საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93081

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საწყობის აღწერის კომისიის არჩევის საკითხი. გამგეობამ დაავალა პრეზიდიუმს საწყობის აღმწერის დაქირავება და აღწერის აქტის შემდეგ სხდომაზე წარდგენა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „კიაზიმ ბეის სიტყვა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „ჩერუტტის სიტყვა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „ულ. რაუშერის სიტყვა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „კოლ სტოქსის სიტყვა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა წერილი „სერ. ქავთარაძე“ (რუსეთის ს. ფ. ს. რ. წარმომადგენლობის პირველი მრჩეველი).

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს კიაზიმ ბეი იყო ოსმალეთის დიდი ეროვნული ყრილობის მთავრობის წარმომადგენელი საქართველოში.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ვიტორიო ჩერუტი იყო იტალიის ელჩი საქართველოში.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ექვთიმე თაყაიშვილის წერილი „სიძველეთა დაცვა“ (გაგრძელება).

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მიხეილ ჯავახიშვილის წერილი „ბრძოლის ასპარეზი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“გამოქვეყნდა რ. ინგილოს წერილი „წითელი სომხეთის შემოტევა“.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 15 თებერვალს სოფელ ახალშენში ვერა გაბრიელის ასულ რატიშვილი-წინამძღვრიშვილის წლის წირვა და საფლავის კურთხევა გაიმართებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14-15 თებერვალს იუნკერთა სკოლის სტუდენტები ალექსანდრე ჩხეიძის ხელმძღვანელობით ტაბახმელაში განლაგდნენ, 16 თებერვალს კი ტაბახმელის საზღვრებს ბოლშევიკები მიადგნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 13 თებერვალს მეჰმედ ედიბმა ანკარის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისწერა, მუდმივად მიეწოდებინათ მისთვის ინფორმაცია ანკარაში საქართველოს საელჩოს მოთხოვნათა შესახებ, რათა საქართველოს მთავრობის მოწოდებებისთვის წინააღმდეგობა გაეწია.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 13 თებერვალს ვლადიმერ ლენინმა სერგო ორჯონიკიძეს მისწერა, რომ საბჭოების ყრილობას საქართველოს წითელი არმიის გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიეღო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 13 თებერვალს სიმონ ლუკას ძე გაბრიჭიძეს საკუთარი ბინიდან, ვერის დაღმართი N21 ქაშვეთის ეკლესიაში გადაასვენებდნენ და იმავე დღეს ვერის წმ. ნიკოლოზის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 12 თებერვალს ალექსანდრე ჩხეიძემ ტაბახმელისკენ მიმავალ იუნკერთა სკოლის სტუდენტებს უბრძანა ბოტანიკურ ბაღთან შესვენება და ახლობლებთან გამომშვიდობება.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 12 თებერვალს იუნკერთა სკოლის სტუდენტები პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის თაოსნობით ტაბახმელისკენ გაემართნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 12 თებერვალს თამარა გიორგის ასულ ერისთავს საჩხერის ტაძრის გალავანში დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი გრიგოლ ვეშაპელი) მოხუცის ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „მწარე ფიქრები“ (ნაწილი 13, ცხოვრება და თეორია).

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ვარამ გაგელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ტიციან ტაბიძის წერილი „განათლებისა და კულტურის საქმე“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნატალია გიგაური-გაბაშვილის წერილი „დ. ბ. ხელთუფლიშვილი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა შალვა ამირეჯიბის „წერილები თეთრი დარბაზიდან“ (წერილი პირველი).

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დათა ვაჩნაძის წერილი „ადმინისტრაციის ბოროტმოქმედებანი კახეთში“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ტიტე მარგველაშვილის წერილი „ერობების უფლებათა განსაზღვრა“.