საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90731

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მაისში ქუთაისში უცნობმა პირმა საშა გეგეჭკორს ბომბი ესროლა.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ ზაქარია გურული დააპატიმრა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვალ-მარტში შალვა ნუცუბიძე სოციალ-ფედერალისტთა პარტიის პრეზიდიუმის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს დავით (დევი) ანდრიას ძე აბაშიძე მე-4 შულავერის სანაპირო რაზმის ლეიტენანტი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე იყო რუსეთის ს. ფ. ს. რ. წარმომადგენლობის პირველი მრჩეველი.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ულრიხ რაუშერი იყო გერმანიის ელჩი საქართველოში.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს კლოდ სტოქსი იყო დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი კავკასიაში.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს აბელ შევალიე იყო საფრანგეთის წარმომადგენელი საქართველოში და უმაღლესი კომისარი კავკასიაში.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ათარბეგოვი იყო გამომძიებელი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს ევგენი გეგეჭკორმა გააკეთა განცხადება გაზეთში „მანჩესტერ გარდიან“ გამოქვეყნებულ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარ ლიტვინოვის წერილზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ რუსულ და ფრანგულ ენებზე.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წელს პეტრე დოლიძე გურიიდან დელეგატად გაგზავნეს საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის კონფერენციაზე.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წელს ქუთაისში პროვოკაციული ბომბის გასროლითა და შანტაჟისტ გეგეჭკორზე სიმულაციის მოწყობით ჩეკამ იერიში მიიტანა სოციალ-დემოკრატებზე, მთელ საქართველოში დააპატიმრეს პარტიის წევრები და ხელმძღვანელები.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წელს, სტამბოლში ყოფნისას გარდაიცვალა ელისაბედ სობოლევსკა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გიორგი არჯევანიძე ქართულ წითელ არმიაში მსახურობდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს გიორგი არჯევანიძე ქართული წითელი არმიის სარდლის განსაკუთრებულ დავალებათა შემსრულებელი ოფიცერი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს კონსტანტინოპოლში ყოფნისას ილია ოდიშელიძემ წაიკითხა მოხსენება 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს მთავრობის თავმჯდომარესა და მთავრობის სხვა წევრებთან დაწყებული კონფლიქტის გამო, 1921 წელს გენერალი ილია ოდიშელიძე მათთან ერთად საფრანგეთში აღარ წასულა და კონსტანტინოპოლში დარჩა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის შემდეგ ილია ოდიშელიძე პერიოდულად ჩადიოდა საფრანგეთში, მაგრამ საქართველოს სამთავრობო ემიგრაციასთან კონტაქტში არ შედიოდა და ცხოვრობდა განცალკევებით.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის შემდეგ ილია ოდიშელიძე თანამშრომლობდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და ჩრდილოეთ კავკასიის ეროვნული იდეოლოგიის მქონე ემიგრაციასთან.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის შემდეგ ილია ოდიშელიძე აქვეყნებდა წერილებსა და მემუარებს პარიზსა და ბერლინში დაბეჭდილ ემიგრანტული „დამოუკიდებელი ნაციონალური აზროვნების” იდეოლოგიის მატარებელ რუსულენოვან ჟურნალში „Кавказ (Le Caucase)”, „(Der Kaukasus)“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორი გუგუშვილს უგზავნის წერილს, რომლშიც  სთხოვს, სასწრაფოდ მივიდეს სერ ჯონ ტილთან და გადასცეს, რომ  საქართველოს სჭირდება რეალური დახმარება ფინანსურად და იარაღით. როგორც გეგეჭკორი ამბობს, ლოიდ ჯორჯი პირადად დაპირდა მას დახმარებას და ნება მისცა, მისი სახელთ ეს ეცნობებინა საქართველოს მთავრობისათვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 დეკემბერს ოლღა ხოფერიამ და გიორგი გამზარდიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობეს, რომ სენაკის განყოფილებაში სულ 191 წევრი იყო. მათ შორის ნამდვილი წევრი იყო 89, მუდმივი კი — 102. საწევრო ყველას გადახდილი ჰქონდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორმა წერილი მისწერა ლონდონში საქართველოს წარმომადგენლობას, ატყობინებდა, რომ ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ლოიდ ჯორჯმა შეასრულა დაპირება და დაეხმარა საქართველოს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 დეკემბერს სახელმწიფო კონტროლმა მისწერა განათლების სამინისტროს, ეცნობებინათ, რა შედეგით დასრულდა ნიკოლოზ ყაზბეგის მიმართ დაწყებული გამოძიება, რომელსაც სამინისტროს დავალებით სიღნაღის სამაზრო სასკოლო განყოფილება აწარმოებდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 დეკემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა კომისარმა ალექსანდრე ბეკზადიანმა ერევნიდან რადიოთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს ნოტა გამოუგზავნა.