რეგისტრირებული ფაქტები80982
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს შიო არაგვისპირელის „ჩემო შვინდავ“ „ჯეჯილმა“ ავტორს უკან დაუბრუნა, როგორც უვარგისი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს ნინო ტატიშვილი-ყიფიანისა მონაწილეობდა მის მიერ ქვიშხეთში დაარსებული დრამატული წრის წარმოდგენებში.
1885
ტიპი: მფლობელობა
1885 წელს მუხრანსკი თბილისში ფლობდა სახლს, სადაც განთავსებული იყო „ჩიტოს“ საპარიკმახერო.
1907
ტიპი: ნასამართლეობა
1907 წელს თედო სახოკია გაასამართლეს საქართველოში აჯანყებისათვის იარაღის შემოტანის ბრალდებით და ციმბირში (ირკუტსკის გუბერნიაში) სამუდამო საცხოვრებლად გადაასახლეს.
1884
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1884-1885 წლებში შიო დედაბრიშვილი თბილისის სასულიერო სემინარიაში ყველაზე მეტად იოსებ (სოსო) ლაღიაშვილთან მეგობრობდა.
1884
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1884 წელს თბილისის სასულიერო სემინრიაში სწავლის პერიოდში თედო სახოკია შიო დედაბრიშვილის მეშევეობით დაუახლოვდა სოსო ლაღიაშვილს.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-1885 წლებში სოსო ლაღიაშვილის მამა, იაკობ ლაღიაშვილი მარტვილში მუშაობდა მასწავლებლად.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-1885 წლებში სოსო ლაღიაშვილის მამა, იაკობ ლაღიაშვილი სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელი იყო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლებში, თბილისის სასულიერო სემინრიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკიას ერთი წლით უფროსი მოსწავლეები, შიო დედაბრიშვილი და სოსო ლაღიაშვილი „აკრძალული წიგნებით“ ამარაგებდნენ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში თედო სახოკიას სწავლის პერიოდში, სემინარიის უმეტესობა სააღდგომოდ შინ ბრუნდებოდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკია და მიხა ცხაკაია თვეში თითო თუმანს უხდიდნენ ვანო ადამიას ოთახსა და კვებაში.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს სემინარიის მეექვსეკლასელი მიხა ცხაკაია პასნიონიდან „არაკეთილსაიმედოობის“ გამო დაითხოვეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს თედო სახოკია სემინარიის პანსიონიდან კერძო ბინაში გადავიდა საცხოვრებლად.