რეგისტრირებული ფაქტები88290
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 აპრილს ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი და გ. ა. წინამძღვრიშვილი მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკს შეხვდნენ სხვადასხვა საკითხისა და პრობლემის გასარკვევად. თათბირს დაესწრო კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილიც. მინისტრმა ყველა საკითხზე აღუთქვათ დახმარება.
1920
ტიპი: განათლება
ქუტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის, ნიკანდრი ზაქარის ძე არველაძის ნამსახურებით სიაში წერია, რომ მან უმაღლესი განათლება მიიღო ქუთაისის საოსტატო სემინარიაში, რისი სათანადო მოწმობაც აქვს N637. ფორმულარის სწორად შედგენას ხელმოწერით ადასტურებს სასწავლებლის გამგე კირილე რუხაძე.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძე 1918 წელს სამხედრო სამსახურში იყო და გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 აპრილს სახელმწიფო თეატრმა უმასპინძლა მიხეილ ნანობაშვილის მეორე გასტროლს, წარმოადგინეს ბალეტი „გუგენოტები“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 აპრილის „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საზღვარგარეთიდან თბილისში ჩამოვიდა ცნობილი პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე მიხაკო წერეთელი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 2 აპრილს განათლების სამინისტრომ გორის სამაზრო ერობას გაუგზავნა ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის მიმართვა (23 მარტიდან N 42) და ამავე სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს საქმე. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კირილე მიხეილის ძე არჯევანიძე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 1 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, აღბულაღის თემის თავმჯდომარემ თაბუკაშვილმა თბილისის ერობის გამგეობას წარუდგინა სოფლების: ვაკის, ქსოვრეთის, ამრამეთის, ბუჟურელეთის, ტბისის, გოლთეთის, ჩხიკვთა, აგრითის და ჭალის მოსახლეობის აღბულაღის თემთან შეერთების მოთხოვნა. ასევე, ივრის გერმანული თემის მაცხოვრებლები მოითხოვდნენ „მარიენფილდის“ სახელწოდებით ერთ ახალშენად გაერთიანებას. თბილისის ერობის გამგეობამ დღის წესრიგში დააყენა ორივე საკითხი განხილვა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის აპრილში სასახლის ქუჩაზე, ქართული კლუბის პირდაპირ, უცნობმა პირმა სასიკვდილოდ დაჭრა რუბენ საფაროვი. თავდამსხმელი მიიმალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის აპრილში თავდასხმისას სასიკვდილოდ დაჭრილი რუბენ საფაროვი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
მესხეთ-ჯავახეთის სახალხო ყრილობა დეპეშით მიესალმა რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და დახმარება აღუთქვა იმ ბრძოლაში, რომელიც მას ისტორიამ დააკისრა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის პირველ აპრილს ვარლამ ძიძიგური ახალციხის ერობის რწმუნებულად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის აპრილში ნიკოლოზ თარხანოვის ბინაში აღმოაჩინეს ბოლშევიკების სტამბა, სადაც პროკლამაციები, საბეჭდი მასალა და სხვადასხვა ნივთი ინახებოდა.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის აპრილში ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე თარხანოვი ბინაში აღმოჩენილი ბოლშევიკური სტამბის გამო მილიციამ დააპატიმრა.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის აპრილში განსაკუთრებულმა რაზმმა აღმოაჩინა მეხუთე ბატალიონის ცეხგაუზიდან მოპარული დაახლოებით 300 000 მანეთის ღირებულების საქონელი. ქურდი აღმოჩნდა მეშვიდე ბატალიონის ჯარისკაცი ცანავაძე.

