რეგისტრირებული ფაქტები93093
სორტირება თარიღი კლებადობით
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, გენერალ-გუბერნატორ ბენიამინ ჩხიკვიშვილის N20 ბრძანებით, შინაგან საქმეთა კანცელარიის დირექტორი სიმონ პეტრეს ძე გეგელაშვილი გენერალ-გუბერნატორის თანაშემწედ დაინიშნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 თებერვლის „ერთობის“ ცნობით, გაზეთის რედაქციას ფრონტის ფონდისთვის თანხა გამოუგზავნეს: თინათინ თარალაშვილმა და ვარა თაბუაშვილმა 1500-1500 მანეთი, აგრაფინა ბაბუნაშვილისამ, სონა ჯანაშვილისამ, ვარა ნონიევისამ, ნინო ვახტანგოვისამ და ლიზა მელიქიშვილისამ 2000-2000 მანეთი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 თებერვლის „ერთობის“ ცნობით, გაზეთის რედაქციას ფრონტის ფონდისთვის თანხა გამოუგზავნეს: დავით იაგორის ძე კალანდაძემ და სილოვან ბაბუნაშვილმა 500-500 მანეთი, იოსებ თარალაშვილმა, აქვსენტი ჯანგველაძემ, იოსებ მელიქიშვილმა და დათიკო ვახტანგოვმა - 3000-3000 მანეთი, ხოლო თაბუაშვილმა - 2000 მანეთი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 თებერვალს გენერალმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გენშტაბს შეატყობინა, რომ ბოლშევიკების ცხენოსანთა ჯარი კოჯრის მხრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მიიწევდა და იქიდან თბილისში შესვლას შეეცდებოდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 თებერვალს სამხედრო საბჭოს მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ კოჯრის მიმართულებით მზვერავი რაზმი გაგზავნა, რათა შეემოწმებინა, ბოლშევიკები თბილისს ხომ არ უახლოვდებოდნენ. მზვერავებმა ამ მიმართულებით მტერი ვერ ნახეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 თებერვალს ქართული ჯარი გიორგი კვინიტაძის მეთაურობით ბოლშევიკებთან საბრძოლველად ხაშურში განლაგდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 თებერვალს გამართული თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე იყო ნოე ჟორდანია.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25-26 თებერვალს გიორგი კვინიტაძემ ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად არდაგნის რაიონში, ოსმალეთის საზღვართან, დაყენებული ორი პოლკი მოხსნა და ხაშურში ჩამოიყვანა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 თებერვალს სამხედრო საბჭოს მხედართმთავარმა გიორგი კვინიტაძემ თავდაცვის საბჭოს შესთავაზა, თბილისი დაეტოვებინათ, მცხეთამდე დაეხიათ და იქიდან ჩაეკეტათ მტრისთვის გზა. საბჭომ კვინიტაძის წინადადება მიიღო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 თებერვალს იუნკრებს – ნიკოლოზ მათიკაშვილს, გიორგი ლომკაცს და მელიქ სომხიანცს დაევალათ, გვარდიელთა ათასეულის უფროსისთვის უკან დახევის ბრძანება გადაეცათ და შემდეგ თბილისის გავლით მცხეთაში ჩასულიყვნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 24 თებერვალს ტაბახმელის რვაკილომეტრიან მონაკვეთს გადარჩენილ იუნკერთა ორი ჯგუფიღა იცავდა – კაპიტან დავით მაჭავარიანისა (თორმეტკაციანი) და კაპიტან ალექსანდრე ალავიძისა (რვაკაციანი).
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 24 თებერვალს ბოლშევიკები უტევდნენ ფრონტის მარჯვენა ფრთას, რომელსაც გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი მეთაურობდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 24 თებერვალს პოლკოვნიკი ნიკოლოზ გედევანიშვილი გენერალ არტემ ჯიჯიხიას ნაცვლად ბოლშევიკების წინააღმდეგ ომში ფრონტის მარცხენა ფრთის უფროსად დაინიშნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
ილია ოდიშელიძემ 1921 წლის 24 თებერვალს მთავარსარდალ გიორგი კვინიტაძესთან გამართულ თათბირზე რუსეთის დავდასხმის შემდგომ შექმნილი ვითარება გააანალიზა და სამომავლო მოქმედების მიმართულებები დასახა.
1921
ტიპი: ღონისძიება
ილია ოდიშელიძე ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც 1921 წლის 24 თებერვალს გენერალ გიორგი კვინიტაძის მიღებულ გადაწყვეტილებას ქალაქის დატოვების შესახებ შეეწინააღმდეგა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 24 თებერვალს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ თბილისის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 23 თებერვალს გენერალმა გიორგი კვინიტაძემ და ვალერიან თევზაძემ ბოლშევიკების შეტევის შემდეგ ფრონტის მარცხენა ფრთა დაათვალიერეს.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 თებერვალს იუნკერ პავლე იაკობაშვილს მიხეილის საავადმყოფოდან გამოასვენებდნენ და დაკრძალავდნენ.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუნკერი პავლე იაკობაშვილი ბრძოლის ველზე დაიღუპა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პავლე იაკობაშვილი იუნკერი იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 თებერვალს იუნკერთა ასეულის კაპიტან ირაკლი თოიძეს მიხეილის საავადმყოფოდან გამოასვენებდნენ და დაკრძალავდნენ.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუნკერთა ასეულის კაპიტანი ირაკლი თოიძე ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

