საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93072

1921

ტიპი: ღონისძიება

როსტომ მუსხელიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ ქემალისტური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, საქართველოს მთავრობის წევრებისა და ქართველი გენერალიტეტის ზოგიერთი წარმომადგენლის მსგავსად ემიგრაციაში არ წასულა და დარჩა სამშობლოში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტიდან როსტომ მუსხელიშვილი საქართველოს წითელ არმიაში მსახურობდა.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლიდან როსტომ მუსხელიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ შექმნილი „სამხედრო ცენტრის“ წევრი იყო.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წელს ბოლშევიკებმა დატყვევებული სტეფანე ახმეტელაშვილი გაასამართლეს და სასჯელის მოსახდელად რუსეთში გაგზავნეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლიდან გიორგი ერისთავი ცხოვრობდა საფრანგეთში, პარიზში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლიდან გიორგი ერისთავი აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის საიმპერატორო არმიის ყოფილი ოფიცრების ორგანიზაციების საქმიანობაში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს ივანე ჯაფარიძე ჯერ იმყოფებოდა კონსტანტინოპოლში, შემდეგ ქართველ ემიგრანტებთან ერთად გადავიდა საფრანგეთში და საცხოვრებლად დაფუძნდა პარიზში.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლიდან ივანე ჯაფარიძე „ქართველ მხედართა კავშირში“ ირიცხებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორი გუგუშვილს უგზავნის წერილს, რომლშიც  სთხოვს, სასწრაფოდ მივიდეს სერ ჯონ ტილთან და გადასცეს, რომ  საქართველოს სჭირდება რეალური დახმარება ფინანსურად და იარაღით. როგორც გეგეჭკორი ამბობს, ლოიდ ჯორჯი პირადად დაპირდა მას დახმარებას და ნება მისცა, მისი სახელთ ეს ეცნობებინა საქართველოს მთავრობისათვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 დეკემბერს ოლღა ხოფერიამ და გიორგი გამზარდიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობეს, რომ სენაკის განყოფილებაში სულ 191 წევრი იყო. მათ შორის ნამდვილი წევრი იყო 89, მუდმივი კი — 102. საწევრო ყველას გადახდილი ჰქონდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორმა წერილი მისწერა ლონდონში საქართველოს წარმომადგენლობას, ატყობინებდა, რომ ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ლოიდ ჯორჯმა შეასრულა დაპირება და დაეხმარა საქართველოს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 დეკემბერს სახელმწიფო კონტროლმა მისწერა განათლების სამინისტროს, ეცნობებინათ, რა შედეგით დასრულდა ნიკოლოზ ყაზბეგის მიმართ დაწყებული გამოძიება, რომელსაც სამინისტროს დავალებით სიღნაღის სამაზრო სასკოლო განყოფილება აწარმოებდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 დეკემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა კომისარმა ალექსანდრე ბეკზადიანმა ერევნიდან რადიოთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს ნოტა გამოუგზავნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 29 დეკემბერს სერგი იაკობის ძე აზარაპეტოვს თავისი თხოვნის თანახმად, მისცეს მოწმობა, რომ 1918 წლის პირველი ნოემბრიდან 1920 წლის პირველ იანვრამდე სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიაში ბუღალტრად მუშაობდა. ის საკუთარ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა, თუმცა საქმის წარმოების გაეროვნულების გამო თანამდებობიდან დაითხოვეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 დეკემბერს გაზეთ„სამუსულმანო საქართველოში“ გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრმა კონსტანტინე საბახტარაშვილმა განსაკუთრებულ საქმეთა რწმუნებულს თხოვნით მიმართა, სტამბულიდან თათრულ-ფრანგული გაზეთები თბილისში გაეგზავნათ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 29 დეკემბერს სანაპირო რაზმის ლეიტენანტი ივანე ვასილის ძე ზედგინიძე დაიღუპა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 დეკემბრის დადგენილებით ანტონ ფანცულაიას, ხონის საოსტატო სემინარიის დურგალს, განათლების სამინისტრომ სპეციალური თანხიდან 5000 მანეთის დახმარება გამოუყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დეკანოზმა იროდიონ ოქროპირიძემ აუწყა, რომ დაბა ცხინვალში 1920 წლის 23 და 27 დეკემბერს ჩატარებულ საზოგადო კრებებზე არჩეულ იქნა საზოგადოების ცხინვალის განყოფილების ახალი გამგეობა და სარევიზიო კომისია. ოქროპირიძის თქმით, საზოგადოება შეუდგებოდა მუშაობას მომავალი 1921 წლის იანვრიდან, ხოლო საწევროს შემომტანი 60 პირი 1920 წლიდან ჩაითვლებოდა საზოგადოების ცხინვალის განყოფილების სრულუფლებიან წევრად.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის დეკემბრის ბოლოს თბილისის სამაზრო ერობის გამგეობის წევრი ესტატე გიორგის ძე ავალიშვილი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 დეკემბერს ცხინვალში გამართულ საზოგადო კრებაზე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატები – ლეო ხახანაშვილი და მღვდელი სერგეი ხუციშვილი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 27 დეკემბერს დაბა ცხინვალში გამართულ საზოგადო კრებაზე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები: ალექსანდრე კასრაძე, ზაქარია მიროტაძე და ვასილ ალექსანდრეს ძე ელიოზიშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 დეკემბერს ცხინვალში გამართულ საზოგადო კრებაზე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობის წევრობის კანდიდატები: ბარბარე კვინიკაძე და მღვდლები – თადეოზ ხიზანაშვილი და ვასილ ხიდაშელი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 27 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის მითითებით, დეკანოზმა იროდიონ ოქროპირიძემ დაბა ცხინვალში მოიწვია საზოგადო კრება. კრებაზე აირჩიეს გამგეობის წევრები: იროდიონ ოქროპირიძე, გიორგი ბეგაშვილი, ვასილ იარალოვი, მარიამ ლობჟანიძე, ნინა ცერაძე, მიხეილ აბულაძე და შალვა კვანჩახაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის წევრმა და თავმჯდომარის დროებითმა შემცვლელმა იროდიონ ოქროპირიძემ შეატყობინა, რომ, მთავარი გამგეობის პირველი ნოემბრისა და 9 დეკემბრის დადგენილებების თანახმად, საზოგადო კრების მოწვევა ცხინვალში მან მხოლოდ მესამე მცდელობაზე, 27 დეკემბერს შეძლო. კრებებზე 60-მა პირმა 100-100 მანეთი საწევრო გადაიხადა, რომელიც საკრედიტო ამხანაგობაში შეინახეს. იქ ინახებოდა წინა წლებიდან დარჩენილი 1335. 22 მანეთიც.