საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81814

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ინჟინერმა სულპიცკიმ ქუთაისის გუბერნიაში ნავთის საბადოები აღმოაჩინა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მამასახლისი პ. თოხაძე სოფელ აკეთში ქალთა სკოლის გახსნას გეგმავდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სუფსის მეეტლეთა ამხანაგობის გამგის, ბ. შ. კომახიძის განცხადება, რომ სუფსის რკინიგზის სადგურში ეტლები მატარებლების განრიგის შესაბამისად იმოძრავებდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა თ. შ. ტუსიშვილის, ვლადიმერ ბარათაშვილისა და ალექსანდრე შმოვანოვის საქმე, რომელთაც დავით გაბაშვილის მკვლელობაში ედებოდათ ბრალი.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფ. ჟორდანიას მეუღლემ, ოლგა აბაშიძემ, სოფელ ცაიშში ხელსაქმის შემსწავლელი სკოლა დააარსა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის გამოფენის სანადირო იარაღებისა და სხვ. განყოფილების გამგემ, ნიკოლოზ ივანეს ძე მარქაროვმა გამოფენის კომისარს განცხადებით მიმართა, რომ მის განყოფილებაში ბევრი ძვირფასი ნივთი იყო გამოფენილი, პავილიონი კი ცეცხლის გაჩენისაგან დაცული არ იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 17 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ იოსების ძე სირბილაძის თხზულება „ტანჯვა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 10 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე წერეთლის სტატიის „რას უქადის ხელოვნებას მომავალი“ II ნაწილი.

1914

ტიპი: განათლება

1914 წლის 17 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა არტემ ფანცულაიას წერილი „პროვინციის თეატრის ავ-კარგი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 17 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სამსონ პლატონის ძე დადიანის წერილი „დროული დაპირება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 17 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი შარვაშიძის უსათაურო ლექსი („შენ იცნობ, ძმაო, ქვეყანას ერთსა“).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 17 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ირაკლი დიდიძის თხზულება „იქ“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 17 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მათე არონის ძე იანქოშვილის სტატია „ომი ჰაერში“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის აგვისტოში ქუთაისის თეატრის ახალი სცენისთვის დეკორაციები ფრანც ნოვაკმა შექმნა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ირაკლი დიდიძის თხზულება „იქ“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სამსონ დადიანის სტატია „ომი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ირაკლი დიდიძის თხზულება „შორს“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ირაკლი დიდიძის თხზულება „ბრძოლის ველი“ (სურათი ბალკანეთის ომიდან).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის (არიმათიელის) სტატია „ჟან-ლეონ ჟორესი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 10 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სამსონ პლატონის ძე დადიანის წერილი „ომიანობა“.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ი. დარუაშვილი, გ. იორდანაშვილი, ი. მოსაშვილი, რ. ნასიძე, გ. ხატისკაცი და ა. შ. მოძრავი დასის ამხანაგობის წევრები იყვნენ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 3 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე წერეთლის სტატია „რას უქადის ხელოვნებას მომავალი“.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წლის 4 აპრილს თბილისის სამოსამართლო პალატამ განიხილა დუშეთის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის უფროსის, მალაქია ცხვედაძის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმე და მისთვის ზოგიერთი უფლების ჩამორთმევა და 2 წლით პატიმართა გამოსასწორებელ რაზმში გაგზავნა გადაწყვიტა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 23 მაისს, გაზეთ "დროების" ცნობით, არშაკ ტერ-გუკასოვის ლეგიონმა ყარა-კილისი აიღო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 9 მაისს გენერალმა დეველმა და მისმა ჯარმა ყარსის ახლომახლო ადგილები და სიმაგრეები დაათვალიერა.