რეგისტრირებული ფაქტები93066
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის პირველი ნოემბრისა და 9 დეკემბრის დადგენილებების თანახმად, დეკანოზმა იროდიონ ოქროპირიძემ ცხინვალში მოიწვია საზოგადო კრება, რომელსაც 30 ადამიანი დაესწრო. კრებაზე ერთხმად დადგინეს, რომ, საზოგადობის მთავარი გამგეობის მითითებებისა და ოქროპირიძის მოხსენების გათვალისწინებით, საჭირო იყო ცხინვალში საზოგადოების 1918 წლიდან უმოქმედო განყოფილების აღდგენა, ახალი გამგეობისა და სარევიზიო კომისიის არჩევა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 დეკემბრის საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თანახმად, იტალიურ-კავკასიური ბანკის გამგეობამ პრეზიდიუმს ნოე ჟორდანიას ბიუსტის გამოსაქანდაკებლად საჩუქრად გადასცა იტალიიდან ჩამოტანილი მარმარილოს ქვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძეს დაევალა 1921 წლიდან 6 თვის ვადაში მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას ბიუსტის გამოქანდაკება და პრეზიდიუმისთვის ჩაბარება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძეს, რომელსაც უნდა დაემზადებინა მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას ბიუსტი, ანაზღაურება 600 000 მანეთამდე გაეზარდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ალექსანდრე ლომთათიძე. სხდომას ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე, ვლასა მგელაძე, სამსონ ფიცხალავა, პეტრე გელეიშვილი და ივანე გომართელი. მდივანი: კონსტანტინე ჯაფარიძე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 26 დეკემბერს მათე გაბრიელის ძე რუსიძე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციის საერთო კრებაზე სარევიზიო კომიტეტის წევრად აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 26 დეკემბერს იაკობ გიორგის ძე სულაბერიძე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციის საერთო კრებაზე კომიტეტის წევრად აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 26 დეკემბერს ბაგრატ ბეგლარის ძე ჟურული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციის საერთო კრებაზე კომიტეტის წევრობის კანდიდატად დაასახელეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 26 დეკემბერს ექვთიმე სიმონის ძე ბერძენიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციის საერთო კრებაზე კომიტეტის წევრობის კანდიდატად დაასახელეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 26 დეკემბერს გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციის საერთო კრებაზე კომიტეტის წევრად აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 26 დეკემბერს იასონ ბეჟანის ძე საბახტარაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციის საერთო კრებაზე კომიტეტის წევრად აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 26 დეკემბერს ვლადიმერ დიმიტრის ძე რუხაძე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციის საერთო კრებაზე კომიტეტის წევრად აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 26 დეკემბერს ივანე სიმონის ძე მესხი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციის საერთო კრებაზე კომიტეტის წევრად აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 26 დეკემბერს კონდრატე არჩილის ძე მხეიძე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციის საერთო კრებაზე კომიტეტის წევრად აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 დეკემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სატარიფო პალატის განკარგულება მოსამსახურე პირებისთვის 10 000 მანეთის საქონლის მიცემის შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მაღაზიისა და საწყობის აღსაწერად შექმნილი კომისიის წევრებად ნინო ნაკაშიძე, იოსებ გიორგობიანი და ვარლამ ბურჯანაძე აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილის თხოვნა წიგნების ჰონორარიდან თანხის მიღების შესახებ. წიგნის ბეჭდვა შეჩერებული იყო. გამგეობამ უარი უთხრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 დეკემბერს ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, იპოლიტე ვართაგავა, მეთოდე კაკაბაძე, იოსებ გიორგობიანი, სილიბისტრო თავართქილაძე, სამსონ ბახტაძე, სამსონ დათეშიძე, გრიგოლ ჩარკვიანი, ივანე ავალიშვილი და იაკობ დემურაშვილი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 დეკემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მაღაზიისა და საწყობის აღმწერ კომისიის წევრებს დასახმარებლად მცოდნე პირების მიწვევის უფლება მისცეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 დეკემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ბითუმად და ცალობით ვაჭრობის განცალკევების საკითხი განიხილეს. გამგეობამ ბითუმი ვაჭრობის გამოყოფა სასურველად მიიჩნია, მაგრამ დროებით არსებული წესის დატოვება გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 დეკემბერსსახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ ბათუმში დადგა ვალერიან ლევანის ძე გუნიას „ორი გმირი“.

