რეგისტრირებული ფაქტები90615
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 28 ივლისს ხონის თეატრში მარო მდივნის საბენეფისზე პოლიევქტოს კალანდაძის (ირეთელის) „ქრისტინე“ წარმოადგინეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 აგვისტოს სურამის საკრებულოს ბაღში გამართულ სალიტერატურო საღამოზე ნოე ჩხიკვაძემ ლექსები წაიკითხა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 14 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ისტორიკოსი თედო ჟორდანია ავად იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 27 ივლისს ახალ სენაკში წარმოადგინეს ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის „მეგობრობა“ ვალერიან გუნიას მონაწილეობით.
1861
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ეკატერინე ივანეს ასული ფორაქაშვილი 1861 წლის 27 იანვარს თბილისში დაიბადა.
1929
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1929 წელს პენსიაზე გასვლისას იაკობ ფანცხავას საპენსიო თანხა, 210 მანეთი, მთლიანად ფარავდა მის პირად ხარჯებს.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წელს პენსიაზე გასული იაკობ ფანცხავას ანაზღაურება პასუხისმგებელი მუშაკის ანაზღაურების მიხედვით იცვლებოდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს იაკობ ფანცხავამ პირნათლად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა − ქუთაისისა და ქუთაისის გუბერნიის ბანკების სრული ლიკვიდაცია.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 31 ოქტომბერს ა.ნ. სულთან-კრიმგირეის თავმჯდომარეობით გაიმართა პურის ვაჭრობის მომწესრიგებელი კომისიის კრება.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 31 ოქტომბერს პურის ვაჭრობის მომწესრიგებელი კომისიის კრებას დაესწრნენ პ. ს. ღამბაროვი, ალექსანდრე ქალანთარი, გიორგი ჟურული და ივანე თაიროვი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს იაკობ ფანცხავამ ქუთაისის ქალაქის თვითმართველობას წარუდგინა ვრცელი მოხსენება მისი გამუდმებული დაბეზღების შესახებ ჟანდარმერიაში, გუბერნატორსა და მეფისნაცვალთან.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს ჟანდარმერიამ სამხილების არარსებობის მიუხედავად მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს იაკობ ფანცხავას არაკეთილსაიმედოობის შესახებ ამცნო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის მაისში ჩხრეკის შედეგად ჩამორთმეული წიგნები ჟანდარმერიის სამმართველომ იაკობ ფანცხავას უკლებლივ დაუბრუნა, რადგან მას უფლება ჰქონდა ყველანაირი, თუნდაც სხვებისთვის აკრძალული წიგნიც კი შეეძინა თითო ეგზემპლარად.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის ნოემბერში იაკობ ფანცხავასთვის ქუთაისის ქალაქისთავად დანიშვნაზე უარის თქმის მიზეზი ჟანდარმერიის მიერ მისი ხელმეორედ გაჩხრეკა გახდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს იაკობ ფანცხავამ უარი თქვა თეოდოსიის სახბანკის განყოფილების კონტროლიორის თანაშემწედ დანიშვნაზე.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ნიკოლაევის სახბანკის გამგემ იაკობ ფანცხავას ფინანსთა მინისტრის განკარგულება წარუდგინა, რომლის საფუძველზეც იგი ქალაქ თეოდოსიის სახბანკის განყოფილების კონტროლიორის თანაშემწედ ინიშნებოდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს იაკობ ფანცხავამ თბილისის სახბანკის კანტორის გამგეს გადასცა წერილობითი უარი, რომელიც ეხებოდა მის გამგზავრებას ქალაქ პერმში და იქ ბანკის ბუღალტრად მუშაობას. მისი წერილობითი განმარტება გამგეს ფინანსთა მინისტრისთვის უნდა გადაეცა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს, მას შემდეგ რაც საფილოქსერო ექსპერტის თანაშემწის თანამდებობაზე არ დაამტკიცეს, იაკობ ფანცხავა სამსახურიდან წავიდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს იაკობ ფანცხავა თბილისში ეძებდა სამსახურს, რადგან უმუშევრობის გამო ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.

