რეგისტრირებული ფაქტები93093
სორტირება თარიღი კლებადობით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მუშათა მაგიდის განცხადება არსებული დეფიციტის დაფარვის თაობაზე. განცხადების თანახმად თითოეულ მოსამსახურეზე საჭირო 10000 მანეთი 1 თებერვლამდე უნდა შეეტანათ, წინააღმდეგ შემთხვევაში პურის მიწოდება შეწყდებოდა. ვინაიდან პურის რაციონით 13 მოსამსახურე სარგებლობდა, შესატანი იყო 13000 მანეთი. გამგეობამ თანხის შეტანა დაადგინა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ თ. კიკვაძის მოხსენება საზოგადოებრივ საქმეთა მდგომარეობის შესახებ და ვართაგავას მოხსენება. კრებამ მოისმინა მხოლოდ კიკვაძის განცხადება და პრეზიდიუმის პასუხი, ამიტომ განჩინების თანახმად ამ საკითხის განხილვა გადაიდო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ჯავახიშვილის თხოვნა მისთვის ავანსის 30 000 მანეთამდე გაზრდის თაობაზე. იმ დროისთვის მისი წიგნი ჯერ კიდევ არ იყო დაბეჭდილი. ჯავახიშვილის თქმით, ხელნაწერი თვითონ სტამბამ დაუბრუნა, ამიტომ შეჩერდა წიგნის ბეჭდვა. ჯავახიშვილს გარკვეული ხელით გადაწერილი საბოლოო ტექსტის წარდგენა დაევალა, რის შემდეგაც განიხილავდა გამგეობა მის თხოვნას.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ია კარგარეთელის სახალისო სიმღერების გამოსაცემად რკინიგზის სტამბამ ავანსად 100 000 მანეთი ითხოვა. გამგეობამ სტამბის თხოვნა დააკმაყოფილა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 25 იანვარს ზაქარია (შაქრო) ვასილის ძე ჯავახიშვილი ფილტვების ანთებით მიხეილის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს საქართველოს ტექნიკური საზოგადოების სხდომაზე ინჟინერმა აბრამ ცეიტლინმა ნავთის წარმოების შესახებ მოხსენება გააკეთა. საზოგადოებამ დაადგინა, ნავთის წარმოება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხად მიეჩნიათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს საქართველოს ტექნიკური საზოგადოების სხდომაზე სამთო სამმართველოს გამგე ივანე ყიფშიძემ წაიკითხა მოხსენება საქართველოში ნავთის წარმოების შექმნის უახლოესი პერსპექტივების შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს, საღამოს არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციის კრებაზე ალექსანდრე ასათიანმა წაიკითხა მოხსენება საქართველოს ეკონომიური ვითარების შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს არასოციალისტური პარტიების კონფერენციაზე გრიგოლ ვეშაპელმა წაიკითხა მოხსენება საქართველოს საგარეო მდგომარეობის შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს, 7 საათზე საქართველოს ტექნიკურ საზოგადოებაში გაიმართებოდა კრება. მოხსენებებს წაიკითხავდნენ: ინჟინერი ა. ცეიტლინი − „საქართველოს ნავთის მრეწველობის ისტორია“, ინჟინერი ი. ყიფშიძე − „უახლოესი პერსპექტივები საქართველოში ნავთის მრეწველობის შექმნისა“ და ასევე „ტყვარჩელის ქვა-ნახშირი და საკონცესიო ხელშეკრულება იტალიელებთან“. დასწრება თავისუფალი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციის კრებამ (თავმჯდომარე ალექსანდრე შანშიაშვილი) ერთხმად დაადგინა, გაერთიანებული პარტიისთვის ეწოდებინათ „საქართველოს დემოკრატიული პარტია გაერთიანებული ეროვნულ-დემოკრატიული, ეროვნული, რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტია და უპარტიოთა კავშირი“.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს გამართული არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციის კრების თავმჯდომარე იყო ალექსანდრე შანშიაშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 23 იანვარს, დილის 11 საათზე საზაფხული წრის ბინაზე (ვერის ხიდთან) სახლის მეპატრონთა საერთო კრება გაიმართებოდა შემდეგი დღის წესრიგით: 1. ნაფიცი ვექილის, ნ. ე. მზარეულოვის მოხსენება საქართველოს ქვეშევრდომობის საკითხთან დაკავშირებით და ქალაქის საბჭოს არჩევნები, 2. საარჩევნო კომისიის არჩევა და 3. მიმდინარე საქმეები.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 იანვარს ვლადიმერ მიხეილის ძე კობახიძეს სოფელ ხეთაში დაკრძალავდნენ.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 იანვარს ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში ექიმ თადეოს პავლეს ძე ბურჯანაძეს 40 დღის წირვას და პანაშვიდს გადაუხდიდნენ.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 იანვარს ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ნინო იოსების ასული მაყაშვილი-ბრივკისას პანაშვიდი გაიმართებოდა. წირვის შემდეგ მას იმავე ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

