რეგისტრირებული ფაქტები88290
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 10 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლად პოლონეთში დაინიშნა ნაფიცი ვექილი სიდამონ-ერისთავი, პირველ მრჩევლად კი – ვლადიმერ ბაქრაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ მომარაგების სამინისტროს მთ. რწმუნებულმა ქუთათელაძემ სამინისტროს შეატყობინა, რომ შემსყიდველებს დამზადებული აბრეშუმი სოხუმიდან, ოჩამჩირიდან, ფოთიდან და ბათუმიდან კონსტანტინეპოლით გააქვთ და ითხოვს, სათანადო ნებართვის გარეშე აბრეშუმის რკინიგზით გადატანა აიკრძალოს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 აგვისტოს „ერთობაში“ დუშეთის სამაზრო ერობის გამგეობამ სკოლების ინსტრუქტორ ექვთიმე მიქელაძეს საქმეების მოსაგვარებლად ერობაში სასწრაფოდ გამოცხადება სთხოვა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 10 აგვისტოს გაზეთი „ერთობის“ ცნობით, ყირიმში მცხოვრებ ქართველთა ცენტრალური ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ვ. ი. ბელისიძე თბილისში დაბრუნდა, რათა მთავრობისთვის 1000-მდე ქართველის მდგომარეობის შესახებ მოეთხრო, რომელთაგან ბევრს სამშობლოში დაბრუნება უნდოდა, მაგრამ ხელს გზის სიძვირე უშლიდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო-სახაზინო ნაწილის უფროსის ა. კანდელაკის განკარგულებით სოხუმის, ფოთის, სენაკის, შორაპნის, ახალციხის და სხვ. ხაზინათა რევიზიამ გამოარკვია, რომ ყველა ოპერაციის ანგარიში და თანხის შენახვის საქმეები კარგ მდგომარეობაში იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 9 აგვისტოდან თბილისში გამოვა საქართველოს სოც. დემ. მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოველკვირეული პოლიტიკურ-ეკონომიკური და ლიტ. გაზეთი „სოფლის მუშა“, რომლის სარედაქციო კოლეგიაში შედიან: ალ. ლომთათიძე, ივ. გომართელი, სტ. ელიაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 აგვისტოს გაიმართა ქალაქის საბჭოს სხდომა ა. ლომთათიძის თავმჯდომარეობით, რომელზეც დაადგინეს ხოლერასთან საბრძოლველად გამოიყოს მილიონი მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 აგვისტოს საღამოს 9 სთ-ზე გარეუბნის თემის თავმჯდომარე გ. მ. კილასონიას, როცა ის დიღმიდან თბილისში ბრუნდებოდა, თავს დაესხა 5 შეიარაღებული პირი გვარდიელების ფორმაში და წაართვეს 4 700 მანეთი და რევოლვერი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 აგვისტოს სენაკის თვითმმართველობა, ერობა და საზოგადოება მსახიობსა და საზოგადო მოღვაწე შალვა დადიანს გაუმართავდა საღამოს და გადასცემდა სამოსახლო ადგილსა და სახლის ასაშენებელ მასალას ქ. სენაკში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 აგვისტოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის რაიონული კრების პრეზიდიუმის თავმჯდომარედ ს. ჩოჩია აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 7 აგვისტოს მეთამბაქოეთა პროფ. კავშირის ინიციატივით ბათუმში გაემგზავრება 120 მუშა ბათუმის ოლქის საქართველოსთან შემოერთების გამო მისასალმებლად. მათთან ერთად – თბილისის პროფ. კავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხელაძე და სხვ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ რამდენიმე წლის წინ ი. სულუხიას მიერ ოზურგეთში დაარსებული პირველი ძაფის სახვევი ფაბრიკა გურიაში ორი წელი გაჩერებული იყო. ერთი თვეა იქ სამაზრო ერობას ადგილობრივი აბრეშუმის პარკის ამოხვევა დაუწყვია და 80-მდე კაცი დასაქმებულა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ ავალიანი სამინისტროსადმი დაქვემდებარებული სავაჭრო-სამრეწველო დაწესებულებების დასათვალიერებლად ბათუმში გაემგზავრა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ სააქციზო სამმართველოს უფროსად გვერდწითელის ნაცვლად ს. ბაქრაძე დაინიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ სააქციზო სამმართველოს უფროსის მოადგილედ მ. ღამბარაშვილი დაინიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს ცენტრობანკის საბჭოსა და გამგეობის შეერთებული სხდომის დაადგენილებით სასწრაფოდ უნდა გაეხსნათ ბანკის განყოფილება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისში დაბრუნდა სასამართლო პალატის პროკურორის მოადგილე ა. კ. ყანჩელი, რომელიც იუსტიციის მინისტრმა ბათუმში სასამართლოს დაწესებულებათა მისაღებად გაგზავნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ნ. იმნაიშვილის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი დაჭრილთა და დასახიჩრებულთა ოჯახებისა და ომში დაღუპულთა ოჯახების უზრუნველყოფისათვის 5 000 000 მან. გამოყოფის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ლევან ნათაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ასაღორძინებლად საჭირო იყო სასოფლო-სამეურნეო სკოლების არსებობა. ივანე ლორთქიფანიძემ ნათაძის მიერ წარდგენილი კანონპროექტი სასოფლო მეურნეობის საშუალო და დაბალი განათლების ორგანიზაციის შექმნის შესახებ მნიშვნელოვნად აღიარა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ნ. იმნაიშვილის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი ფოთის რადიოსადგურისთვის შენობის ასაგებად მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ.

