რეგისტრირებული ფაქტები88251
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მოსე ივანეს ძე თოიძე, დიმიტრი ირაკლის ძე შევარდნაძე, ლადო დავითის ძე გუდიაშვილი, ხალილ მუსაევი და სხვ. მხატვრები დავით გარეჯში გაემგზავრნენ ძველი ფრესკების გადმოსახატად.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 19 აპრილს ბაქოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დრამატულმა სექციამ წარმოადგინა ოთხმოქმედებიანი დრამა „მამულ-დედული“, რომელშიც მონაწილეობდნენ ნინო ჩხეიძე, ელო ანდრონიკაშვილი, შალვა დადიანი, შალვა ხონელი, მ. მატარაძე, ანტონ ჭუმბურიძე, ე. მ. წულუკიძისა, მარიამ ნაკაშიძე, ჭრელაშვილი და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის აპრილში ანასტასია ხელაძისამ სხვიტორში აკაკის სახ. სკოლის ასაგებ ფონდს მანეთი შესწირა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის აპრილში ანასტასია ხელაძისამ ქართული თეატრის ასაგებ ფონდს მანეთი შესწირა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ივანე როსტომაშვილმა გამოსცა იაკობ ფანცხავას თარგმნილი ფერიერის „დარვინიზმი“.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის შემოდგომაზე ქუთაისში გამართულ მეურნეთა ყრილობაზე თავმჯდომარედ იაკობ ფანცხავა აირჩიეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, იაკობ ფანცხავამ დატოვა საადგილმამულო ბანკის თბილისის განყოფილების გამგის თანამდებობა.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911-1912 წლებში იაკობ ფანცხავა იყო საადგილმამულო ბანკის თბილისის განყოფილების გამგე.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის აგვისტოში ქუთაისის საადგილმამულო ბანკის გამგეობამ და ზედამხედველმა კომიტეტმა იაკობ ფანცხავა თბილისში მიავლინა ამავე ბანკის თბილისის განყოფილების გამგედ.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის მაისში იაკობ ფანცხავა ქუთაისის მიხეილის სახელობის საადგილმამულო ბანკის გამგეობის წევრად აირჩიეს.

