რეგისტრირებული ფაქტები81763
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 4 ნოემბრის გაზეთ „ცნობის ფურცლის" მიხედვით, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის სახელმწიფო მოღვაწეობის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად ქალაქის გამგეობის საგანგებო კომისიამ თბილისში ახალი ოთხკლასიანი სასწავლებლისა და რამდენიმე სტიპენდიის დაარსება დაადგინა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებელ გრიგოლ გოლიცინს აბასთუმნის სამკურნალო წყლების მართვა-გამგეობა დაექვემდებარა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 5 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებლის საგანგებო მინდობილობათა მოხელე დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი უცხოეთიდან თბილისში დაბრუნდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 27 აგვისტოს ქართულ თეატრში მიხეილ ქორელის თავმჯდომარეობით გამართულმა მსახიობთა კრებამ დაადგინა, მსახიობთა ჯამაგირიდან 1% ომიანობის გამო დაზარალებულთა სასარგებლოდ გადაედოთ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 27 აგვისტოს ქართულ თეატრში მიხეილ ქორელის თავმჯდომარეობით მსახიობთა კრება გაიმართა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 27 აგვისტოს ქართულ თეატრში გამართულ მსახიობთა კრებაზე ქართულმა დრამატულმა დასმა აირჩია პრეზიდიუმის წევრები: ეფემია მესხი, ალექსანდრე იმედაშვილი, პლატონ კორიშელი, არეთა ლოლუა და გოგი ფრონისპირელი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 აგვისტოს ქართულ თეატრში გამართულ დრამატული საზოგადოების გამგეობისა და დასის წევრების I კრებას ესწრებოდნენ დამსახურებული მსახიობები: ვასილ აბაშიძე, ეფემია მესხი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, მიხეილ ქორელი, ალექსანდრე წუწუნავა და სხვ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 აგვისტოს ქართული თეატრის ფოიეში გამართული დრამატული საზოგადოების გამგეობისა და დასის წევრების I კრების თავმჯდომარე იყო პავლე იოსების ძე თუმანიშვილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 აგვისტოს ქართულ თეატრში გამართულ დრამატული საზოგადოების გამგეობისა და დასის წევრების პირველ კრებას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები: იოსებ ბარათაშვილი, იოსებ გედევანიშვილი, დიმიტრი დუმბაძე, შალვა მესხიშვილი, შალვა მიქელაძე.