საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88361

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის 16 ნოემბერს უეცრად გაირდაიცვალა სახელმწიფო ბანკის თბილისის განყოფილების ბუღალტერი ა. კლეპანსკი.

1916

ტიპი: ღონისძიება

ირ. ლუარსაბის ძე ხელაძე I მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 25 აპრილს ირ. ლუარსაბის ძე ხელაძე ოსმალეთის საზღვარზე ბრძოლაში დაიღუპა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 22 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ოსურმა დრამატულმა წრემ სახალხო სახლში ოსურად თარგმნილი ალექსანდრე ყაზბეგის „არსენა“ წარმოადგინა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს თბილისში რომანოზ ნიკოლოზის ძე სალაყაია შეუერთდა ადგილობრივ სცენისმოყვარეთა ჯგუფს, რომელიც ქალაქის განაპირა უბნებში სახალხო წარმოდგენებს მართავდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ივანე პავლეს ძე ახალშენიშვილის (დავიწყებულის) სტატია „თელავის სცენის მოსპობა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გაგრძელება მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძის სტატიისა „ქართული მუსიკა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 22 მაისის ჟურნნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ივანეს ძე ფერაძის (ჩაქუჩის) სტატია ქართველი მუსულმანების შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 22 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ალექსანდრე მელქოს ძე ბაჯიაშვილის სტატია რომანოზ ნიკოლოზის ძე სალაყაიას შესახებ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს იოსებ ჯორჯაძე საბუის არჩილ ჯორჯაძის სახელობის სამკითხველოს გამგე იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 22 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ ალექსანდრე გერასიმეს ძე რუხაძის (ალ. გერასიმიძის) უსათაურო ლექსი გამოქვეყნდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 22 მაისის ჟურნნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გ. დათიაშვილის თხზულება „ნარნარო“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 22 მაისის ჟურნნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ვეფხო აბრამის ძე აკობაშვილის (ვეფხო-ფშაველის) ლექსი „ნუ დამიტირებთ!..“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 მაისს ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე გრიგოლ რობაქიძე სიტყვით გამოვიდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის მარტში მხატვარი მოსე თოიძე გამოფენისთვის ემზადებოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იროდიონ ევდოშვილის წერილი 8 მარტს ლანჩხუთში გამართული წარმოდგენების „ადამ და ევა“ და „ორი მშიერი“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის მარტში მიხეილ ჭიაურელმა კოტე მესხის ბიუსტი გააკეთა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს დავით კასრაძემ აკაკი წერეთლის ბიოგრაფიის წერა დაიწყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებასთან არსებულმა მგალობელთა გუნდმა ნიკო სულხანიშვილის ხელმძღვანელობით კონცერტი გამართა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის 4-5 აპრილს ნინო ჩხეიძე ქუთაისში იყო გასტროლებზე.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს სამხედრო ბეგარის საქმეთა საქალაქო საკრებულოს გამგეობის მუშაობის ანგარიშების სარევიზიო კომისიის წევრად აირჩიეს ალექსანდრე ხატისოვი, კანდიდატებად – ანდრია ღულაძე და ი. ს. ბუღდანოვ-ბაღდასაროვი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 დეკემბერს კაპიტანმა ტარას დავითის ძე ვაშაკიძემ სარიყამიშის ბრძოლაში ერთი როტით გაიმარჯვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 თებერვალს ალაგირის ქართული სკოლის დარბაზში დაჭრილ მეომართა დასახმარებლად სამსონ სოლომონის ძე მეტრეველის, ნ. ლობჟანიძის, ალ. ხიდაშელისა და სხვ. მონაწილეობით ქართულ ენაზე წარმოადგინეს „მოულოდნელი შემთხვევა“, რუსულ ენაზე – „ორი მშიერი“.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს რაფიელ ალექსანდრეს ძე ჯიბლაძე გურიისა და აჭარის სცენებზე თამაშობდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის მარტში ხაშმის ორკლასიანი სკოლის გამგე ალ. ესტ. მოზდოკელი, რომელიც გორში საკონსერვო საქმის შესასწავლად იმყოფებოდა, ხაშმში დაბრუნდა.