რეგისტრირებული ფაქტები86196
სორტირება თარიღი კლებადობით
1954
ტიპი: ორგანიზაცია
1954 წელს „ქართველ მხედართა ორგანიზაციის“ პოლიტიკური ხასიათიდან გამომდინარე ილია კუჭუხიძე მიიჩნევდა, რომ გაწევრიანების თაობაზე უნდა მოლაპარაკებოდა ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პარტიას.
1954
ტიპი: ღონისძიება
1954 წელს მარიამ ბარათაშვილი აირჩიეს საკავშირო უმაღლესი საბჭოს IV მოწვევის დეპუტატად.
1954
ტიპი: ნასამართლეობა
1954 წელს დაავადებული გრიგოლ იაშვილი საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სპეციალური ბანაკიდან გამოვიდა.
1954
ტიპი: ღონისძიება
1954 წელს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ბანაკიდან გამოსული გრიგოლ იაშვილი ძმასთან, სიმონთან, თბილისში ჩამოვიდა.
1954
ტიპი: თანამდებობა
1954 წელს ალექსანდრე კავკასიძე კარლ მარქსის სახელობის სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე იყო სამეცნიერო დარგში.
1954
ტიპი: გარდაცვალება
1954 წელს ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელი ამბროსი გაბრიელის ძე ფოფხაძე გარდაიცვალა.
1953
ტიპი: გარდაცვალება
1953 წლის 4 დეკემბერს ცხრუკვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოსებ ნიკოლოზის ძე წერეთელი გარდაიცვალა.
1953
ტიპი: გარდაცვალება
1953 წლის 29 ნოემბერს ცხმორის მთავარანგელოზ გაბრიელის ეკლესიის მღვდელი ანთიმოზ ექვთიმეს ძე მაისურაძე გარდაიცვალა.
1953
ტიპი: ავტორობა
1953 წლის 13 ნოემბერს საგამომცემლო სამმართველოს უფროსმა, დ. კომახიძემ ქრისტინე შარაშიძეს აცნობა, რომ საქართველოს სსრ კულტურის მინისტრის სახელზე დაწერილი განცხადების პასუხად ნაშრომი „ვახტანგ მე-6-ეს სტამბის 240 წელი“ შეიტანეს გამომცემლობა „ტექნიკა და შრომის“ 1954 წლის თემატურ გეგმაში.
1953
ტიპი: ავტორობა
1953 წლის 29 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა ოქმი N-8, რომელიც ეხებოდა ქრისტინე შარაშიძის მიერ მომზადებული „საქართველოს ისტორიის საბუთების XII-XVIII სს“ დამტკიცებასა და გაგზავნას საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის რედგამსაბჭოში.
1953
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის 1953 წლის საგამომცემლო-მოსამზადებელი გეგმით, მუზეუმის შრომების რედაქტორებად დაინიშნენ ქრისტინე შარაშიძე და ილია აბულაძე.