რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში ვიზიტისას შეხვდა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს – ნასიბ-ბეკ უსუბეკოვს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში ვიზიტისას სტოქსმა ოცდაექვსი სტუმრისთვის მოაწყო ბანკეტი, რომელსაც ყველა მინისტრი დაესწრო, გარდა ერთი სოციალისტისა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს თბილისის კონსერვატორიის დარბაზში იმართებოდა ი. ფიშბერგის კონცერტი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს იუსტიციის მოქმედი მინისტრი რაჟდენ არსენიძე მიიწვიეს ყოფილი იუსტიციის მინისტრის, მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრის, ევგენი გეგეჭკორის პატივსაცემად სასამართლო უწყების მოხელეთა მიერ გამართულ სადილზე ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრის (ყოფილი იუსტიციის მინისტრის), ევგენი გეგეჭკორის პატივსაცემად სასამართლო უწყების მოხელეები ბანკეტს მართავდნენ ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 24 იანვარს კონსერვატორიის დარბაზში გაიმართებოდა ვირტუოზი ფიშბერგის კონცერტი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მცხეთის კერამიკის ქარხანას მხატვარი ბორის შებუევი და ინსტრუქტორი მიხეილ დადეშქელიანი ხელმძღვანელობდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა ოლივერ უორდროპმა ოფიციალური ცნობა მიიღო, რომ დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა საბჭომ სომხეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს ქართულ კლუბში უნდა გამართულიყო საოჯახო საღამო ქართული კლუბის მამასახლის კოტე ზაქარიას ძე მაყაშვილის ხელმძღვანელობით. რუსული დრამის თეატრი „ტარტოს“ წარმოადგენდა ერთმოქმედებიან ფარსს „მგლოვიარე მანდილოსანი“ და კონცერტს. მონაწილეობას მიიღებდნენ ალეშკო, ო.ს. კალანდაძე-ოგასოვა, ხორინა, გრიგოლ ინაშვილი, ლეონ ისეცკი და იური საბინინი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მსახიობები – კაჩალოვი, ლეონიდოვი, კნიპერი და სხვანი ბოლშევიკურ რუსეთს გამოექცნენ და თბილისში მოემგზავრებოდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რუსულმა დრამატულმა თეატრმა „ტარტომ“ გასტროლებზე მსახიობი ნიკოლაი ხოდოტოვი მოიწვია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობამ მოიწონა ინჟინერ მასლოვსკისა და ალექსანდრე ჯაბადარის მოხსენებები და გადაწყდა, სასწრაფოდ გადადგმულიყო ნაბიჯები მათ განსახორციელებლად.