საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81819

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 13 ოქტობრის „დროების” ცნობით, ქუთაისში გამოიცემოდა ვასილ აბაშიძის ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ცოლი თუ გინდა, ეს არის“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 17 ივლისს ქართველ მომღერალთა გუნდმა, რომლის ლოტბარიც იყო ძუკუ ლოლუა, კონცერტი გამართა.

1856

ტიპი: თანამდებობა

1856-86 წლებში ზაქარია იოანეს ძე სოფრომაძე ძიროვნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს სოფრომ მგალობლიშვილი და მარიამ დემურია ავჭალის სახალხო აუდიტორიაში მუშაობდნენ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ზაფხულში მომღერალთა 25-კაციანი გუნდი, რომლის ლოტბარის იყო ძუკუ ლოლუა, დასავლეთ საქართველოში მართავდა კონცერტებს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ზაფხულში მომღერალთა 30-კაციანი გუნდი, რომლის ლოტბარი იყო მიხეილ კავსაძე, აღმოსავლეთ საქართველოში მართავდა კონცერტებს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889-1901 წლებში ნიკოლოზ იესეს ძე გაბელაშვილი ძმუისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აგვისტოში ვალერიან შალიკაშვილი ქუთაისში დაბრუნდა და ზამთრის თეატრალური სეზონისთვის დაიწყო მზადება.

1838

ტიპი: თანამდებობა

1838 წელს იოანე დარახველიძე ძმუისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901-1902 წლებში ბიქტორ მიხეილის ძე ჯაფარიძე ძმუისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს მესამე დასელებმა ილია ჭავჭავაძის თხზულებები ნაძალადევში საჯაროდ დაწვეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 10 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის სტატია „ჩვენი გზა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 10 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სეზმან ბატკუაშვილის თხზულება „განთიადისას“.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს გიგო გელიკურაშვილს სცენაზე მოღვაწეობის 20 წლის იუბილე გადაუხადეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 10 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო გურულის სტატია „მომღერალ გუნდთა მოგზაურობა ქართლში“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 10 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით კილოსანიძის ეტიუდი „ნანა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 10 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით თურდოსპირელის მოთხრობა „მგოსნის სიყვარული“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 ივლისს ხაშურში ქართველ მომღერალთა გუნდმა მიხეილ კავსაძის ლოტბარობით კონცერტი გამართა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ზაფხულში სიღნაღის კლუბში ნიკო გვარაძის რეჟისორობითა და იოსებ ჟივიძის ხელმძღვანელობით ყოველ შაბათ-კვირას წარმოდგენები იმართებოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 10 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის წერილის „ქართველ მწერალთა წერილები“ (ილია ჭავჭავაძე) XII ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 10 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ ხოტეტიშვილის სტატია „გ. ქუჩიშვილი“

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 10 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის თხზულება „ცოცხალი თევზი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 10 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ტრიფონ რამიშვილის სამოქმედებიანი დრამის „დედინაცვალი“ V ნაწილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში მსახიობი გიორგი იშხნელი ჯარში გაიწვიეს.