საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88290

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ ქ. ზესტაფონის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტი მწუხარებით იუწყებოდა ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძის გარდაცვალებას. გარდაცვლილს დაკრძალავდნენ ქ. ზესტაფონში, 31 აგვისტოს, წმინდა ნინოს ეკლესიაში.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მედეა ტრიფონის ასული ნიორაძე ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძის ქალიშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლეო ტრიფონის ძე ნიორაძე ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძის ვაჟი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარ ტრიფონის ასული ნიორაძე ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძის ქალიშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ნესტორ გაბრიელის ძე გვამიჩავას მეუღლე ავგუსტა ანდრიას ასული გვამიჩავა იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზესტაფონში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძე გარდაიცვალა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ნესტორ გაბრიელის ძე გვამიჩავა ჟორჟიკ ნესტორის ძე გვამიჩავას მამა იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 აგვისტოს ზნაკვის საზოგადოების კომისარიატში მოწვეულ საზოგადოების მიტინგზე პროპაგანდისტმა პ. საღარაძემ საქართველოს თანამედროვე საგარეო და საშინაო მდგომარეობაზე მოხსენება წაიკითხა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს კონსულმა, ს. პაიჭაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოახსენა ყუბანისა და დონის ოლქებში და სტავროპოლის და შავი ზღვის გუბერნიებში მცხოვრებ ქართველთა მდგომარეობის შესახებ, რომ მათ დევნიან, ხშირად ირღვევა ჩიჩერინის დეკრეტი უცხოელთა უფლებებების შესახებ. პაიჭაძემ სამინისტროს მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ზომების მიღება სთხოვა.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საგანგებო სარევიზიო კომისიამ გორის მაზრაში აგრარული კომისიების 1918-1919 წლის ნამუშევარში ყალბი საბუთების შედგენის ბრალდებით პასუხისგებაში მისცა დავით ქაიხოსროს ძე ქარუმიძე, მიხეილ ვლადიმერის ძე ჩიკოიძე, ვლადიმერ ნიკოლოზის ძე ჩიკოძე, მღვდელი სეით გამრეკელი, სიმონ ყანჩაველი და სხვ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობაში“ თბილისის მეოთხე რაიონის სახ. გვარდიის შტაბი იმ გვარდიელთა – პლატონ ამბაკოს ძე კალანდაძე, ნოე გიორგის ძე ბაქრაძე, შალვა ირაკლის ძე გოგიბერიძე – საყურადღებოდ, რომლებიც შვებულებიდან დროზე არ დაბრუნდნენ, აცხადებდა, რომ თუ ათ დღეში არ დაბრუნდებოდნენ, ან შტაბს საპატიო მიზეზს არ აცნობებდნენ, დეზერტირებად გამოაცხადებდნენ და პასუხისგებაში მისცემდნენ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ სიმონ ივანეს ძე პაიჭაძე ყუბანის ოლქის, სტავროპოლისა და შავი ზღვის გუბერნიის (სოჭის და ტუაპსეს გამოკლებით) კონსულად დანიშნა. მისი უფლება დონის რაიონზეც გავრცელდებოდა. პაიჭაძეს სტავროპოლში უნდა ეცხოვრა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხინთიბიძე ეკატერინოდარში ვიცე-კონსულად დანიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ გადამდებ სნეულებასთან ბრძოლის სათავეში მდგომმა პროფესორმა შიროკოგოროვმა მოიარა ბათუმის მიდამოები ქობულეთამდე და გაარკვია, რომ ამ სენით ქალაქგარეთ ავად არავინ გამხდარა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობაში“ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სასწავლებელი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას. მათ მისცემენ ბინას, განათება-გათბობას და მსახურს. ხელს აწერს გამგე დ. გორთამაშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობაში“ გორის ფრონტის კომიტეტის თავმჯდომარე მ. კობერიძე მადლობას უცხადებს ქალაქის თვითმართველობას, რაიონის კოოპერატივის კავშირს და სხვ. ორგანიზაციებს თანხების შეწირვისთვის კომიტეტის გასაძლიერებლად. სულ შეგროვდა 76 670 მან.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ როსტოვში ვიცე-კონსულად ალექსანდრე ჩიქოვანი დანიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ არმავირში ვიცე-კონსულად გიორგობიანი დანიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

„ერთობაში“ დუშეთის სამაზრო ერობის გამგეობა ერობათა საყურადღებოდ აცხადებს, რომ ცენტრალური სტატისტიკური კომიტეტის სტატისტიკოსის, მიხეილ კეზელის სამსახურში მიღება სასურველი არ იყო, რადგან ის 1920 წლის 28 აგვისტოს უმოქმედობისა და უუნარობისთვის დაითხოვეს სამსახურიდან.

1920

ტიპი: ღონისძიება

„ერთობა“ ბეჭდავს წინანდლის სახ. მამულის მმართველობის (მოურავი ე. რამიშვილი) განცხადებას, რომ 1920 წლის 28 აგვისტოს მამულში დანიშნულია საჯარო ვაჭრობა მამულში ელექტრონის სადგურის, შეშის სახერხისა და წისქვილის მოსაწყობად.

1920

ტიპი: გარდაცვალება

გაზეთ „ერთობაში“ თბილისის მეორე რაიონის (ერთობის უბნის) სახალხო გვარდიის შტაბი იუწყება, რომ 1920 წლის 28 აგვისტოს აბასთუმანში გარდაიცვალა შტაბის ყოფილი წევრი და მდივანი, გვარდიელი გიორგი გუგუშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 აგვისტოს, დილის 6 სთ-ზე სასწავლო ფრენის დროს, სამხედრო მფრინავი, ლეიტენანტი კილტავა გაურკვეველი მიზეზების გამო ჩამოვარდა და მძიმედ დაშავდა. საღამოს პროფესორმა ტიხონოვიჩმა მას ფეხი მოაჭრა. იგი საერთო სისუსტის გამო გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვალერიან გაფრინდაშვილის წერილი „პოეტები ბოლშევიზიაში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გრიგოლ რობაქიძის ლექსი „ვალერიან გაფრინდაშვილს“, რომელიც მიუძღვნა პოეტს ლექს „მეცამეტე დაისის“ გამო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 აგვისტოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე ინახულა გერმანიის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა ფონ დრიუფელმა, რომელმაც იმ დღეებში საგარეო საქმეთა სამინისტროს თავისი რწმუნებულების ქაღალდი გადასცა.