რეგისტრირებული ფაქტები88354
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 8 მაისს სახაზინო თეატრში ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილ-იუჟინის მონაწილეობით „ციხის საიდუმლო“ წარმოადგინეს. საზოგადოებას სპექტაკლი მოეწონა.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იროდიონ ევდოშვილის დაკრძალვის დღეს ონის ქართველ ებრაელთა რაბინმა დავით ბააზოვმა გარდაცვლილის შესახებ ისაუბრა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 8 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვასო (ვასილ) ალექსის ძე აბაშიძეს ბორჯომში ზეიმით შეხვდნენ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 12 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მსახიობ ალექსანდრე ნესტორის ძე კორძაიას ფოტოსურათი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 21 მაისს მუსულმანთა აუდიტორიაში უნდა წარმოედგინათ პოლიევქტოს ანტონის ძე კალანდაძის (ირეთელის) 5-მოქმედებიანი დრამა „დამარცხებულნი“.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 17 ნოემბერს ავლაბრის სახალხო თეატრში (თელავის ქუჩაზე) ქართულ ენაზე წარმოადგინეს გაბრიელ სუნდუკიანცის კომედია „პეპო" და ვოდევილი „დატრიალდა ჯარა".
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის ნოემბერში კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი ნ. რ. ზავადსკი პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 17 ნოემბერს ქ. თბილისის საბჭოს დარბაზში ფიცი დადეს თბილისის საბჭოს ახალმა ხმოსნებმა. ფიცის დადებამდე ქალაქის მოურავის მოადგილემ, მ. ს. შესტაკოვმა ხმოსნებს გააცნო საქალაქო დებულების ის მუხლი, რომლის ძალითაც მათ ფიცი უნდა მიეღოთ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 21 ნოემბერს ქართულმა დასმა ქართულ თეატრში წარმოადგინა ვოდევილი „დამბაჩა და რევოლვერი", რომელშიც მონაწილეობდნენ ნატო გაბუნია-ცაგარლისა, ნინო გამყრელიძისა, ალექსანდრა კარგარეთელი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 30 ნოემბერს ქუთაისის კლუბის დარბაზში ტ. ი. ნაზაროვის თაოსნობით უნდა გამართულიყო მუსიკალური საცეკვაო საღამო ქუთაისის ბავშვთა სამზრუნველო საზოგადოების დასახმარებლად. ბილეთები იყიდებოდა შნეიდერის მაღაზიაში.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 21 ნოემბერს ქართულმა დასმა ქართულ თეატრში წარმოადგინა ვოდევილი ,,დამბაჩა და რევოლვერი", რომელშიც მონაწილეობდნენ იოსებ ივანიძე, კონსტანტინე მესხიშვილი, სვიმონ სვიმონიძე, კონსტანტინე შათირიშვილი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს მიწათმოქმედების სამინისტროს დაწესებულების მოხელეებმა გადაწყვიტეს, თბილისში ფული შეეგროვებინათ და განსვენებული ი. ი. ტიხეევის სახელზე საბაღოსნო სკოლაში სტიპენდია დაეარსებინათ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ყაზბეგის ქალთა სკოლის გამგეობამ მადლობა გადაუხადა ნატალია ალექსანდრეს ასულ ხერხეულიძისას 100 მანეთის, ელენე დავითის ასულ ერისთავისას და ნინა პართენის ასულ ბარათაშვილისას 20-20 მანეთის შეწირვისათვის.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 21 ნოემბერს ქართულ თეატრში ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა დ. აწყურელის (დავით მერაბის ძე გამყრელიძის) მიერ თარგმნილი ახალი პიესა „მზეს მოკლებულნი".
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წელს სამოსამართლო პალატამ განიხილა ილარიონ გაგნიძის საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა.

