რეგისტრირებული ფაქტები90611
სორტირება თარიღი კლებადობით
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 13 თებერვალს სიმონ ლუკას ძე გაბრიჭიძეს საკუთარი ბინიდან, ვერის დაღმართი N21 ქაშვეთის ეკლესიაში გადაასვენებდნენ და იმავე დღეს ვერის წმ. ნიკოლოზის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 12 თებერვალს ალექსანდრე ჩხეიძემ ტაბახმელისკენ მიმავალ იუნკერთა სკოლის სტუდენტებს უბრძანა ბოტანიკურ ბაღთან შესვენება და ახლობლებთან გამომშვიდობება.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 12 თებერვალს იუნკერთა სკოლის სტუდენტები პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის თაოსნობით ტაბახმელისკენ გაემართნენ.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 12 თებერვალს თამარა გიორგის ასულ ერისთავს საჩხერის ტაძრის გალავანში დაკრძალავდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, საზოგადოების ბათუმის განყოფილებისთვის ეთხოვათ ნ. ლაშხიას შესახებ ცნობების მიწოდება.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 თებერვლის ღამეს ვალერიან თევზაძეს შეატყობინეს, რომ ბორჩალოს რაიონიდან ბოლშევიკები შეტევაზე გადმოვიდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 თებერვალს ვალერიან თევზაძე ქართულ დრამატულ თეატრში სპექტაკლ „სამშობლოს“ დაესწრო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 თებერვალს, როცა ნიკოლოზ მათიკაშვილი იუნკერთა სასწავლებლის შესასვლელთან მორიგეობდა, დილის 6 საათზე კართან ვიღაც მივიდა და უთხრა, რომ სომხეთის ჯარი შეტევაზე გადმოვიდა და სკოლის დირექტორისთვის შეეტყობინებინა.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ ირაკლის ძე ამირეჯიბი თამარა გიორგის ასულ ერისთავის შვილი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნესტორ დავითის ძე ერისთავი თამარა გიორგის ასულ ერისთავის მეუღლე იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 10 თებერვალს სოფიო ილარიონის ასულ გოგნიაშვილს ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის გალავანში დაკრძალავდნენ.

