რეგისტრირებული ფაქტები92968
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 14 ოქტომბერს ექიმ მიხეილ გიორგის ძე ივანიშვილის პანაშვიდი გაიმართებოდა თბილისში, პლეხანოვის პროსპექტი N69.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ლევან, სიკო, გოგლა, ნინა და ევგენია ლეონიძეები და-ძმანი იყვნენ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ევგენია ნიკოლოზის ასული ლეონიძე იყო ანასტასია (ტასო) სვიმონის ასული ლეონიძე-ხატისკაცის ძმისშვილი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ნინა ნიკოლოზის ასული ლეონიძე იყო ანასტასია (ტასო) სვიმონის ასული ლეონიძე-ხატისკაცის ძმისშვილი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, სვიმონ (სიკო) ნიკოლოზის ძე ლეონიძე იყო ანასტასია (ტასო) სვიმონის ასული ლეონიძე-ხატისკაცის ძმისშვილი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ლევან ნიკოლოზის ძე ლეონიძე იყო ანასტასია (ტასო) სვიმონის ასული ლეონიძე-ხატისკაცის ძმისშვილი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, პოეტი გოგლა ლეონიძე იყო ანასტასია (ტასო) სვიმონის ასული ლეონიძე-ხატისკაცის ძმისშვილი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, სოფიო მიხეილის ასული გულისაშვილი-ლეონიძისა იყო პოეტ გოგლა ლეონიძის დედა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, სოფიო მიხეილის ასული გულისაშვილი-ლეონიძისა იყო ანასტასია (ტასო) სვიმონის ასული ლეონიძე-ხატისკაცის რძალი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 14 ოქტომბერს სოფელ ქოდალოში ანასტასია (ტასო) სვიმონის ასული ლეონიძე-ხატისკაცს დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, სოფელ ქოდალოში ანასტასია (ტასო) სვიმონის ასული ლეონიძე-ხატისკაცისა გარდაიცვალა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ევგენია ნიკოლოზის ასული ლეონიძე იყო რევაზ გედევანიშვილის მეუღლე.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს „ნაციონალისტში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ გიორგი ჟორდანიას გადადგომის შემდეგ იუსტიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა გაუქმდა და დაწესდა მინისტრის თანაშემწის თანამდებობა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 13 ოქტომბერს ნოე სიხარულიძის 12 წლის ვაჟს რევოლვერი გაუვარდა, ტყვია მოხვდა მის 10 წლის ძმას, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის 13 ოქტომბერს ვლადიმერ ბეკოს ძე დემურიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობა, რომ სენაკის განყოფილების მუდმივი წევრები – პოლიკარპე ლორთქიფანიძე, ოლღა ხოფერია, გიორგი გამზარდია – საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე კავკავის სკოლისთვის 75 000 მანეთის სესხება გადაწყვიტეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოსამსახურეებისთვის სურსათის შესაძენად 100 000 მანეთის გადადება გადაწყვიტეს.

