რეგისტრირებული ფაქტები81707
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 მაისს ზუბალაშვილის სახალხო სახლში ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით თბილისის მუშათა დეპუტატების საბჭოსა და ყველა პროფესიული კავშირის წარმომადგენელთა შეერთებული სხდომა შედგა. სხდომამ მოისმინა მოხსენებები აზერბაიჯანში საბჭოთა მთავრობის გამოცხადების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 მაისს, ღამის 12 საათზე, სამხედრო სკოლას თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები. დიდი სიმამაცე გამოიჩინეს იუნკრებმა და პოლკოვნიკმა ალექსანდრე ჩხეიძემ. იქ იმყოფებოდა გენერალი გიორგი კვინიტაძეც.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 მაისს სამხედრო სკოლაზე განხორციელებული თავდასხმისას იუნკერი მიხეილ მაყაშვილი მძიმედ დაიჭრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
ქ. ქუთაისის თვითმმართველობა განათლების სამინისტროს სთხოვდა შუამდგომლობას, რომ ოლღა გიორგობიანს მინიჭებოდა უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის წოდება და დამტკიცებულიყო პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებლის შტატის მასწავლებლად.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის მაისში შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდიდან შეატყობინეს, რომ ხანგრძლივი დევნის შემდეგ დაიჭირეს სენაკის სატუსაღოდან გაქცეული პატიმრები: ბიგვავა, ქაჯაია და გვასალია.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის მაისში თელავში სამაზრო მილიციის უფროსმა დიდგულიძემ მოკლა ყაჩაღთა რაზმის მეთაური გარი ასტან ასუფ-ოღლი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მაისში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას წარუდგა სომხეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი ბეკზადიანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მაისში შავ ზღვაზე, ბათუმსა და სტამბულს შორის მიმავალ გემს თავს დაესხნენ მეკობრეები. გემზე იმყოფებოდა პოლკოვნიკ უილიამ ჰასკელის მეუღლე, რომელსაც ორი მილიარდის ღირებულების ნივთები წაართვეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მაისში ქართულ კლუბში პირველად დაიდგა პიესა „ქალის ცხოვრება“. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ალექსანდრე მაისურაძის მომღერალთა გუნდი და აზიური ორკესტრი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მაისში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შეხვდნენ ქიზიყელები, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს მთავრობასთან ერთად დაეცვათ ზაქათალას ოლქი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მაისში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც უნდა ემუშავა გზათა დეპარტამენტის დირექტორ ბესარიონ ჭიჭინაძის ახალ განკარგულებაზე, სადგურებს ბაქოს მიმართულებით დარქმეოდა ქართული სახელები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მაისში გზათა დეპარტამენტის დირექტორ ვ. ა. ჭიჭინაძის განკარგულებით შექმნილი კომისიის მუშაობაში მონაწილეობა სთხოვეს უნივერსიტეტის რექტორ ივანე ჯავახიშვილს, ისტორიკოს სარგის კაკაბაძესა და ეთნოგრაფ პავლე ინგოროყვას.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ლი მაისიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის 1920 წლის ბრძანებით ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს გიმნაზიის მასწავლებელ ელისაბედ დავითის ასულ აბდუშელიშვილს ფრანგული ენის საშუალო სასწავლებლის მასწავლებლის წოდება მიანიჭეს და დაამტკიცეს იმავე თანამდებობაზე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის მაისში სოფ. რუისში გაიმართა ფრონტის დღე. აირჩიეს ფრონტის კომიტეტი და მის ხელმძღვანელად – სოფლის მოძღვარი დ. სალარიძე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის პირველი მაისიდან თელავის ვაჟთა გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად დროებით მაქს კარლოს ძე ანდრეევი დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
განათლების სამინისტროს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ სენაკის სამაზრო ერობას შუამდგომლობის პასუხად აცნობა, რომ 1920 წლის პირველი მაისიდან ფედოსია ანჯაფარიძე ონტოფოს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობაზე დამტკიცდა.