რეგისტრირებული ფაქტები93101
სორტირება თარიღი კლებადობით
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წელს ილიკო წივწივაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ძველი შემადგენლობის თანამოაზრე იყო.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წელს სილიბისტრო თოდრია საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს საქართველოს კათოლიკოს პატრიაქმა ამბროსიმ გენუის კონფერენციის წარმომადგენლებს გაუგზავნა მიმართვა, რომელშიც აღწერილი იყო საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა.
1922
ტიპი: გარდაცვალება
1922 წელს მთელი წლის განმავლობაში რეპრესიები მძვინვარებდა კახეთში, სიღნაღის მაზრის სოფ. ჯუგაანში გლეხი გელაშვილი წითელარმიელებმა გაძარცვეს და ცოლშვილიანად გაჟლიტეს, ერთი ოჯახიდან 17 კუბო გაიტანეს.
1922
ტიპი: გარდაცვალება
1922 წელს ოზურგეთის ჩეკას თავმჯდომარემ თავისი ხელით დახვრიტა ათი პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი მამულაიშვილი.
1922
ტიპი: ნასამართლეობა
1922-1923 წლებში ჩეკაში წამების დროს ჭკუაზე შეიშალნენ სტუდენტები კირილე წილოსანი და მიხა ტუღუში.
1922
ტიპი: ნასამართლეობა
1922-1923 წლებში ნაწამებთა შორის იყო მუშა გიორგი მუჯირიშვილი, რომლის ბინაში აღმოაჩინეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი სტამბა. მას გვერდები ჩაუმტვრიეს და შემდეგ დასაშინებლად, ვითომ დასახვრეტად, საბურთალოზე წაიყვანეს. ეს არ აკმარეს, განთავისუფლების შემდეგ ხელმეორედ დააპატიმრეს და მეორედ წამებისას ჭკუაზე შეიშალა.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922-1923 წლებში ვარდენ წულუკიძე ანტიბოლშევიკური და ანტისაოკუპაციო შეთქმულების „სამხედრო ცენტრის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს ხევსურეთში პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და კოტე აფხაზის მეთაურობით აჯანყება მოეწყო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლიდან ივანე ყაზბეგი ქართველ ოფიცერთა ჯგუფთან ერთად შევიდა პოლონეთის არმიაში, სადაც იქ კონტრაქტით მსახურობდა.
1922
ტიპი: ორგანიზაცია
ვასილ ჩიტაიშვილი 1922 წლიდან იყო მენშევიკური ორგანიზაციის კომიტეტის წევრი. მას არაერთი პარტიული მეტსახელი ჰქონდა: გლახუნა, აბრაგი, თარხანი, ბათუმში მოღვაწეობის დროს იცნობდნენ სახელით „მოუსვენარი“, ხოლო თბილისის ცენტრს უკავშირდებოდა მეტსახელით „კატო“.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს კოტე აფხაზისა და პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობით მოხდა აჯანყება ხევსურეთში, რომელმაც, მიუხედავად დამარცხებისა, საგრძნობი ზიანი მიაყენა საბჭოთა საოკუპაციო ჯარს.
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წელს კოტე აფხაზი თანამოაზრეებთან ერთად იყო საქართველოს ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე საქართველოს „დამოუკიდებლობის კომიტეტი”) შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი.
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წელს კოტე აფხაზის თაოსნობით შეიქმნა დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო ცენტრი“.
1922
ტიპი: ღონისძიება
როსტომ მუსხელიშვილს ეკუთვნოდა 1922 წლის დუშეთის მაზრის აჯანყების გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა წითელი არმიის მთიულეთში შეტყუებას და იქ სრულ განადგურებას.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის დუშეთის მაზრის აჯანყების გეგმა უნდა მოეყვანათ სისრულეში ქაქუცა ჩოლოყაშვილის, შალვა ფავლენიშვილისა და ლაშქარაშვილის რაზმებს.
1922
ტიპი: გარდაცვალება
გარკვეული ცნობებით, სტეფანე ახმეტელაშვილი მოკლეს რიაზანის საკონცენტრაციო ბანაკში, 1922 წელს. ოფიციალური ვერსიით გარდაიცვალა ტიფით. მისი საფლავი არ არსებობს.

