

ტიპი: ღონისძიება

1820 წლის 4 მარტს პოლკოვნიკი ი. ო. პუზირევსკი და ხიშტებმომარჯვებული ჯარისკაცები მიტროპოლიტ დოსითეოს ქუთათელის ოთახში შეიჭრნენ და შეიპყრეს.

1820

ტიპი: ღონისძიება

1820 წლის 4 მარტის ღამეს სეხნია წულუკიძე, მდივანბეგი დავით მიქელაძე, დარეჯან ბაგრატიონი და სხვ. შეიპყრეს, ტყვეებს თავზე გაფისული ტილოები ჩამოაცვეს, შეკოჭილები ურემზე შეყარეს და რუსეთში წაიყვანეს.

1820

ტიპი: ნასამართლეობა

1820 წლის 4 მარტის ღამეს შეიპყრეს გელათის მიტროპოლიტი ეფთვიმე გენათელი.

1820

ტიპი: გარდაცვალება

1820 წლის მარტში ნაცემ-ნაწამები და დატყვევებული დოსითეოს ქუთათელი რუსეთისკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა. მიტროპოლიტი ანანურის ტაძარში დაკრძალეს.

1820

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ზურაბ ნაზარის ძე ანტონოვი 1820 წლის 20 თებერვალს გორში დაიბადა.

1820

ტიპი: ღონისძიება

1820 წელს გენერალ-მაიორმა ალექსი ალექსანდრეს ძე ველიამინოვმა ავარიის ყოფილი ხანის, სულთან ახმედის წინაამღდეგ გაილაშქრა.

1820

ტიპი: ღონისძიება

1820 წელს გენერალ-მაიორ ალექსი ალექსანდრეს ძე ველიამინოვმა აჯანყება ჩაახშო იმერეთსა და გურიაში.

1820

ტიპი: თანამდებობა

1820 წელს გიორგი გაბრიელის ძე ბრეგვაძე სოფ. ზოდის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1820

ტიპი: თანამდებობა

1820-52 წლებში იოსებ ნიკოლოზის ძე დევდარიანი ხარაგაულის მიროწმინდის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1820

ტიპი: თანამდებობა

1820 წელს გრიგოლ გიორგის ძე უშვერიძე საჯავახოს წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1820

ტიპი: თანამდებობა

1820-52 წლებში სიმონ ჯუღელი სვირის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1820

ტიპი: თანამდებობა

1820 წელს სვიმონ ზაალის ძე ჟორჟოლაძე ჭყეპის წმ. იოანე წინასწარმეტყველის ეკლესიის მღვდელი იყო.

1820

ტიპი: თანამდებობა

1820-49 წლებში იესე გიორგის ძე ნამიჭეიშვილი ტყელვანის წმ. სტეფანეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1820

ტიპი: თანამდებობა

1820 წელს პეტრე ივანეს ძე ჩხენკლი ქუტირის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1820

ტიპი: ავტორობა

1820 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძემ ქართულად გალექსა ვოლტერის ტრაგედიები – „ზიარა“ და „ალზირი“.

1820

ტიპი: თანამდებობა

1820 წელს მოსე სიმონის ძე მახარაშვილი ძმუისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1820

ტიპი: თანამდებობა

1820 წელს სვიმონ ზაალის ძე ჟორჟოლაძე ძუყნურის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1820

ტიპი: განათლება

1820 წელს დაბადებულმა დანიელ ახვლედიანმა საღვთო წერილი, წერვა და გალობა ლეჩხუმში შეისწავლა.

1820

ტიპი: ღონისძიება

1820 წელს პოლკოვნიკი ი. ო. პუზირევსკი გურიაში გაემგზავრა.

1820

ტიპი: გარდაცვალება

1820 წელს შემოქმედის ციხესთან იოთამ ბოლქვაძემ ი. ო. პუზირევსკი მოკლა.

1820

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1820 წელს ივანე ქაიხოსროს ძე აბაშიძე გურიაში ქაიხოსრო გურიელის ოჯახს აფარებდა თავს.

1819

ტიპი: თანამდებობა

1819 წლის 10 დეკემბერს ჯრუჭის მონასტერში მიტროპოლიტმა დავით წერეთელმა იოსებ ბაქრაძემ ბერად აღკვეცა.